05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
გიგა
ვაი შენს პატრონს!!! შენნაირი ხისთავიანების გამო გადაჯიშდა ეს ქვეყანა ! :X
18:21 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Shokiaaa ra xalxooo.mesmis sheni chemo kargo magram mshoblebs da axlobela ver umxel da aq ram gatqmevina roca yvela ver gaigebs shens problemas tu rashia da gadaqqolaven.midi da gaarkvie shens meugletsan mashin ratom mouvida es ese iecrad tavshi azrad da exa ratom geubneba rom agar gakadrebs.ra moxda mashin da exla ra sheicvalaa.aq azri ar unda gekitxa,magram me mainc mesmis sheni
16:34 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
აუუ
რა ვიცნინეეე
15:54 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზ II
მარიკა, სამწუხაროდ ტიპიური დებილი ხარ. :)
15:12 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
ნუ ჩაქოელთ ეს გოგო და ნუ ეძახით გაუნათლებელს,გაუნათლებელი მაგის ქმარია როცა წყვილს შორის ამაზე საუბარიც არ ყოფილა და ერთმანეთის სურვილები არ იციან ესე მიხვიდე და მოთხოვო არასწორია,დააშინა და გააქცია,მითუმეტეს ახალი მოყვანილისთვის,ჯერ გაეგო ამ ბიჭს მიეყვანა საქმე იმ დონემდე იქნებ ეს გოგო თანხმდებოდა,აი ესაა გაუნათლებლობა მარტო პორნო საიტებზე რომ იღებთ განათებას რამდენს გეტყობათ აქ?არ უნდა და არ ირებს ზოგი საკუთარი შვილის ნაჭამს ან იმის კოვზს არ ხმარობს და იმას ხომ არ ნიშნავს რომ არ უყვარს არა? ნუ გამოხვედით დიდად სექსში გარკვეულები დაა ძაან პრადვინუტები.იმიტომაა ამდენი ავადმყოფოფბა რომ ჩნდება კაცებს ის გირჩვენიათ პრეზერვატივების ჩამოცმა დაამუღამოთ დაიტანჯენენ ქალები აბორტების კეთებით.
15:10 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
natali
Es aros seqsualuri ganatlebis dabali done saqartveloshi,ra sachiroa skandali?ar mogwons gashirdi,mogwons darchi,mravalperovnebas araperi ar jobia chemo Kargo,yvelaperi wtvilis molaparakebis gagebis da ndobis sakitxia.rac sheexeba sheurawyopas,sheurawmyopels verapers vxedav,ai.dzaladobis ra mogaxseno.rirdapir rom pexi.dakari da.wamodi dalaparakebodi,shansi.migeca.
14:01 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
არ ქნა მაი....
ქართული ჩიხტიკოპი დაიფარე,ქმარს კიდე ჩოხა ჩააცვი,სექსის დროს...თან სახეც ისეთი მიიღე,ვითომ არ გინდა,და მხოლოდ შთამომავლების გამრავლებისთვის აკეთებ ამას....ქართული გენის გადარჩენისთვის.....აპა რავა,შე ქალო.ქართულ ხალხური,ეროვნული სექსი თუ გადაარჩენს დღეს,გაევროპებულ საქართველოს.....აბა შენ იცი....
13:53 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რატომ თხოვთ ყველას თინა მახარაძეობას?
13:16 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
აკაკანდნენ 22-ე საუკუნის ქართველები! და თქვენ თავად მოგეწონებოდათ,მაგის მერე თქვენი მშობლები რომ მოსულიყვნენ და ნამძინარევზე მაგრათ ჩაეკოცნეთ??? ფუი...მეორედ მოსვლა დაიწყეს,რა...
13:15 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
აკაკანდნენ 22-ე საუკუნის ქართველები! და თქვენ თავად მოგეწონებოდათ,მაგის მერე თქვენი მშობლები რომ მოსულიყვნენ და ნამძინარევზე მაგრათ ჩაეკოცნეთ??? ფუი...მეორედ მოსვლა დაიწყეს,რა...
13:14 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS