05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ანაბელა
კომენტარების რაოდენობამ მოხსნა რეკორდი.))))) თურმე რა აქტუალური ყოფილა ეს თემა.
01:19 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sasasalooo
Me piriqit vexverwebi chems qmars minda bolomde gasaiamovnotko da magas ver gakadrebo tavs iklavs :)
00:31 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
meni
Ar gyvarebia shen patarav mai kaci,tu ar ginda xo agar gadzalebs apatie da sheurigdi.toreem ee mere uyure shen,dedikona da mamikona ro gaigebs magas
23:52 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გულახდილი
ჰა ჰააა რამდენი ვიცინე ბედკრულო საქართველო :D :D :D :D ვაი ვაი :D :D :D ქალო რა ხარ ესეთი დაუნი :D :D :D არ გინდა თქვი არა :D :D :D
23:47 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
m
თუ სურვილი არააქვს ქალს,არც უნდა გააკეთებინო და არც უნდა დააკეთო იმის გულისთვის,რომ ქმარი არსად გაიქცეს.წავიდეს და კისერის უტეხია,რატო უნდა დაემონო?მაინც წაეთრევა თუ წასვლა უნდა.
22:02 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რამნისჰვნელობა აა
ვაი მარტლა საცოდავო საქარტველო სადმიექანები რადგან კაცებს მოტხოვნილებებიაქვტ დიდი ამიტომ უნდა გადავაკვდეტ ფუვ მაგნაირ ქმარს ცოლსაც და ოჯახსაც არც რტყმევას მოვიტმენ არც დამცირებს და არც მსგას სისულელეს ცოლი სატამასჰოა არაა და უფლებები მასაც აქვს ნუ გავიწყდებატ კაცებო ევროპას უდახიტ და ევროპას დიდი ხანია გადავასწარიტ სხვის სიცილი ტვენი ცხვირპირი დაიბანოტ ჯობია გარყვნილები რო გახტიტ ხალხო რა უბედურება გცჰირტ
20:44 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მორიელს (კატო)
და ის ჯდება ლოგიკის ნორმებში რომ კაცმა ბოზებში იაროს ორალური სექსისთვის ?
20:19 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მსუბუქი ყოფაქცევის
სერიოზულაად ასეთ რამეს მე არ ვაკეთებ და გათხოვილ ქალს ქმარმა როგორ უნდა კადროს იმ ადამიანმა რომელმაც ცოლს უნდა შეხედოს როგორც მისი შვილების დედას რა უნდა მოთხოვოთ მე ფულის გულისთვის ვიღაც ნაბიჭვრებს ვაჯიჯგნიებ თავს ჩემი 2 წლის ბავშვი შიმშილით რომ არ მომიკვდეს ძაან მიჭირს და საქართველოში სხვა გზა და არჩევანი არ მაქვს არავინ მყავს მომატყუეს და ასე დავრჩი, მიუღებელია მართლაც ბოზები არ აკეთებენ ამას და ოჯახის ქალმა როგორ უნდა იკადროს დაიფაროს ღმერთმა ყველა ასეთი საქციელებისგან
19:44 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ამის გამო ოჯახი რატო უნდა დაანგრიოს ვერ გავიგე ზოგს რა პრობლემები აქვს რაა
13:55 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი ჩვენს თავს
სააღდგომო ეპისტოლეს არ მოჰყოლია ესეთი გამოხმაურება და ამდენი კომენტარი
13:21 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS