05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
დადადადად
მინეტი გაუკეთე და მოგშორდება :დ :დ
01:20 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯოკია
ამდენი კომენტარისგან გავიგეთ ორალზე ყველაფერი,ეხლა ცოტა ანალსაც შევეხოთ.... :) :) :)
00:55 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
:))
ხო და კიდევ ჩაცმულა იბანავე და სექსის დროს შუქი არ აანთო, ქმარმა არ დაგინახოს შიშველი, უხერხულია. :)))
00:32 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ცოლ-ქმარმა ყველაფერი უნდა შესთავაზონ ერთმანეთს სექსის დროს, ეს ცუდი კი არ არის პირიქით, ასე მყარდება ოჯახები და არ ხდება ღალატი.აქ რა არის სამარცხვინო, ან ოჯახის დანგრევის მიზეზი, რა სისულელეა. სექსულაურ ცხოვრებასაც თავის ცოდნა სჭირდება და განათლებაც, პირველ რიგში ერთმანეთის შეწყობა სექსში და მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი პარტნიორზეა დამოკიდებული. ბევრი ქართველი მამაკაცი ვითომ და ცოლს არ აკადრებს ამას, გარბიან საყვარლებში და ბოზებში და იქ იკმაყოფილებენ თავიანთ ინსტიქტებს. მე ვფიქრობ ორვე წყვილის ბრალია როცა ასე ხდება, განსაკუთრებით მამაკაცების. ასე რომ ნუ მოგერიდებათ ერთმანეთის და იყავით თავისუფალნი...
00:11 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართული, ეროვნული სექსი....მრავალჟამიეეეეროოო
დაწექი ზურგზე,გაშეშდი და ფეხები ზემოთ აწიე.სახეზე განწირული და ტანჯული გამომეტყველება აღიბეჭდე,იცოდე და გახსოვდეს,რომ ამ სისაძაგლეს,მხოლოდ ბაღნების დასამრავლებლად აკეთებ,და კიდევ,საქართველოს გადასარჩენად...ჩართე მუსიკები,მაგ...მრავალჟამიერი,ან კიდევ,ქართველო ხელი ხმალს იკარ....
00:06 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ერიკ წითური
ვაიმეეე :D კარგი რააა მართლა თუ თავმოყვარე ქალი ხარ როგორ უნდა გერჩივნოს გალატზე და ტყუილზე თვალის დახუჩვა ორალურ სექსს ? მე გირჩევ ჩემო კარგო ქმართან დაბრუნდე და 69 პოზა შესთავაზო შენც გაისწორებ და სშენი ქმარიც :))
23:59 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტყუპიკა
ჩემI აზრიტ ნაგisტვის ოჯახის დანგრევა არ გირს
23:15 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
აკაკი
მე გირჩევ ცემო კარგო საუკეთესო ვარიანტ.. მიდი ერთ მშვენიერ დღეს და ჩაურტყი მოულოდნელად ერთი კარგი მაგარი მინეტი.. დაუხარდება ძალიან
23:06 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალს თავი დაანებეთ, მოყოლილიდან ჩანს კაცი ველურია, არ აქვს პოდხოდი. ეს მოყოლილი ტყუილია თუ მართალი არ ვიცი, მაგრამ მე მყავდა ქალი რომელიც სწორედ მაგ მიზეზით იყო გაშორებული მეუღლეს და რა პირველადვე გამიკეთა თხოვნის გარეშე! მერე კი არ შორდებოდა! კაცია სამკურნალო! ან ერთი თავით ან მეორეთი, ან ორივე ერთად!
22:55 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სტაბილური ქსენია
ეგ არაკაცი ეგ! საერთოდ სექსი როგორ გაკადრა არათუ ორალური :D შენ ალბათ სულ მისიონერის პოზაში იყავი თორე მრავალფეროვნება რომ მოენდომებინა შენ ქმარს პოზებშიც მაშინაც სახლიდან გაიქცეოდი.რომელსაუკუნეშI ხარ?ქმარია ვიღაც შეყვარებული ან პარტნიორი ხომ არა?თუ მყარი ოჯახი გინდა ერთმანეთის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეთ.
22:45 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS