05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
აჰაა
შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი,___ქმარს თუ ღალატს პატიობ ამის მერე არ მიკვირს მინეტზე უარს რო ამბობ..რა საზიზღრობააოო რო აბმობს მისი სხეულის თითოეული ნაწილი უნდა გიყვარდეს ეს ყველა მამაკაცს უნდა,და აუსრულე და არც გიღალატებს
22:50 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
m
საზიზღარია ზოგი კაცი,ფუფ რა მეზიზღებიან,მზარავს!ძალიან კარგი,საზიზღარი კაცის გვერდით არავინ არ უნდა გაჩერდეს.
22:40 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი დედა
რა დებილი ხარ ქალო ვიღაცა ხარ? 25 წლის ქალი რო თხოვდებოდი, არ იცოდი რო მაგასც მოგთხოვდა? აბა რა გინდოდა? მარტო ლოყაზე ეკოცნა? მერე რატო გაიჩინა კაცმა საყვარელიო? იმიტომ გაიჩინა, რო შენნაირი დებილები სხვას უთმობენ ქმარსაც და სიყვარულსაც. ცოლქმარს შორის სასირცხვილო არაფერია და ყველაფერი მოსულა გინების და ცემის გარდა.
22:40 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
მახარაძე შენც მინეტის მოსიყვარულე ხარ და მაგ ცოდვით გატაროთ ღმერთმა.თქვენი გვარი და ჯიში.ცდილობ წერილების შერჩევით გაამართლო მინეტი.თქვენი შვილებიც დაიბადებიან გენეტიკური მოთხოვნილებით.და ეშველებათ ქართველებს,ამ გაჭირვებიდან გამოსავალი იქნება.(პანელზე მდგარი ქალების 10% აკეთებს ამას.დაბეჭდე ღორი...ო
22:14 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
jale
რატომ გონიათ რომ თუ ქმარმა ან ცოლმა მინეტი შემოგთავაზათ ეს დამცირებაა სულაც არა აბა ის არის კარგი რომ ცოლთან მოვალეობის მოხდის გამო წვებიან და სიამოვნებისთვის სხვა ქალთან მიდიან?თუ ცოლ-ქმარი სექსში ერთმანეთს გაუგებენ დამიჯერე ყველაფერი კარგად ექნებათ ცხოვრებაში და უბედნიერესი წყვილი იქნებიან
21:59 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ana
ელენე აქ ყველა ეკლესიური არ არის და არც ქრისტიანი ასე რომ ნუ გამოეკიდებით ვნების კვირას თუ შეიძლება ;)
20:59 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კოტე
საოცრებაა თუ ეს მართალი ისტორიაა....ორალური სექსი არის ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრების, ძალიან ნორმალური აქტი, და ეს არც შეურაწყოფაა და არც უპატივისმცემლობა! ცოლი და ქმარი, ინტიმურად ძალაინ გახსნილები უნდა იყოთ ერთმანეთთან....აიი რომ ამბობ ღალატვ ვაპატიებო:) აბა ეგაა ნორმალური? გირჩევნიათ წავიდეს და სხვასთან ქნას ეგ? არ ჯობია ერთად ისიამოვნოთ და ერთმანეთთან კონFორტულად იყოთ, არანაერი ღალაატის და ბოზების გარეშე?? შეურაცყოფა არის ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი...დაჩაგვრა, დამცირება...აიი ქმარი რომ ეზოში ზის, არაფერ აკეთებს და ცოლი რომ მუშაობს მაგალითად. წყვილებო...ელაპარაკეთ ერთმანეთს! გაუმხილეთ თქვენი ინტერესები...ისიამოვნეთ ცოლ ქმრობით! ....თუ მართალი ისტორიაა ეს, მაშინ მარიკას ურჩევ სასწრაფოდ დანრუნდეს ქმართან! ოჯახის დანგრევა ამის გამო აბსოლიტური სიგიჟეა:)
20:17 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რომანი
ასე გვინდა ევროკავშირში შესვლა ? :დ
20:01 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ბეჩუნი
ეს როგორ გაგიბედა ჯაბა უბედურმა!ოხერი და მუდრეგი ეგ!აწი რომ მოვა უთხარი თუ კარგია შენ თვითონ გამიკეტე მი...ტი თქო! უყურე იმას შენ!
19:25 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ამ ვნების კვირაში ვინმეს მოგივიდათ აზრად,თავად უფალი რა აზრისაა ამაზე,ენად რომ ხართ გაკრეფილ-მაქილიკებლები????
19:23 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS