05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ლევანი
პირველ კომენტარს ნაწილობრივ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალადობას ქონდა ადგილი, თან აწუხებს. არ ვიცი შენი გადასაწყვეტია აპატიებ თუ არა. მშობლებს უთხარი რომ გიღალატა ან დაგარტყა. თუ პირდაპირი მუქარა არი პოლიციას მიმართე.
12:30 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
elo
არ არსებობს :D ეს რა დებილია
12:23 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ღმერთო ჩემოოოო
11:57 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
შვილო შენ დებილი ხარ? აბა ბოზებში იაროს? კაცს მოწონს და.... დამიჯერე შენც მოგეწონება. რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და მიუღებელი? ვინ გითხრა რომ ეგ საზიზღრობა და უზნეობაა? ვაი საწყალო!!!
11:46 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
შვილო შენ დებილი ხარ? აბა ბოზებში იაროს? კაცს მოწონს და.... დამიჯერე შენც მოგეწონება. რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და მიუღებელი? ვინ გითხრა რომ ეგ საზიზღრობა და უზნეობაა? ვაი საწყალო!!!
11:46 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეკკო
ვაიმე დედიკოოოოოოოოოოო ეს რა უთქვამ იმ საზიზღაrs qmaria shvilo kuchis macancala xom ara ??? magis gamo dashordi ? tu ase magrad gagityda agetexa isterika da gaigebda ojaxi magis gamo ram dagangrevina ver xar shen normashi .... da kidev mashin nu icucunebdi sxvastan ro gaikceoda sakartveloshi ro umravlesoba mamapapurit "anebivrebs " kmars imitomac gakvt sayvarlebis mocharbeba ojaxshi........
11:33 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თ_ა_თ_ა
ეს გოგო ნორმალური არ არის :D :D
11:18 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Astro_Pilot
აუ რა უაზრო გოგო ხარ,თუ საკუთარი ქმრის სასქესო ორგანოები გეზიზღება რაღად გინდა კაცი საერთოდ. შენი ქმარი წესით არ უნდა გეხვეწებოდეს ასეთ უაზროს.
11:01 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკრო
როცა სიყვარულია და ადამიანი გიყვარს, მისი ყველა ორგანოც გიყვარს.. მეც ვერ წარმომედგინა კაცითან ორალური სექსი როგორ უნდა მქონოდა, მაგრამ ჩემი ქმარი ისე მიყვარს, რომ ამის პრობლემა სულ არ ყოფილა, თავისთავად ხდება ეს ყველაფერი.. როგორც ქალებს გვიყვარს მოფერება და ალერსი, ისე კაცებს ... ცოქმრის უმეტესობას არასწორი კომუნიკაციის პრობლემა ხშირად აქვს, რაც ერთერთი მნიიშვნელოვანი ფაქტორია მათი სექსუალური თუ ოჯახური იდილიისთვის..
09:42 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nila
Kaloo aba ra pexebad unda coli sarecxs sxvebic chechkaven anu minets rkebi girchevnia????
03:36 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS