05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ელენეს
"ამ ვნების კვირაში ვინმეს მოგივიდათ აზრად,თავად უფალი რა აზრისაა ამაზე,ენად რომ ხართ გაკრეფილ-მაქილიკებლები????" ჰაჰაჰაჰაჰაააააა ვაიმე ღმერთო უშველე ამის ნაირ გაჭირვებულებს ... :X
20:53 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
m
იმ კაცს გაუხმეს ის ერთი ადგილი,თუკი ქალს არ უნდა და დააძალოს ან იძულებით გააკეთებინოს!
20:44 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Tata
Ra sisulelea fraza imis shesaxeb tu rogor akadra kmarma es. Aseti colebis gamo kartveli kacebis 95% dadis bozebshi, shen rogorc colma tu ar daakmayopile kmris ragac fantaziebi gamochdeba sxva tundac bozi romelsac ojaxuri bujetis nacili shexvdeba. Ar iyo aceti isterika amaze mosacyobi sheedzlo etkva rom jer araa mzad asety ramistvis, etxova moeca dro moraluri momzadebistvis. Aba ra undoda sexi marto bnel otaxshi sabnis kvesh. Dzalian maineresebs rogor epereboda kmars roca man es shestavaza
20:42 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მორიელს
ბიჭო ბიიიჭოოოო! რა სიბინძურე?? ის არაა სიბინძურე, ღალატს რომ აპატიებს, იმ დონის უთავმოყვარეო რომაა და ისაა სიბინძურე, საკუთარი მეორე ნახევარი რომ ნაწილ-ნაწილ კი არ უყვარდეს, მთლიანად? დაუკეტეთ ამათ ევროპაც და სახლის კარიც, გამოურთეთ ინტერნეტი, კაცო! მაგას რომ ქმარმა აქეთ აჩვენოს, ორალური სექსი რაა, ჯობია, მაგრამ ისიც კაი რეგვენი ჩანს და რა გინდა, რომ ჰქმნა? განათლება უნდა ამ ხალხს, მოკლედ, მაგრამ არ აღიარებენ...
20:13 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თეკო
რატომ მაქვს განცდა, რომ რეიტინგისთვის დაწერილი ამბავია? :დ მეტი სექსი ერს და ავშენდებით, მაგრამ მანამდე განათლება, თორემ სულ დავიღუპებით :დ მე რა, აგერ, ანერვიულებულია გოგო :/ :დდ
20:09 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკას ( მაკო)
სამწუხაროა რომ განსჯის უნარიც დაკარგული გაქვს და არათუ ვერ აღიქვი ჩემი კომენტარი თავს უფლებასაც აძლევ "შეურაწყოფა" მომაყენო :))) ამიტომ მინდა გითხრა რომ მე შინაბერა კი არა 10წლიანი ოჯახი მაქვს და სამი შვილის დედა ვხდები ძალიან მალე... იმდენად ლამაზია ჩემი ოჯახური ცხოვრება სითბოთი და სიყვარულით სავსე რომ არც კი დაგიწყებ შენ რამის მტკიცებას... ვკითხულობ, გამოვთქვავ საკუთარ აზრს და შენგან განსხვავებით მამაოს საკითხს ასე უდიერად არ მოვიხსენიებ...შენი ცხოვრების განსჯით დაიწყე და დამიჯერე ჩემამდე ვერასდროს მოხვალ: )))
19:50 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალი
გოგონი,გაუნათლებელობას და სიბეცეს ამჟღავნებ. თუ სექსი შეურაცხყოფა გეგონა, რას თხოვდებოდი :). გირჩევ განათლდე სექსუალურ საკითხებში.
18:41 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Marii
ძალიანაც კარგი რომ არ პატიობს და არც უნდა აპატიოს,არასოდეს! კაცებო გაითვალისწინეთ,რომ ცოლები არ არიან ბოზები და არ უნდა შესთავაზო ცოლს ეგეთი რაღაც,მითუმეტეს რომ ის ადამიანი თქვენთან ერთად მთელი ცხოვრების გატარებას აპირებს..ნუ დაანგრევთ წმინდა სიყვარულს,ასეთი გამოხტომებით.. -_-
18:36 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვაიმეეეეეეეე -ს საიდანაც უნდა მიხმაროს ქმარმა რა გამოთქმაა. ანუ შენ ქმარი არე გიზიდავს როგორც პარტნიორი? : )))) და სექსი მხოლოდ იმიტომ გაქვთ რომ "ყველა წყვილს აქვს'? კაცს უნდოდა რაღაცვ ახალი განეცადა და შესთავაზა მობეზრდა წ;ლები ერთი-და იგივე პოზა. გასაგებიია რომ მიუღებელი იყო მაგრამ უარი ეთქვა ეს გაქცევა რაღაა. იმედია მოგონილია და ესეთი პრიმატები აღარ არსებობენ: )) ღალატს გავიგებდიო... ეღალატა კაცს მთავარია მინეტი არ შეეთავაზებინა :დდდდ ღმერთო ჩემო!!!!! ღირსი არიყო მართლა ღალატის? მერე იტყოდა ვიღაც ბოზშიც გამცვალაო კარგი სერ2ქსი რომ მნიშვნელოვნად განაპირობებს ურთიერთობას ეს უნდა იცოდეს ზრდასრულმა და ნორმალურმა ქალმა!!!!
18:16 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
მართალია არ უნდა შეეთავაზებინა, მაგრამ ბოდიში რახან მოიხადა უნდა აპატიოს და ოჯახი შეინაჩუნოს
18:05 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS