05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ნიკა
და კიდევ ერთი რო არავინ იფიქროს მახინიჯი ხარ და იმიტო გბლოკავენო საკმაოდ სიმპატური ვარ:)
16:23 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ერთი კითხვა მიჩნდება:)ქალები თუ ესეთი უკომპლექსოები ხართ სექსში როგორც თქვენი კომენტარებიდან ჩანს მაშინ რატომ ხდება რომ ათეულობით ქალს ყვავარ დაბლოკილი მარტო იმიტომ რომ სექსზე ჩამოუგდე საუბარი?:)და ესე იწყენებ "შენ მე ვინ გონივარ":)ან"მისმართი შეგეშალა":)"თქვენ კაეცბს სექსის მეტი არაფერი გაინტერსებთ":).დავიჯერო ყველა სოფლელი კომპლექსიანი და გოიმი მე შემხვდა?:)
16:21 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰა ჰა ჰა
ქართული აღზრდა რას ნიშნავს? სექსი, მხოხლოდ გასამრავლებლად???, ძალიან ცდებით, ეს დამოკიდებულია ინდივიდზე, მის ტემპერეამნტზე, ფანტაზიაზე, სიყვარულზე და ა.შ. ეს თემა იმდენდვე ძაველია, როგორც ადამინის მოგმა.
16:20 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ცოლ-ქმარს შორის ორალური შეურაცყოფაა შე ქაჯო!იმკურნალე!რა გატირებს. სად გაიზარდე.ევროპა კი არა გარყვნილება პირიქით ეგარი.
16:19 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სჯ
პროსტა გეთქვა მეკაიფები, არათქო და ვსო, თუ დარწმუნებული ხარ რო უყვარხარ მაშინ რა შეურაწყოფაზე ლაპარაკობ. პ.ს. ღალატს პატიობ, იქნებ "ტრაინოი სექსი მოგეწონოს" ოჯახს რო სიტყვების გამო ანგრევ
16:18 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nanka
სად გაიზარდა ნეტა ეს საწყალი?
16:06 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ჩემს მეუღლეს.ვუკეთებ მინეტს და ამაში შეურაცმყოფელს ვერაფერს ვხედავ,თუ გინდა კარგი ოჯახი უღალატო და ნორმალური ურთიერთობა სჯობბს ცოტათი განვითარდე
16:01 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
LB
ოქროს წვიმა და Aფრიკული Dზაფის გაწყვეტაკბილებიტ რომელია??? :)))
15:26 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
იმედია არ ხუმრობ გოგონი.. ეგ იმის ბრალია რომ განათლება არ გაქვს შესაბამისი... გრძელი თემაა და კომენტარებიც არის ზოგიერთი ჯანსაღი გაეცანი, დაიწყე ინფორმაციის მიღება , ამ სფეროში განათლება და მიხვდები რომ ეგ არაა შეურაცხყოფა... "შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი" აი ეს როგორ უნდა აპატიო? ისე ღალატის ღისრი კი ხარ ... აი ასე რომ აზროვნებთ ეს ქალები იმიტომაა ჩვენი საქმე ცუდად... ჩემი რჩევა იქნება პირველ რიგში გაეცნო ინფოს და მიაკითხო სექსოლოგს და მოეშვა ტირილს!!!
15:24 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
იურა.
ჩემი რჩევაა დაუკარი სალამურზე!!! :))
15:19 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS