05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ადეკვატირ ადამიანი
ეგ არის საქართველოს ძალიან დიდი პორბლემა, რომ არასწორად წარმოგვიდგენია კაცსა და ქალს შორის ურთოერთობა. ჩვენთან მოსულია რომ კაცმა ქალებში უნდა იაროს, მაგრამ მთავარია ცოლთან ზედმეტი არაფერი მოუნდეს.ორალურ სექსში არაფერია ცუდი, მით უმეტეს რომ ცოლ-ქმარმა ამით შეიძLებ ადაუვიწყარი სიამოვნება მიანიჭონ. თუ კი ქმარს როგორც უცხო ადამიანს უყურებ და ამბობ "როგორ მაკადრაო?!", მაშინ სექსიც არ უნდა გქონოდა ამ ადამიანთან. სექსი ხომ პროსტიტუტ ქალებთანაც აქვთ და შენ ასეთი ხომ არ ხარ! ტანსაცმელი რატომ გაიხადე ამ კაცის წინაშე და შეხედვა როგორ გაგიბედა? ზუსტადაც რომ ცოლმა უნდა მიანიჭის ქმარს ისეთი სიამოვნება, რომ სხვასთან წასვლა არ უნდოდეს. ზუსტად ცოლი უნდა იყოს ქმირსთვის ყველაფერი, რომ მერე ამ ქმარმა სხვაგან არ დაიწყოს იმის ძებნა რასაც აკლებენ.
09:55 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დემოკრატია
მაშინ ზეწარი გადაიფარე ერთი ნახვრეტი გაუკეთე და აღარც დაინახავ საერთოდ ქმარს, სხვათაშორის ერთართ ქვეყანაში არის ასეთი პრაკტიკა, ოღონდ თავიანთ მორწმუნეებში.
09:50 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ბედნიერ
გადავხედე კომენტარებს და რა მაგარია, რომ საღად მოაზროვნე ხალხი ბევრად სჭარბობს "ეს როგორ გაკადრა, მიდი არ აპატიო" ხალხს ^_^
09:47 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
ხომ გითხრათ აღარ მოგთხოვო და შეურიგდით. ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს ცოლ-ქმარმა, ორივეს უნდა სიამოვნებდეს რასაც აკეთებს, არაფერი არაა ამაში სასწაული და აღსაშფოთებელი. შერიგდით და თუ კიდევ ვერ შეთანხმდებით მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.
09:46 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მეც ვეთანხმები უმრავლესობას. ცოლ ქმარს შორის სექსში ზღვარი არ უნდა არსებობდეს, უნდა გააკეთოთ ის რაც ორივეს გსიამოვნებთ. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ არც ქმარი გიღალატებს და არც შენ მოგინდება სხვა მამაკაცთან (თუნდაც ფანტაზიებში). იდეალური სექსი ნებისმიერ ოჯახს ამყარებს. არ არის აქ არაფერი სათაკილო და საწყენი, მითუმეტეს ოჯახის დანგრევის მიზეზი.
09:44 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანონიმუს
ჯერეგერთი ეგ რაც დაგემართა რას ამხელ ხო ?? ეგ შენი პირადული ცხოვრებაა.. თუ აპიარებ რამეს? ცოლი და ქმარი ლოგინის მესაიდუმლოები არიან. შენ მეგობრებს თუ ვერ უმხელ მაშინ მთლიან ფეისბიქს როგორ უმხელ?? ჩემი აზრით ვაფშე გამოგონილი თემაა ვიგაცა გოგოს მიერ
09:43 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჭიჭიკო
საქართველოშუ ამ ბოლო დროს გახშირდა ოჯახური წყვილების გაცვლა,რომელიც თითქმის აღარავის უკვირს,თურმე აგერ მინეტი გახდა განქორწინების მიზეზი,თუ ადამიანი გიყვარს,მაშინ მისი ყველა ნაწილი უნდა გიყვარდეს და არა მარტო ერთი,
09:43 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
......
გასაგებია ამ ადამიანის თKივილი და ჩემი აზრით ის კაცი ყოვლად გაუმართლებელია მაგრამ ერტის და ორის Gამო ყველას ნუ Aყენებტ შეურაწყოფას
09:42 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
უი ეს რა შეუთავაზებია.........
ყველაზე დიდი საზიზღრობა ისააა რომ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებ შენს ისტორიას....რა დებილობააა...ცოლ-ქმარი ერთმანეთს სადაც უნდა და როგორც უნდა ისე ეფერება....და თუ არ გსიამოვნებს ამის კეთება ნორმალურად აუხსენი ქმარს...რას დარბიხარ წინ და უკან
09:26 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
აუფ
Vაი შენ პატრონს ..... ყოჩაღ .... რა კარგი მიზეზი გიპოვია ოჯახის დასანგრევად. ცოტა მეტი რომ გცოდნოდა წყვილის inტიმურ ურთიერთობებზე ასეთი რეაქცია არ გექნებოდა... აბა რა ჯობდა მეძავს გაეკეთბინა და მერე შენთნ მოსულიყო? Aნუ ამართლებ სტერეოტიპს "ქართველი ვაჟკაცი ცოლს ყველაფერს ვერ აკადრებს"
09:20 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS