05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ვაი ვაი
მართლა ვაი შენს პატრონს. რას ბოდავ ქალო. წადი ქმარს მიხედე.
11:11 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
NINIA
ამან რო გაიგოს რითია გაკეთებული თავს მოიკლავს :)))))
10:55 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ამას რომ კაცი ცოლს კადრებს ის დასახვრეტია და მანამდე საშინლად უნდა აწამო.....იდიოტი
10:54 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰიოგო555 -ს პასუხი
რა ჩამორჩენილი ხარ, მინეტში ცუდი არაფერია. ამ ქალს კიდე არ ყვარებია სექსი და დაბალი დონის განათლება გაქვთ სექსზე, ცოტა წაიკითხეთ რამე. ან სარწმუნნოებას რატო რევთ ამ თემაში???? თუ სექსი მაქვს ქალთან იქ რასაც მინდა იმას გავაკეტებ და ათას ექსპერიმენტს ჩავატარებ.
10:51 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჩოიცოლი
მე მაგ საოხრეს ხელსაც არ ვკიდებ. პულს ვაძლევ ჩემ მეუღლეს რო სხვასთან აკეთოს ეგეთი უბედურებები.
10:44 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
საპირველ აპრილო ხუმრობა?
,, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო" ნუთუ არსებობს ქვეყანაში ასეთი ბნელი და ავადმყოფური მენტალიტეტის სეგმენტი! ის ქმარიც რა... რომ ეუბნება აღარ ,,გაკადრებო")))) სიყვარული არსად ჩანს ამ მონათხრობში. თურქული სერიალის სიუჟეტისთვისაც კი სამარცხვინოა ალბათ ეს შემთხვევა.
10:42 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
ვინც ორალურ სექს ემხრობით ცოლქმრულ ურთიერთობაში, დაგაჯვით თავზე, და მოგიტ....... ევროპა.ვენაცვალე ამ გოგოს, ღირსეული ადამიანი ყოფილა.
10:38 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლუციფერი
მაგას ცოლი გაექცა, მაგი სექსუალური კაცი :D
10:33 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლ
მაგარიი დებილი გოგოხარ ჩარჩენილი სოფლელი როცა თXოვდებოდი უნდა გცოდნოდა რო ეგაც ხდებოდა ცოლქმარს შორის ქმარი კიარა შენ უფრო გულისამრევი ხარ
10:31 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
დავიჯერო იმ მიზეზით, რომ ქმარი შეინარჩუნოს ქალმა ყველა მისი მოთხოვნა უსიტყვოდ უნდა შეუსრულოს??? ესეთი ინტიმური საკითხები ცოლ-ქმარმა თავად უნდა გაარკვიოს და ორივესთვის მისაღები რაც იქნება ის უნდა აკეთონ საწოლში///
10:31 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS