05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
მზექალა თურაშაული
უიმეეე მამიკვდეს თავი ეს რა უკადრებიიააა,უკვე გაბოზდიიი??
02:05 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
.
და რა დაწერა ეხლა ჟურნალისტმა ახალი? კაცმა შეთავაზა, ამას თუ არ უნდოდა, მკაცრად ეთქვა და ეგ არის.რა შეურაცხყოფა, რის ტრადიცია. აქ ვიღაც "hiugo555" ზღაპრებს წერს, ჩეჩნები, დაღესტნელები და აზერბაიჯანლები ამას არ აკეთებენო, გეგონება თავზე ადგას, ჩუმად ვინ რას აკეთებს. ისინი რომ ცოლებს აკადრებენ, ქართველი ქალების 90% ვერ აიტანს. ამას არც ბევრი ევროპელი, ან ამერიკელი აკეთებს, არც ინგლისელი და ქართველი. ეს შეთანხმებით ხდება. რა არის ამაში პრობლემა და შესაშფოთებელი. თუ ვინმე აიძულებს, ასეთ თუ სხვა საქციელს, ეგ უკვე ძალადობა და ისედაც ოჯახის დანგრევის წინაპირობაა. მოკლედ, ბუზისგან სპილოს ნუ ქმნით.
01:55 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
აუ რა გამაღიზიანებელი გოგოა. ვერ ვხვდები ორალური სექსი რატომ აღიქმება კატასტროფად ზოგიერთი ადამიანისთვის.ცოლ-ქმრის სექსუალურ ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები და ბარიერები! რაც უფრო მოწესრიგებული და მრავალფეროვანი ინტიმური ცხოვრება ექნებათ,მით უფრო მყარი იქნება ოჯახი და მით უფრო დაბალი იქნება ღალატის ალბათობა.
01:51 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯფჯ
ფუ რა ბანძი ქალი ხარ. და შენი ქმარი ხომ უბანძესია შენნაირი რეგვენი ქალი რომ მოიყვანა ცოლად.
01:51 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
პეპი12
შოკში ვარ, ქართველო კაცებო კი არა, ვაი ქართველო ქალებო,ღალატი და ტყუილი რომ გირჩევნია, ეს იმის ბრალია 25 წლის რომ გათხოვდი და დღესაც გაუნათლებელი ხარ, ხალხო აიღეთ ხელში წიგნები და განათლლდით ცოტა, სად რა გაქვთ რას რა ქვია, რა რა არის და ა.შ, შეურაცხყოფა კი არა ძალიან ძალიან მაგარი ქმარი გყოლია, უყვარხარ და საყვარელ ქალთან უნდოდა იმის გაკეთება რასაც სტერეოტიპულად "ქართველი კაცი ვერ აკადრებს ცოლს და სხვასთან აკეთებს" ჯობია შეურიგდე და განაგრძოთ ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი სექსით, და კიდევ კომენტარებში რომ იწყევლებით, აქ ცოლქმრის ურთიერთობაზეა საუბარი 2 ადამიანზე რომელიც ერთმანეთს ეკუთვნის, და არა სიძვაზე. ასე რომ ქართველო ქალებო გამოფხიზლდით, არაა აუცილებელი თქვენი ურთიერთობა გამოფინოთ და გაასაჯაროვოთ, იყავით თავისუფლად და თამამად მეუღლეებთან და ნუ აიძულებთ ისინი სხვაგან წავიდნენ, აი შენ კი დააფასე შენი ქმარი.
01:37 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მალფოი
ეგრა გაკადრა სასამართლოში უნდა უჩივლო :D
01:35 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
ეს უეჭველი ჩაცმული ბანაობს :))) მაგარი იდიოტკა ხარ შე საცოდაო შენა მაგრამ არაუშავს!! დარწმუნებული ვარ შუქს აქრობ სექსის წინ ან კიდე ქმარს ეუბნები თვალები დახუჭე უნდა გავიხადოოო
01:34 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი შენს პატრონს
ეს რაგაკადრა სასამართლოში უნდა უჩივლო :დ
01:33 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხუცა
ეს არის სოდომური ცოდვა, თუ ვაბშე სიმართლე გაინტერესებთ...სულები არ დაიღუპოთ,გადაირჩინეთ სულები.იცოდეთ მერე ძალიან გვიან იქნება.
01:33 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
გენაცვალოს დეიდა მე გირჩევ რომ ტვინზე გაესინჯო.ან გაუმხილო შენებს იქნრბ შენნაირი ჩლუნგები არ გამოდგნენ და აგიხსნან რომ ეს სირცხვილი და შეურაწყოფა არაა.ვაი სშენს პატრონს საცოდავს მერამდენე საუკუნეში ცხოვრობ მარიკუნაა.ხიხიხი
01:32 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS