05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
კატო
თუ მიუღებელია აუხსენი და დაელაპარაკე ამ თემაზე. ამის გამო ოჯახის დანგრევა მეტისმეტია.. თან არაფერი ისეთი არ არის ეს, შენ თუ ასეთი მწვავე რეაქცია გაქვს უნდა აუხსნა.
03:26 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
რა გინდა ახლა რას იტხოვ,ბარაქალა შენს ქალობასო გიტხრათ? აი ,კლდემამოსილი ქარტველი ქალიო ? ამას ელოდები? ვაი შენს პატრონს! საზიზგრობა რომ გგონია ქმრის სხეულზე ალერსი :D ან ასეთი საზიზგრობა რა აქვს ასე გძულდეს, ასეტი ბინძურია? ვაი შენს პატრონს მართლა ... ქმარს ველარესები ყველგან და მეალერსება ყველგან ღმერთმა დამიფაროს მქონდეს სხეულის ისეტი ნაწილი სადაც ჩათვალოს რომ საზიზგარი ვარ
00:54 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
საწყალი შენი ქმარი შენს ხელში
00:50 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ჰმ.. რას გეხვეწება ნეტავ, ბნელო :D რა უკადრებია! ნწ,ნწ
00:49 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
saaliii
ოოო,...ეტყობა იმნაირი ეგონე:))უიმეე
00:36 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ტყუილი და ღალატი არ არის შეურაწმყოფელი და ორალური სექსი არის? ეს არასწორი სექსუალური განათლების ბრალია, ქართული მითი - პატიოსნება იზომება ქალწულობით და ქმართან ტრადიციული "წესიერი" სექსუალური პოზებით.
00:24 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არ შერიგდე!
00:13 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
...
ბუჰჰეჰეჰეჰეჰე
00:12 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
შტერი ხარ. არ გყვარებიაა.
00:10 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ძირს კომპლექსები
გონებაჩლუნგები, გონებაჩლუნგები ევრივეა
00:03 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS