16 ივლისი, 2013
მამამთილმა ჩემი მკერდი ადღეგრძელა
ძლივს ჩამოვედი ტაქსით, თან მთელი გზა ვტიროდი თქვენთან ხშირად წერენ დედამთილ-მამამთილთან არსებულ პრობლემებზე. ზოგი რძალსაც ამტყუნებს და ალბათ ბევრს დაუჯერებლად ეჩვენება. ყველამ ჩაიხედოს საკუთარ გულში და ოჯახში რა ხდება და მერე ისე აკრიტიკოს სხვები და ზღაპრები ეძახოს.

პირადად მე სწორედ მამამთილის გამო დამენგრა ოჯახი. ხუთი წლის წინ თბილისელი გოგონა კახეთის, ერთ-ერთ რაიონში გავთხოვდი. ალბათ იქ ვინც წაიკითხავს ბევრს ეცნობა ჩემი ამბავი. გოგა ჩემი კურსელის ბიძაშვილი იყო და მის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩემი ნებით გავყევი.

თანახმა ვიყავი სოფელში ცხოვრებაზე, მეგობრების დაცინვას, რომ დილა-საღამოს ძროხის წველის მეტი საქმე არ მექნებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. მშობლები ძალიან გაბრაზდნენ და
დიდხანს არ ჩამომაკითხეს.

დედამთილი ბაზარში პროდუქტებით ვაჭრობდა და დილას რომ გადიოდა, შინ გვიან ღამეს ბრუნდებოდა. გოგაც სულ გასული იყო, მეზობლის ბიჭებთან ერთად დიდი მანქანით
ტყეში შეშაზე დადიოდა და შემდეგ ყიდდნენ. მამამთილი კი ნამდვილი ნაძირალა დამხვდა. სახეზე მაშინვე შევატყვე, რომ კარგი ადამიანი არ იქნებოდა.

სულ სვამდა და თითქმის ყოველდღე მოჰყავდა თავისი ლოთი ძმაკაცები. მეზობლებს ჭირივით ეზიზღებოდათ, საშინელ მეტსახელს ეძახდნენ. მაშინ სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ბატონმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა. გოგა ტყეში იყო წასული.

დედამთილი, ბაზარში. ტრადიციულად სუფრა გავუმზადე და ჩემს ოთახში შევედი. დაახლოებით ერთ საათში დამიძახა. საშინლად დამთვრალიყო და მეგობრებს უთხრა, ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო.

დიდი მკერდი მაქვს, ხშირად მეუბნებოდნენ, სხვა თუ არაფერი, მკერდი მაინც გაგათხოვებსო. ეტყობა, მამამთილის ბინძურ თვალებს ეს არ გამოეპარა. ჩანთა ჩავალაგე და იმ დღესვე თბილისში დავბრუნდი.

ძლივს ჩამოვედი ტაქსით, თან მთელი გზა ვტიროდი. გოგა მთელი ღამე მირეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. მეორე დღეს მეზობელს უთქვამს რაც მოხდა და მამა-შვილს ერთმანეთი უცემია.

ამ ამბის შემდეგ უკვე ყოფილი ქმარი სამჯერ ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ არ შევხვდი. იქით გახედვაც აღარ მინდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
რონი
მამამთილი კი არა კაცი არ ყოფილა !!! როდესაც რძლისათვის როგორც შვილისთვის ისე შეეხედა ასეთი ქვენა ძრახვები აღარ შეაწუხებდა !!! ზალიან თანაუგრძნობ რძალს !!! მისი მხრიდან ეს ყველაზე სწორი საქციელი იყო!!!აქ უკვე ვეღარაფერს ვეღარ გამოასწორებდა ის და თავლაფის დასხმას ჯობდა ასე მოქცეულიყო!!!
10:56 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დიდუუ
თანამედროვე უნიჭო ქართული ზღაპარი
02:13 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ქმარს თუ უყვარხარ მისი რა ბრალი იყო...მამა თუ ყავდა ქლიავი
13:52 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვეფხო
ვერ ჩააზილე ერთი გემრიელი წიხლი ფეხებშუა შენს მამამთილს?სამოდამოდ დაავიწყდებოდი შენც და შენი მკერდიც :)
07:01 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეეეჰ
რა გესჰველებატ ხალხო რა?გვეჰველება რამე? არა არააააააააააააა))სასაცილოა სატირალი რო არ იყოს
15:28 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჩემო კარგო, როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა, შეიძლება მართლაც იყო ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა გაბრაზდებოდით, მაგრამ თქვენი მეუღლისთვის უნდა დაგეცადათ, გეთქვათ ყველაფერი და ისე გადაგეწყვიტათ წამოსვლა. ან მერე დალაპარაკებოდით როცა ცოტა დაწყნარდებოდით, არ ეხლა იქნება გვიანი, თუ მეუღლეს უყვარხართ, სხვა ჩვენ რა შეგვიძლია?
13:49 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჩემო კარგო, როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა, შეიძლება მართლაც იყო ასეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა გაბრაზდებოდით, მაგრამ თქვენი მეუღლისთვის უნდა დაგეცადათ, გეთქვათ ყველაფერი და ისე გადაგეწყვიტათ წამოსვლა. ან მერე დალაპარაკებოდით როცა ცოტა დაწყნარდებოდით, არ ეხლა იქნება გვიანი, თუ მეუღლეს უყვარხართ, სხვა ჩვენ რა შეგვიძლია?
13:48 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაზვე
მოკლეთ ეს 5 წლის წინ გაქალაქელწბული სოფლელები რომ გამოვლენ და დაიწყებენ ქალაქელობაზე ლაპარაკს. ქალი გაგიჯდა მამამთილმა ძუძუებზე ყურება დამიწყოო და ამათ კიდე გამართეს აქ სირობაზე დებატები. ყველაფერი ტრა-კისკენ მიდის ქალაქისც და სოფელიც.
11:51 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
კახელებს რატო ეხები შე მართლა ხეპრე :)) ვაფშე ნუ იჯერებთ ამ ამბებს.
11:01 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
Imperator Rome
ჩევული ამბავია. ქმარი გასული იყო მტელი Dრე შრომობდა ცოლი დაბოზაობდა. შემდეგ გაუგო გამოაგდო სახლიდან. იმან კიდევ მამამთილს გადააბრალა. კიდევ სხვა ვარიანტების შემოტავაზებაც შემიძლია
02:14 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS