05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
კახი
ქართველ კაცებს კი არა, საკუთარ იდიოტ პიროვნებებზე იფიქრეთ, ცოლ-ქმარს შორის სასიყვარულო ურთიერთობა და სიამოვნება შეურაცხყოფა რომ გგონიათ და სიტყვა "სექსის" არც მნიშვნელობისა და არსის გაგეგებათ რამე და წარმოთქმისაც კი გრცხვენიათ და მხოლოდ სხვების გაჭორვით ირთობთ თავს. მაგით ვერ უშველით თქვენს გაუნათლებელ პიროვნებებსა და სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ორგანიზმებს. ვაი, თქვენს პატრონს. მიდით და ლანძღეთ თამამი ახალგაზრდობა, ტუჩი აიბზუეთ თამამი შეყვარებული წყვილის დანახვისას და თქვენს გვერდზე მჯდომს ეჭორავეთ, როგორ გაფუჭდა თაობა და რომ თქვენს დროს არავინ იკადრებდა ბიჭისთვის ხელის ჩაკიდებას ხალხში. მაგრამ, ვაი, რომ საკუთარი უბადრუკი თავები გაქვთ დასაცინი, სექსი რომ ქმრისგან შეწუხებად მიგაჩნიათ და ცხოვრებაში არ გამოგიცდიათ ნამდვილი,სრულყოფილი ორგაზმი. მეცოდებით, ხალხო!
19:01 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
ცოლი კარგი საყვარელი უნდა იყოს ლოგინში და კუხნაში კარგი დიასახლისი, რაც შეეხება ამ ისტორიის დამწერს ვფიქრობ მაგრათ ნანობს ან ინანებს თავის საქციელს
19:14 / 07-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქმართან ყველაფერი მოსულა, რაც ორივეს სიამოვნებას მოუტანს. ხოდა ახლა მაინც მიხვდეს ჩემი ქმარი როგორ გაუმართლა ცოლშI და მეც ვხვდები როგორ გამიმართლა და მადლიერი ვარ ღმერთის რომ მე ჩემი მსგავსი ვიპოვე. ამ სულით ავამდყოფ ხალხს კი ვეტყვი, რომ იმას რომ ცოლი დაუკმაყოფილებელი და გაკაპასებული იყოს და ქმარი ცოლს მხოლოდ ზრდილობიანად ჟიმავდეს და სექსუალურ ფანტაზიებს ბოზებშI იკმაყოფილებდეს, ჯობია ორი ადამიანი ბოლომდე გაიხსნას ერთმანეთთან. ადამიანიც ის ცხოველია, რომელსაც საკვების და სექსის გარეშე არ შეუძლია........
15:44 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
nitanita ვაი შენს პატრონს უბედურს
21:49 / 18-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
აუუუ მაგრად ვიცინე მეგონა რამე საშინელებას წავიკითხავდი და წინასწარ მეტირებოდა :D :D :D მაგარი ტყუილია რაც მაგ ვითომ მარიკამ დაწერა .ვაი შენს პატრონს მართლა ვეთანხმები პირველი კომენტის ავტორს ის ჯაბაა ცოდო შენს ხელში რა სისულელეს ამბობ გალატს და ტყუილს აპატიებ და იმას არ პატიობ რაც გიტხრა?პუუუფ რა საცოდავი ხარ ვიგაცა ხააააააარ :D :D :D :D :D
13:02 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
))
ვაიმე რა საცოდავი გოგოა))ჩემი რჩევაა არ შეურიგდე შენს ქმარს,არა იმიტომ რომ მან ეგ შემოგთავაზა,არამედ იმიტომ რომ ცოდვაა შენნაერი ავადმყოფოფის ხელში))
03:42 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მგოსანი
რა არასწორი აზროვნება აქვს ამის დამწერს.. ღალატს აპატიებს, მარა ქმრის მასთან მრავალფეროვან სექსის სურვილს არა.......
02:33 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ხალხნო არ ფიქრობთ რომ ყოველივე ის რასაც შეურაცხყოფას ეძახით სტერეოტიპია? ქმარი ქალმა და ქალი ქმარმა ურთიერთ დასაკმაყოფილებლად ყველა მეთოდი უნდა გამოიყენონ და სექსუალურ ცხოვრებასში შეურაცხმყოფველი არაფერია,მე ვფიქრობ რომ ინტიმური თვალსაზრისით გაშორბის მიზეზებიდან 99 % სწორედ ამ მიზეზით ხდება ,ქმარს თუ ვერ აკმაყოფილებ მხოლოდ იმ მიზეზით რომ სტერეოტიპებს ვერ ამსხვრევ გიღალატებს ქმარი რა გააგასაკვირია
20:46 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დდდდდ
დარწმუნებული ვარ,იმ ქალბატონების უმრავლესობა რომლებისთვისაც საკუთარ საძინებელში მეუღლისთვის მინეტის გაკეთება უღირსობაა....სიამოვნებით აკეთებენ თავის უფროსთან სამსახურში ან მის ავტომობილში...ჯობია ქმარმა ბავშვების პურის ფული აიღოს და ბოზებში წავიდეს....
22:21 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
nitanita
მაგის გამო ოჯახის დანგრევა რა დებილობაა მართლა დებილი ხარ ქმარი თუ გიყვარს ჯერ კარგი საყვარელი უნდა იყო ქმრის და რასაც შემოგთავაზებს უნდა მიიღო,თუ არა და სხვისგან მიიღებს.ხვეწნას არ დაგიწყებს ნამდვილად
01:29 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS