05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
პიმპილი
იქნებ გამოგცადა და ტვიტონაც გაოგნებულია ოჯახი არ დაანგრიო კველასტან ნუ ილაპარაკებ დედას არ დაუმალო და ოჯახი ჰეინარცუნე კეტილის მსურველი.
23:59 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
hheidzleba gamoqcada tu akvebodi .ojaxi ar daangrio mosinje da apatie . kvelas ar moukve . deda gagigebs da ar daumalo .herigdit.
23:53 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სასწრაფოდ შერიგდი,ოჯახის დანგრევა ადვილი არაა,თან ეგ მიზეზი არაფერია.მიუღებელია და ნუ გააკეტებ.ხომ ხედავ აღარ გაძალებს
23:25 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუსი
ეს გოგო მგონი ნორმალური არ არის. დედა, რა უკადრებია?!
23:23 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო
ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს მართლა არ ღირს ამის გამო ქმარს დაშორდე თუ ასე მიუღებელია ეს შენთვის გასაგებად აუხსენი და ამით მოაგვარეთ,საერთოდ თუ გინდა ამის გასაკეთებლად შენი ქმარი სხვასთან არ წავიდეს ყველაფერი უნდა დაუსშვა სექსში
22:53 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კომენტარი
იქნებ ერთი შანსი კიდევ მისცე.ძნელია ოჯახის დანგრევა
22:00 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
1
Martla Ra idiotka xar vigaca.
21:17 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
Ra sisulelea col qmars shoris ramis akrdzalvebi da shezgudvebi.magis gamo rato unda dashorde
21:14 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
"რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?" - ეს არის შენი არასწორი წარმოდგენები ურთიერთობებზე. უბრალოდ ძალადობა არ შეიძლება, თორემ აქ არაფერია ისეთი, რომ გაგიკვირდეს.
20:48 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნ
მე გირჩევთ ოჯახი არ დაანგრიოთ ამის გამო.ამორალური ცოლ ქმარს შორის არაფერია,კომპლექსებისგან უნდა გათავისუFლდეთ.მაგრამ ძალადობა რათქმაუნდა შეურაცხმყოფელია
20:43 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS