05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ქეთი
დედების დაღუპვაზე გაკეთეთ ასეთი ალიაქოთ ღუდუშაურში რა ხდება რატომ ამით არ ინტერესდებით/?
15:30 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ეურაპე
კაი ეხლა, მიდი შეურიგდი და შერიგების საღამოს 69 გააკეთეთ.
15:25 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
სექსი, მინეტის გარეშე არ მოსულა.. ეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იცოდა კაცობრიობამ. ქართველი გოგოები თუ ვერ თხოვდებით ეს თქვენს კომპლექსებს და სექსუალურ გაუნათლებლობას დააბრალეთ... მეცინება და თან მეცოდება ეს სექსუალურად გაუნათლებელი გოგონა... :))))
14:59 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკა
მაკო ამ მძიმე მარხვაში რაღატომ კითხულობ ასეთ თემებს და მერე მორალს უკითხავ სხვებს რომ მარხვაში რა კომენტარებს აკეთებენ :))) და საერთოდაც შინაბერა მგონიხარ მე მაპატიე :))) ხო, მართლა მამაოსთან აღსარების დროს არ დაგავიწყდეს ეს მინეტური თემა და კომენტარები რომ წაიკითხე და მოინანიე :* :))
14:44 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო-ს
ალბათ ერთადერთი ნომრალურად მოაზროვნე ადამიანი, ყოჩაღ!!! აქ კომენტარების 98% ამაზრზენად მსჯელობს, ჩემმადე არ დადის, რატომაა ის გოიმი, ვინც ასეთ საზიზღრობას არ ან ვერ აკეთებს????? საერთოდ გადაგვარდა ეს ხალხი, ან მაგ მძიმე მარხვაში შეიძლება ამ თემებზე საუბარი????
14:18 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ჯერ საერთოდ რატომ უნდება ადამიანს ასეთი პირადი თემის გასაჯაროვება ამას ვერ ვხვდები არის რაღაცეები რაზეც უბრალოდ უნდა გაჩუმდეთ და მეორე ვისაც გევასებათ ერთი ადგილის ლოკვა ლოკეთ ბატონო და იყავით, სხვას ნუ ამცირებთ იმით რომ ვიღაცა ამას არ გააკეთებს და ამიტომ ძაან "გოიმია"... სექსიც კი ლამაზი უნდა იყოს, გრძნობით და ვნებით სავსე იმ ადამიანთან რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა იყო... როგორ აბინძურებთ ყველაფერს მაგ "გაწელილი" პირით.
13:34 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ცოლი
როცა ქმარი გიყვარს,იქ ყველაფერი მოსულა... თან თუ შენც სექსუალური ხარ რა პრობლემაა?! საყვარელი ადამიანის სხეულის ყოველი ნაკვთი მიმზიდველი და მშვენიერია!
13:26 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
tina maxarazes
თინიკოოოო უშველე ამ ხალხს!!
13:08 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კვაკი
ვაიმე, გადავირიე, ამდენი ავადმყოფი თუ არსებობდა. ანუ ვინც აქ ცერს, გამოდის, რომ ეს ყველას გაკეთებული აქვს, არადა მახარაძე რომ ამბობდა, ყველა აგინებდა. ფუუFFF თქვენს შეგნებას, მაინტერესებს კაცება რა რეაქცია ექნებათ, მათ დედებს და დებს რომ შესთავაზონ ეს?????? ვაი თქვენს პატრონს, გული მერევა:(((((
12:52 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალ
ხოდა ის ქალები, ვინც თურმე დილა-შუადღე-საღამოს ორალური სექსითაა დაკავებული, მერე ტანზე შემოიხევენ, ჩაის ტილოების სარეცხ მანქანაში გარეცხვა ვის გაუგია, სადაც სხვა სარეცხი გაგვირეცხიაო :))))))))
12:44 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS