05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ანიანი8
დედაააა გადავირიე რააა. არ მწგონა დღეს კიდევ თუ ხდებოდა ასეთი ფაქტები :D ჯერ ერთი ამ სტატიის რესპოდენტი რა დონის ჩლუნგია... ანდა რა არის იმაში გაადაკვირი ქმარს თუ მინეტს გაუკეთებ მე ძალიან არ მესმის. მაგრამ კომენტარებმა საერთოდ გამომაშტერა მაუბუქად რომ ვთქავა. Hiugo555 შენ რორმალური ხარ? რას ჰქვია გენწტიკურად მინეტის მოთხოვნა? ცუდად ხომ არ ხართ ხალზო, ამდენი გაუნათლებლობა, ამდენი სიბნელე, ამდენი სტერეოტიპები და კომპლექსები რომ გვაქვს იმიტომ გვაქვს საქმე ასე ცუდად. დედააა ზოგი რა ავადმყოფი ტვინით დადის :/
03:56 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
aboiee
მეცოდება შენი ქმარი.... რის გულისთვის გაექცა ცოლი ))) კაცი აგონიაში იქნება აშკარად.....
03:26 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვშპუ
ტყუილი და ღალატი აპატიე კი ჯობს, ეგენი არაფერია. მინეტი როგორ შემოგთავაზა მა მაიმუნმა, მა სექსუალლურმა მაგან.
03:24 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნე
მხოლოდ ერთს გეტყვი შეურიგდი და შეიყვარე
03:21 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
შენ კარგად ხარ?! მერე რა?! მინეტი, რა თქმა უნდა,უნდა გაუკეთო.. რაა ამაში ამაზრზენი?! მაშინ ტუჩებშიც არ აკოცო და შენზეც არსად აკოცნინო. ორგაზმი არ განიცადო, თორე ბოზი იქნები.. როგორ შეიძლება :D რას შტერობთ, გავგიჟდი! საწოლში ისე უნდა იყო როგორც გისწორდება! შეურაცხყოფა?! საიდან გაქვთ ასეთი დებილი აზრები!!
03:10 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
არც კი ვიცი რა ვუწოდო ქალს რომელსაც არ აქვს გართულბა ტყუილზე და ღაატზე, სამაგიეროდ სექსის შემოთავაზებამ აღაშფოთა.25 წლისაა თუ 75-ის? ძალიან ტეხავს, ადამიანს რომ თავისი მეუღლის გენიტალიები ეზიზღება და ა.შ. ისე იმ ტიპს კუნილინგუსით უნდა დაეწყო და იქნება მოსულიყო აზრზე ეს საწყალი...
02:31 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
:) +++
აუ ბეჩუნი მაგარი კაცი ხარ. უყრე იმას შენ! ეგ ოხერი და მუდრეგი ყოვლად გათახსირებული ჯაბაია უბედური :)
02:28 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მერე ოჯახის დანგრევის და გაქცევა გამოქცევის გარესჰე რომ გეთქვა უარი და დალაარაკებოდი მეუღლეს არაა?? აუცილებელია შენი და შენი ქმრის ინტიმური ურთიერთობის შესახებ სრულიად საქართველომ გაიგოს??? თუ შენ გვაჩვენებ თავს უფრთო ანგელოზად??
02:28 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Katherine
გიყურებთ, პოსტებს და კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები, რომ ერთი დიდი საცოდაობაა მთელი საქართველო. მართლა მეცოდებით. ნათესავების აპკებს და პირებს ხართ გამოკიდებული. მაგიტომაცაა, რომ არავის საკუთარი ცხოვრება არ გაქვთ. სხვებს მისჩერებიხართ პენისზე და ვაგინაში, ვინ ვის როდის გაუხევს და ვის როდის გაუკეთებს მინეტს ცოლი.
02:16 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ომგ
სექსში ყველაფერი შეიძლება რაც ჯანმრთელობას არ ავნებს. ქმარი გიყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც და მაინც პირში რომ არ ჩაგთხაროს არაა??
02:07 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS