05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ლალიკო
გეცადა იქნე მოგწონდა სად მორბოდი?/
16:42 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რაღაც მეც არარეალურად მეჩვენება ესეთი რამის გულისთვის დაშორება და ჟუტნალისტის ფანტაზიის ნაყოფი მგონია, რადგან თუ არ უნდოდა ორალური სექსი და აეხსნა ქმრისთვის. ეს რა უკუდო ამპარტავნობაა მაგას გონია კაცები ყრია და რამდენსაც უნდა იმდენს გამოიცვლის, მეორემაც რომ იგივე სთხოვოს მაშინ რა უნდა ქნას, იმასაც დაშორდება და ასე უსასრულოდ?
16:11 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
შალვა
იმ ჩემისამ 50 ლარი ვერ იშოვა რომ ქალებში წასულიყო/ ცოლს როგორ აკადრა ეგ/
08:00 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
guja
Es rac zevit ceria sinamdvile ar aris echvi ar mepareba. Es avtoris pantaziaa da saxaliso is aris tu saidan mosdit tavshi egeti azrebi rom egeti sisulele shetxza.
23:46 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინია
საზიზღარი და გარყვნილი ხალხი ხართ ვინც ამ გოგოს სულელს ეძახით
20:45 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Izo
Shvilo shen cota wadebilo xom ar xar. Raebs bodav qmaria seni ucxo kaci xom ar aris sad gzinavs churshi? Seni qmaric debilia rom gexveweba sherigebas loginshi kunzi rat unda
20:31 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს გოგო ალბათ ჩამორჩება ცხოვრების წესებს, წავიდეს და სოფელში გათხოვდეს სადაც ცივილიზაცია ჯერ არ არის, სირცხვილია ქმარს ასეთი რამის გამო დაშორდე, თუ გიყვარს ქმარი, მისი ყველაფერი უნდა გიყვარდეს თავიდან ბოლომდე, ამ ქალს კი აშკარად არ უყვარს და ფულის გამო ან ბავშური ჭკუის გამო გათხოვდდა. ასეთ ქალს მე ქალს არ ვეძახი, ქმარია ხო უცხო ხოარარი, მაგარი ბოდიში და გამო**ლევებული ხარ ქალბატონო მარიკა. სიტყვა სექსის შინაარსიც არ იცი რაარის, ქმარს ორალური კიარა თავიდან ფეხებამდე უნდა ალოკო, რადგან შენი შვილების მამა და ოჯახის მარჩენალი ის იქნება
17:07 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
ეს გოგო ნეტა აზროვნებს საერთოდ? ამის გამო დაშორდა ქმააარს? ორალური სექსიი კი არა ყველანაირი სექსიი უნდა ქონდეს ცოლ ქმარს და რა სისულელეს წერს ეს გოგო.აი ძაან დებილი უნდა იყო რო ოჯახი ამის გამო დაანგრიო.ღალატს აპატიებ და მინეტის გაკეთება გთხოვა და ამას ვერ პატიოობ?თუმც არა არის აქ საპატიებელი მაიცნ ვერ ვხვდები :))))გაგეკეთებინა მერე ქმარიჩ გაგიკეთებდა მინეტს და გაფრინდებოდით კოსმოსში :)))))ვაი შენს პატრონს
16:46 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ორალური სექსი ხო ქვია მაგას,ხო და სექსის ერთერთი ფორმაა,სულაც არ არის შეურაცხმყოფელი საყვარელო,პირიქით უნდა ეცადო რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭო ქმარს და რა თქმა უნდა შენ თავსაც,რა სისულელეა ამის გამო ოჯახის დანგრევა! მერე წავა კაცი სავასთან და ატეხავენ ამბავს მიღალატაო..........
16:40 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეკლე
შტერია ეს გოგო, ვერ გავიგე, თუ ერთმანეთი უყვარდათ და წლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, სასიყვარულო თამაშების დროს ბევრი რამ შეიძლება მოგივიდეს თავში თანაცხოვრების დროს... ერთმანეთთან შეთანხმებულად რა პრობლემაა... უბრალოდ ეტყობა ძალიან უხეშად გამოუვიდა იმ საწყალ ბიჭს და დააფრთხო ცოლი
16:37 / 26-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS