05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ნანა
:)) მარიკა, გირჩევ მშობლებს მოუყვე შენი "უბედურების" შესახებ და დედა და მამა დაგარიგებს, რომ ეგ რაც შენმა ქმარმა "გაკადრა" აბსოლიტურად ნორმალურია ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ამხელა აჟიოტაჟი 25 წლის ქალისგან უფრო სამარცხვინოა!!! მეცოდება შენი ქმარი... :)))) ხომ დაგპირდა აღარ გაკადრებო, ხოდა შეეგუე იმასაც, რომ წავა სხვასთანაც ..
11:50 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ტყუილს და ღალატს აპატიებს და აი მაგას ვერა...რა გეშველება...
11:47 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
იაკო
ისე რო ამბობ რომ ტყუილს და ღალატს ვაპეტიებო ძაან ცდები, ვერ აპატიებ, რაც სჰეეხება სჰენს გულის ტკივილს აბსოლიტურად გეთანხმები, ეგეთი რამის შემოთავაზება მეუღლისთვის ძაან უხეში საქციელია და რომ აპატიო უარესს გააკეთებს შემდეგში, ეგეთი ადამიანის გვერდში ყოფნას სულ მარტო იყო ის გირჩევნია, როგორ მოიშორო ეგ შენ უნდა იცოდე, შენ უფრო იცი მისი ხასიათი, რასმდენი მამაკაციც არსებობს იმდენი განსხვავებული ხასიათი აკვს ყველას,
11:47 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰუგო 555 ი ხარ თუ ვიღაც ეშმაკი
უნდა დაგიჭიროს კაცმა,და დღეში 5 ჯერ უნდა გაკეთებინოს კულუნგუსი...იქნება და გაბედნიერდე,და ბოღმიანი კომენტარების წერასა და წყევლას მოეშვა...
11:40 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
პატრი-ოტია იოსელიანი
თავის დროზე არაა ნაგულავები ალბათ ეგ ჩემისა და მაგიტომაც აკადრა ეს საზიზღრობა მის მეუღლეს.
11:30 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
xoAraa
XDD... eseti itioti cxovrebashi ar minaxia!! avtoro, cadi tavi moikali, sxva gza aragaq.... podumaesh, qmarma mineti mogtxova, aba is aris kai marto shen ro ixeb siamovnebas? :D mokvdeboti tu ra moxdeboda? cadi mshvidat daelaparake, utxaro rom cxovrebashi ar mogtxovos mineti))) mara iyavi darcmunebuli ro sxvastan cava mag siamovnebis gulistvis.... me ki mkidia sheni piradi da sexualuri cxovrebis problemebi, rogorc yvelas am postshi, mara, sheni tavi sheicode shteroooooooo!!! 25 clis ro gatxovdebi, da mineti ro gagikvirdeba)))
11:24 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ვაიმე რა დებილი ხარ
11:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დედაშVილობა
ძAლიან მაშფოთებს ახალგაზრდებო თქვენი აზროვნება...
11:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რას ბოდავ ქალო, ჯანმრთელად თუ ხარ. წადი ქმარს მიხედე ან ფსიქოლოგს მიაკითხე.
11:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
katus
შეურაცყოფილად იგრძენი თავი როცა ქმარმა ეგ შემოგთავაზა და მაშინ არ იგრძენი როცა საჯაროდ გამოაჭენე შენი პირადი პრობლემა?
11:14 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS