10 აპრილი, 2015
''ჩემმა ქალიშვილმა ამოიჩემა, რომ პორნოვარსკვლავობა უნდა''
ამ წერილის ავტორი ნათელა, დახმარებას გთხოვთ. მას სერიოზული პრობლემები შეექმნა ზრდასრულ შვილთან, რომელმაც პორნოვარსკვლავობა გადაწყვიტა.

28 წლის ასაკში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა.ბავშვი ღვთის საჩუქარია. გემრიელი საჭმელი მოვამზადე, ,,კაცის გული ხომ (ნაწილობრივ მაინც) კუჭზე გადის" და მეუღლის დაბრუნებას დაველოდე.

მანუჩარი ძალიან გაახარა ახალმა ამბავმა. ჩვენს სანაცნობოში მამაკაცები გაიძახიან პირველი შვილი გვარის გამგრძელებელი, ბიჭი, უნდა იყოსო, ჩემი ქმრისთვის კი მნიშვნელოვანი არა სქესი, არამედ ჯანმრთელობა იყო.

შეგვეძინა შორენა. სიყვარულით და მზრუნველობით ვზრდიდით, მაგრამ
ძალიან არ გაგვინებივრებია. ორივეს მიგვაჩნდა, რომ ცხოვრება რთულია და ბავშვს იგი ზღაპრულად არ უნდა მოვაჩვენოთ, მოგვიანებით იმედგაცრუება რომ არ იგემოს. შორენამ ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა ისეთი თვისებები, როგორიცაა: ხელგაშლილობა, გულისხმიერება, მიმტევებლობა, სხვებზე ზრუნვა.

ბევრს მეცადინეობდა და კითხვაც უყვარდა. ძალიან ვამაყობდი ჩემი შვილით. უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა ერთი წლის წინ, მაგრამ სამსახურის პოვნა გაუჭირდა. მისი მეგობრები დასაქმდნენ, სამუშაოს შემდეგ გასართობად მიდიოდნენ და ,,დაგულაობდნენ" ბარიდან ბარში, რესტორნიდან რესტორანში...

ჩემს ქალიშვილსაც ურეკავდნენ, ერთი-ორჯერ გავუშვი, მაგრამ სულ არ მქონდა ფული, რომ მიმეცა. ზედიზედ რამდენჯერმე
უარი, რომ ვუთხარი თანხაზე, გული დაწყდა, ალბათ თავმოყვარეობაც შეელახა და მის მერე აღარ უთხოვია. მეგობრებს ჩამოშორდა, დაკომპლექსდა და თავდაჯერებულობაც დაკარგა.

ჩათვალა, რომ ცხოვრებამ მასზე ხელი ჩაიქნია და აღარასდროს გაუმართლებდა. სამუშაოების ძებნას თავი დაანება. სახლს ალაგებდა, საჭმელს აკეთებდა და კომპიუტერთან იჯდა. მისი ცხოვრების სტილი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორსაც დედა შვილისთვის ინატრებს.

ორი თვის წინ ჭურჭლის რეცხვისას ვითომ სხვათაშორის მითხრა, რომ პრობლემის მოგვარების გზა იპოვა. დავინტერესდი რაში ხედავდა გამოსავალს და ჩავეძიე. სათქმელს შორიდან მოუარა, თითქოს ერიდებოდა, მაგრამ საბოლოოდ შემომაპარა, რომ პორნოვარსკვლავობა უნდოდა.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ როდესაც დამაჯერებელი ხმით დარწმუნება დამიწყო თუ როგორი შემოსავლიანია ეს საქმე და რომ პოპულარულობის მოპოვებაც შეუძლება, მივხვდი სერიოზული განზრახვა ამოძრავებდა.

ჯერ ძალიან ვეჩხუბე, თავი ვერ შევიკავე და ვცემე კიდეც, ვუყვიროდი და ვემუქრებოდი, რომ მამამისს ყველაფერს მოვუყვებოდი. სინამდვილეში სიტყვაც არ დამცდენია. როგორ უნდა გავუმხილო ქმარს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ოჯახის შერცხვენას და პორნოვარსკვლავობას აპირებს?! მეც მომკლავს, შორენასაც და ბოლოს თავსაც მოიკლავს. ზუსტად ვიცი!

ცოტა დავწყნარდი და შვილთან მშვიდად საუბარიც ვცადე. განვიხილეთ ეს თემა. ჩემი მოსაზრება ვუთხარი, მორალისა და ზნეობისკენ მოვუწოდე, გავახსენე რომ მე მსგავსი სიბინძურისთვის არ გამიზრდია და ჩემი აღმზრდელობით-დიდაქტიკური ლექციები ყოველთვის მაღალი მატერიებისკენ მოუწოდებდა მას.

მერე ჩავეკითხე ვინ შთაგაგონა ეს იდეა-თქო? ვცდილობდი, გამემართლებინა ქალიშვილი და თავს ვაჯერებდი, რომ ვიღაცის ცუდი ზეგავლენის ქვეშ მოექცა. თავი გაიგიჟა არავის ურჩევიაო.

საბოლოოდ როცა არც კივილმა, არც ცემამ, არც მსჯელობამ,რჩევამ და ტკბილმა სიტყვამ გაჭრა, არჩევანის წინაშე დავაყენე, ან ჩვენ, შენი მშობლები, და ან შენი გულისამრევი ახირება-მეთქი. ადგა და სახლიდან წავიდა...

ქმარს ვატყუებ, რომ დედაჩემთან გავუშვი, რადგან ცუდად გრძნობს თავს და მისი მარტო დატოვება არ მინდა, სინამდვილეში არც კი ვიცი სად დაწოწიალებს! წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მოვიმოქმედო... მიშველეთ...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
...
ამ ისტორიაზე მეტად კომენტარები მაფიქრევბს. მესმის ირონიის, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავში დარწმუნებული ''კომენტატორები'' მადარდებენ. საკუთარ ჰიპოთეზებს მსგავსი დარწმუნებით ფროიდი და ნიცშე ვერ გამოტთქვამდა. ნუთუ მართლაც ''ყოვლის მცოდნე'' უვიცების ერი ვართ?! ((((((((
16:16 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Chemo dediko ar idardo chemzeee. Aq dzaan magrad vaaar. Dzaan magari auraaa :)ukve avixdine chemi ocnebaaa, fotoebs male gamogigzavniit, iseti agfrtovanebuli iqnebi shenc shemomiertdebi darwmunebuli vaar, gkocnit tqveni "shokaaa" :*
00:34 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
შენ პატარა გოგო არ გეგონო, დიდი შვილები მყავს, დაამთავრეს უკვე უნივერსიტეტები, იყო დრო არ მქონდა და ექსკურსიაზე, რომ გამეშვა ჩუმად ბეჭედი დავალომბარდე, იმიტომ, რომ არ დათრგუნულიყო, მეტ კონტროლს უფრო უარყოფითი შედეგი მოაქვს. ასე დადევდნენ , მერე უცნობ კაცს გაურიგეს, ბოლოს ის გოგო დაინვალიდდა ქმრის საქციელის გამო და ახლა ყველასთვის ზედმეტი ტვირთია დაიწვები იმის ცოდვის შემხედვარე
02:09 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ცემე?, 23 წლის გოგო ცემე არ უშვებდი არსად, "დაგულაობდნენ" ბრჭალებში გაქვს, რამდეი წლის ბრძანდები საინტერესოა, ბარში და რესტოანში შესვლას ცუდად რომ უყურებ, დაიწყებთ წუწუნს და ლანძღავთ ახალგაზრდობას, არა და სინამდვილეში არც ახლა უკვე ბებიები არ "იკლებდნენ",არაფერს უბრალოდ ახლა ინტერნეტის ეპოქაა და უცბად ვრცელდება ყველაფერი , შენ ეგ პატიოსნება გგონია ქმარს უმალავ. შენმა შვილმა პროტესტი შენი ტირანი ხასიათის მიმართ ასე გამოხატა, დროზე უთხარი ქმარს და დააბრუნე ტკბილი სიტყვით, მართლა არაფერი აიტეხოს. შენ უფულობის გამო კი არ გაუშვი გამოტყდი , "ააფეს გადაყროდა", ასეთი მზრუნველობა დდ დაგიფასდებოდა და მერე ნივთივით "პატრონს " ჩააბარებდი.
00:45 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
pfff
მამენტ ეგეც მართალია რომ ქართული პორნო არ არსებობს (ვიგაც თუ ფანრიანი ნოკიით გადაიგებს ტრაკს ეს პორნო არაა) ასე რომ ამ პროფესიაშიც არ გაუმართლა საცოდავს (y)
01:06 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS