05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ქეტინო
იქნებ სჰენმა ქმარმა ცჰატვალა რომ ცოლტანაც სჰეიდზლებოდა ასეტი მოქცევა,გიჯივიტ გამოქცევას ჯობდა ნორმალურად დალაპარაკებოდი,გეტქვა რომ ამას არ დაეტანხმებოდი არასოდეს და მერე მისი პასუხის მიხედვიტ გადაგეწყვიტა-- ტუ გიყვარს და აპატიებ იქნებ იმაზე მეტადაც სჰეუყვარდე ვიდრე მანამდე უყვარდი და ყველანაირი პრობლემები აირიდო ტავიდან
20:23 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მწარე
ამ გოგოს პოზიციაზე ვიყავი სანამ გავთხოვდებოდი. დაჟე ქმრისთვის ნიშნობამდე ნაკოცნიც არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ ნებისმიერი სურვილი ავუსრულო საწოლში და მე ვასიამოვნო ვიდრე გვერძე იაროს.
20:10 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ევა
ვისთანაც ლოგინში ყველაფერი მოსულა ისევ იმან აკეთოს მინეტი, ამ გოგოს არ უნდა ასეთი სიბინძურე და რა ქნას
19:56 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ეგ მართლა დიდი |შეურაცყოფაა ნორმალური ქალისთვის, ძალადობაზე რომ გადმოვიდა ეგ არის საშინელება ისე რომ ეთქვა და უარი გეთქვა და მანდ დამთავრებულიყო კიდე ჰო, ერთი შანსი კიდე მიეცი თუ ისევ გიყვარს
19:55 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეგ არაა პრობლემა, დაფიკრდიი, მარტო საყვარლებსჰი არ ხდება, ცოლკმარი ერტმანეტისტვის საყვარლებიც, მეგობრებიც უნდა იყვნენ , მასჰინ სხვა კალტან არ წავა , ეგ არაა სჰეურაცყოპა
19:37 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რა სისულელეა ამის გამო დაშორება საწოლში ყველაფერი მოსულა ცოლ-ქმარს შორის ამორალური შენი საქციელია ცხოვრებას უფრო მსუბუქად შეხედე არავინ არ გაძალებს იმის გაკეთებას რაც არ გინდა
18:36 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS