05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
პიერ
Ras gamoiqeci..djer gagesinja da mere getira..pirvelichirs tore mere vegar gagadebinebs piridan..shen ra ici xurma ra xilia patarav
13:38 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
შეშფოთებული
ორალური სექსი მქონდა ჩემს პარტნიორთან რამდენჯერმე. ცუდი არ იყო. პირიქით ზალიან სასიამოვნო იყო. მარა რა მაინტერესებს იციით ნეტა ფეხმძიმედ ხომ არ დავრჩი, რაგაც გულის რევის შეგრძნება მაქვს. მრცხვენია ჯერ ხომ გათხოვილი არ ვარ.
13:30 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
შენ შენი ქმარი გამოდის შერჩევით გიყვარს, მისი ზოგი ნაწილი გიყვარს, ზოგი არა. ხელები გიყვარს ფეხები არა, თვალები გიყვარს იღლია არა...:) თუ მართლა გიყვარს საზიზღარს არ უწოდებდი მისი სხეულის ნაწილს. და თუ ასეთი რაღაც შემოგთავაზა, შესაძლებელია რომ მიაგენი ადამიანს რომელიც რეალურად გცემს პატივს და უნდა შენთან გაიზიაროს ყველაფერი და არა ჩათლახებში იაროს. მე რომ კაცი ვიყო და მეუღლემ მითხრას მე მირჩევნია სხვა ქალთან წახვიდე ვიდრე ასეთი რამ მაკადროო, სულ რო 9 შვილი მყოლოდა მაინც დავშორდებოდი. თუ რამე არ მოგწონს ისტერიკები კი არ უნდა მოაწყო, უნდა განიხილო და შეთანხმდე რა გინდა და რა არა. საწყალი შენი მეუღლე, 3 წელი დადიოდით და ერთმანეთი ვერ გაგიცნიათ იმ დონეზე რო გულახდილები იყოთ ერთმანეთთან...
13:26 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
იმდენი რეკლამა გაუწიეს ამ ორალურ სექს ტელევიზიით თუ პრესიდან დაინტერესდა ის ხაშურელი ბიჭი ნეტა რანაირიაო და შესთავაზა ცოლს. რა მოხდა მერე .. ინტერესიანი კაცია რას ერჩით
13:18 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგა
შენ თუ ოჯახი არ გინდა ეგ თქვი და თუ ორალური არ გინდა მაგის თქმა სახეში გარტყმის და სახლიდან წამოსვლის გარეშეც შეიძლება.
13:17 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
და რა არის ამაში შეურაცმყოფელი ? ადამიანის ყველაზე ბინძური ორგანო პირია, ეს ისე ცნობისთვის და არა სასქესო ორგანო. ტუ ქმარი გიყვარს მინეტიც უნდა გაუკეთო და არც არაფერიარ უნდა შეგზიზრდეს. მერე დადექი და იწუწუნე ვაიმე მიღალატაო. ვაი შენს პატრონს უბედურს, ვერ გაიგე ჯერ რომ ცავიდამუშა-გლეხური სექსის დრო
13:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
OMFG
ღადაობთ? სექსის დროს თუ თავი შეიზღუდე რამენაირად ეგ სიამოვნება აგარაა და მოვალეობის შესრულებაა... და პარტნიორი კაცი/ქალი რომელიც ვერ გაიგებს შენ თხოვნებს უნდა დაახვევინო... პროსტო რამდენად ტვინშეკრული უნდა იყო რომ შეყე გამოყე იყო საწოლში. წავიკითხე ასევე სიბინძურე... რავი შენი ქმარი თუ არ ბანაობდა სხვა საქმეა... :D სიბინძურე ეგ აზროვნებაა როდესაც ქმარს ღალატს პატიობ და შენ კიდე არ აკმაყოფილებ მას საწოლში... წავიკითხე კომენტარი ყველაფერს ვაკეთებ რომ ჩემი ქმარი ვასიამოვნოოო, რა სისულელეა, მანაც იგივე უნდა გააკეთოს... რა დაგვემართა ქართველებს როდის აქეთია საკუთარ ლოგინის ამბებს ვყვებით და როდის აქეთია კაცს აუცილებლად საყვარელი უნდა ყავდეს... OMFG!!!
13:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰაჰა
:D გამეცინა და რა ვქნა. აუხსნას, რომ არ შეუძლია, ან ცოტა დააცადოს და იქნებ მერე შეძლოს. რა პრობლემაა არ მესმის. რას ლანძღავთ თქვენ კიდე,ზოგი მიისწრაფვის ორალური სექსისკენ, ზოგი - არა :D
13:14 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი დედა
მაგრები ხართ. აუ კომენტარებზე ვიცინეეეეეე. 25 წლის ქალი რო თხოვდებოდა, რა ეგონა, მარტო ლოყაზე აკოცებდა? მერე უკვირთ, საყვარელი გაიჩინაო. გაიჩენს აბა რას იზამს, ჩაცმული ცოლი რო ჩაუწვება ლოგინში. რა არის მიუღებელი? ერთმანეთი თუ უყვართ ცოლქმარს ყველაფერი მოსულია, გინების და ცემის გარდა.
13:10 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ასეთ სტატიას რომ ვნახულობ ვიცი კომენტარებზე მაგრად ვიხალისებ, ძალიან სასაცილოები ხართ ყველა, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ეს უბედური კიდე დებილია მის საწოლში რა ხდება მთელ საქართველოს გააგებინა. ისე ამ ორალურ სექსსა და ოჯახის დანგრევას შორის მეორე ბევრად უარესი მგონია და ამ გოგოსი არ ვიცი
13:06 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS