05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ციცინო
ერტი ანეგდოტი გამახსენდა.სვანი გატხობდა და პირველ გამეს კმარი მოკლა.რომ ეკიტხებიან რატომ მოკალი კმარიო,ის პასუხობს:სვანები სისხლიგვრას არავის სჰევარცჰენტო.
16:15 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათ
იყავით სექსში თავისუპლები,და იქნებით ბედნიერები,სექსის გარეშე ოჯახი და ურტიერთობები ნულიაააა,როცა სექშI ეწყობი პარტნიორს იქ ყველაფერი კარგად იქნება
16:09 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
თქვენ, ყველას გაგახსენებთ, ვინც ამ ქალს ამტყუნებთ, რომ კაცი ძალადობაზე გადავიდა.შეიძლება უბრალო შეთავაზებაზე სახლიდან არ გაქცეულიყო.ჯერ ერთი, და მეორე ახლად შერთულ ცოლს ამას რომ ეტყვი,თან არ იცი ამაზე რა რეაქცია ექნება, ძალადობ კიდეც,სწორი საქციელია?იქნება ეს კაცი გაგემტყუნებინათ. მოძალადესთან არც ერთი ქალი არ უნდა დარჩეს.ხალხო,ვის ამართლებთ,კაცმა გაუპატიურება დაუპირა თანაც გაუკუღმართებულუ სექსით.
15:56 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო ნინო
სექსი-ორალური სექსის გარეშე არის წიგნი ფურცლების გარეშე.......
15:52 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გაიხარე გენაცვალე, შენს პატიოსნობას სა სინდის ნამუსს ვენაცვალე, ქალი შენ ყოფილხარ, და არა ბოზი. ოჯახი რომ დაგენგრა არ ინერვიულო ეს ოჯახი არ ყოფილა, ბოდიში და ბორდერიდან ხომ არ იყავი გამოსული. მიყვარხარ. მეც ყველაფერს ვაპატიებდი ჩემს მეუღლეს მაგის გარდა. გაიხარე, ნუ ინერვიულებ ამაყიც კი უნდა იყო რომ ამისთანა სისაზიზღრე არ მიიღე. ეს სიყვარული არ არის აღვირახსნილობაა და მასხარად აგდება. ვინ ამას გირჩევს არც ისინი არიან პატიოსანი სულისანი. უფალს ებარებოდე. შენ გაიმარჯვე ბედნიერ მომავალს გისურვებ შენ კეთილ პატიოსან კარგ მეუღლეს იმსახურებ, უფალი არ გაგწირავს. აღარ ინერვიულო თქვენებს კი უთხარი იმ არამზადას შესახებ. იმედია ასეთი აღზრდილი შვილით იამაყებენ.
15:26 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
დათო
საწოლი არის ადგილი სადაც არ უნდა არსებობდეს კოდექსი, მთავრობის დადგენილებები და მინისტრის ბრძანებები, იქ თავისუფლებაა, არ არსებობს დადგენილი წესები იქ მხოლოდ სიამოვნების დუეტი უნდა იყოს. იმ ლოგინში სადაც მელოდება საყვარელი ქალი და ვიცი რომ ყველაფერი იქ არის, სულიერი და ხორციელი სიამოვნების ექსტაზი, სხვაგან წამსვლელის დედა ვატირე მართლა. PS. ერთის წესი აქვს საწოლს რაც იქ ხდება იქვე რჩება.
15:24 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
მე მგონი ეს პოსტი სიცრუეა და უბრალოდ ავტორმა დადო მხოლოდ იმის გამო რომ აინტერსებს მასა რას ფიქრობს და კომენტარებს გადავხედე მასა თურმე მინეტის მკეთებელი ყოფილა ანუ 99 % მინეტს ჩვეულებრივ მომენტად აღიქვამს ცოლქმრულ ცხოვრებაში.მე ფიქრობ ლოგინში თავად გადაწყვიტოს ადამინმა და დაუდგუნის საკუთარ თავს წესები(ისე ფანტაზიებს გასაქნს თუ მისცემს ადამიანი შეიძლება მესამეც და მეოთხეც დაიმატოს ლოგინში)
14:36 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
SEXotherapia
ეს რას წერენ ნერვები მეშლება რა, ჯერ მინეტის კეთება სპერმით პირის ამოვსებას რატომ ნიშნავს? ან შეურაწყოფას ქალის?? ძუძუებზე შეიძლება შეხება უკაცრავად?? მე სხვა რამ წავიკითხე უარის მერე ძალით სცადაო? ამაზე არ გაამახვილა ყურადღება არავინ, ეგ არ შეიძლება ძალდობა და მერე მინეტი, უცხო იყო მიეჩვეოდა,მინეტოს კი არა სექსის შიში აქვთ და ხელს ვერ კიდებენ ეზიზღებათ და ეშინიათ... მაგრამ ცოლმა ქმარს მინეტი გაუკეთოს დაინგრა ქვეყანა და ბუჩქებში და სად აღარ ლოღვნა და წოვა არაფერი ხო??. აქვე დავსძენ რომ სპერმა იმაზე სტერილურია ვიდრე ენა ტუჩები და სხვა ნაწილი სხეულის,სხვა დანარჩენი სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით და ნუ განიკითხავთ ერთმანეთის მიმართ..
14:27 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
ვაი შენს პატრონს, რისი გულისთვის ანგრევ ოჯახს და იბანძებ თავს? ხმამაღლა არავინ აცხადებს მაგრამ ყველას აქვს თითქმის, ასე რომ ნუ ხარ გოიმი
11:34 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Love
Binzur Bozebhi Wasvla Oralis Gulistvis Haven 10 welia eŕad vart daorali gvaq koveldge are bednierad vcxovrobt ugalatod Mine to xo moferebaa moeferet qmrebs ar inanebt Minetis Gareshe sexqsi nolia o 69
22:54 / 16-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS