05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ევგენია
ვაი ამის პატრორნს!და თუ მოგონილია ვაი იმის პატრონს კიდე!
16:07 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანდრი
არაფერი საზიზღარი არ არის მაგაში. თუმცაღა, მინეტის თხოვნას მირჩევნია ბერობა :) საერთოდ რამის თხოვნას სექსისას. ჰიგიენას რაც ეხება, ხელზე და პირისღრუზე ბინძური ადგილი რთულად მოენახება ნორმალურ ადამიანს.
13:47 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სასაცილოა, ღალატს ვაპატიებდი და ტყუილსო,რა აჯობებდა წასულიყო და ეღალატა? თუ არ არის თქვენთვის მისაღები, ნუ გააკეთებ, აგეხსნა და ვსო, სასაცილოა მაგ მიზეზის გამო ოჯახი და კარგი ქმარი რატომ უნდა დაკარგო?
10:12 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დატო
ტქვენ როგორ ფიქრობტ ის მეუგლე ევროპელია და მისაგებია მინეტი გაკეტოს დზალიტ მტხოვდაო რომ ამბობს დზან კარგად მოქცეულხარ მე ტუ მკიტხავ და ზოგიერტი რომ ცერ მე ის ადგილი სუფტა მაქვსო ეს ტუა პრობლემაო გადაჯიჯდა ქარტველი ქალი კაცი დაიკიდე ის ქმარი აკეტოს ტვიტონ და იყოს
17:54 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ჯერ ის რომ შენი პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები არ უნდა განიხილო საჯაროდ. პრობლემა ისაა რო ამდენი შენ ქმართან გელაპარაკა ჯობდა და გარკვეულიყავით რომელს რა გინდოდათ ასე ხდება ნორმალურ ოჯახში.სექსი არის სექსი სადაც არ არის დადგენილი ზღვარი სად უნდა მოეფერო კაცს ან სად უნდა მოგეფეროს კაცი, თუ გინდა იდიალური ოჯახი უნდა იყო კაცისთვის იდიალური საყვარელი, მაგრამ თუ მაინც და მაინც არ შეგიძლია მინეტის გაკეთება შენთვის წესით ყველაზე ახლო მეგოობარს და ადამიანს შენ ქმარს უნდა დაელაპარაკო და აუხსნა და მანდ მოგვარდება პრობლემა )))
01:21 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ინტერაქტივი
გასაგებია რომ, ეს მოგონილი თემა ჟურნალისტმა მოხერხებულად გამოიყენა და ერთგვარი კვლევა ჩაატარა ქართველების სექსუალურ განათლებაზე, მაგრამ მე იმ ხალხის მიკვირს სიბინძურეო რომ იძახიან, მე პირადად მაგაზე სუფთად არცერთი ორგანო არ მაქვს ხოლმე და თუ ჰიგიენასთან გაქვთ პრობლემა, მაშინ ჯერ ეგ საკითხი მოიგვარეთ და იმედია მერე აღარ ჩათვლით აღარანაირ სიამოვნებას სიბინძურედ. p.s. ის გამახსენდა ძველ დროში ამერიკელ ჟურნალისტ ფილ დონაჰიუს გაკაპასებულმა ქალმა რომ უთხრა ტელეხიდის დროს ბოდიში მოიხადე საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო. :)
21:28 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
გაგეკეთებია მინეტი ქალო, ამისთვის ოჯახი როგორ დაანგრიე. ევროპელობა რომ გვინდა აბა როგორ გინდა ახლა იჯექი და იტირე.
19:32 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მიხო....
მაროოოო???....კულუნგუსი რაღა ოხრობაა ჰა?....ჩვენ დროსა კულუნგუსი არ იყო???
16:49 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ის რატომ არავინ შეიმჩნია რომ ღალატს და ტყუილს, ყველაფერს ვაპატიებდი მაგის გარდაო :D :D :D ღალატი არ ყოფილა თორმე უპატივცემლობა და შეურაცხყოფა! ვაი თქვენს პატრონს !!!! :D :D :D ბოლო-ბოლო ეთქვა უბრალოდ უარი მაგას ვერ გავაკეთებ არ არის ჩემთვის მისაღებიო და ვსო -_- რა აზროვნების ხალხი ხართ და კიდე სხვებზე ლაპარაკობთ მერე :D :D
12:56 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
სექსის ნებისმიერი სახეობა მისაღებია თუ ეს ორივე მხარესთვის მისაღებია და ნებაყოფლობითი. პრობლემა იწყენა ნებისმიერი სახის ძალადობისას. მოზარდებიც კითხულობენ ამ კომენტარებს და რამე სასრგებლოც დაწერეთ ხოლმე, სუ ნუ გაქაჯდებით ვიღაც-ვიღაცეები აქ. დაახლოებით "მერე ბავშვს როგორ აკოცოს იმ პირით" და ა.შ. განცხადებებით.
10:18 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS