05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
გიორგი
ვინც ეთანხმებით რომ ორალური სექსი მოსული პონტია არასწორები ხართ. ძალიან პრიმიტიული სიამოვნებაა ძალიან სერიოზული უარყოფითი ფსიქოლოგიური შედეგებით. პატივისცემით :)
17:13 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ამას ყველა ცოლ ქმარი აკეთებს, უბრალოდ არავინ აფიშირებს, მაშინ წავა შენი ქმარი ბოზებში, შენი ქმრის საყვარელი შენ უნდა იყო, ეს არ არის შეურაცყოფა, უბრალოდ ქალისთვის არ არის სასიამოვნო, შენს პარტნიორს აყენებ სიამოვნებას, მოკლედ კაცებს ეს ზალიან მოსწონთ, არასაკმარისი სექსუალური განათლება გაქვს, წაიკითხე ან ნახე, უბრალოდ შენი ქმარი არასწორად მოგექცა, ჯერ თვითონ უნდა მოგანიჭოს მსგავსი სიამოვნება, აქ არავის დაუჯერო, რაგაც სისულელეებს ცერენ, დამიჯერე მე 15 ცლის ოჯახი მაქვს და ქმარი არ მღალატობს, მეც ასე უცოდინარი ვიყავი, ცოლქმარს შორის ყველაფერი მოსულა, ამიტომ გწერთ ეკლესია ჯვარს რომ კველაფრის ამის უფლებას გაძლევთ მხოლოდ ქმართან
12:18 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ალბათ დააშავე რაღაც , თორემ უმიზეზოდ ამას როგორ გაკადრებდა?
12:12 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
აუ რა კომენტარებიააა... ფუუუ შეიშალა და გადაირია საქართველო... თურმე ნრომალურია როცა ყოველ ღამე ფალოსს ჩასჩრი ცოლს და სახეზე გადააწუწებ... (მაპატიეთ უცენზურობისთვის) ქალს რომელსაც ცოლს ეძახი, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო, რომელმაც შვილები უნდა აღზარდოს, ეს არ უნდა აკადრო... მართლა და მ.....თ თანამედროვეობა.....
08:51 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ბპპ
რა რადა მშობლებს არ შეებრალე პატარა ბავშვს ეგ როგორ უნდა გაუკეთო თუ არაფერი არ დაგარქვეს და რომ გაიზარდე შენ დაირქვი :'(
00:49 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
როცა ადამიანი გიყვარს - გიყვარს მისი სხეულის თითოეული წერტილი
მინეტი სირცხვილი და ბოზობა არაა, ეს არის საყვარელი ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭება. სამწუხაროა რო პატოლოგიურად უკვე ყველაფერში ევროპელობას და რელიგიას ტენით :| :| მსგავს ადამიანებს როგორც ჩანს პირადი ჰიგიენა ისეთ დაბალ დონეზე აქვთ თავად რომ ზიზღის მიზეზი ნამდვილად ექნებათ. ხო იცით ადამიანი როგორიც თვითონაა ყველა ეგეთი ჰგონია
21:53 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მსაჯი
ანალისტებო, გამოდით, რამდენნი ხართ უნდა დაგთვალოთ. აბა თქვენ იცით იჩქარეთ მინეტჩიკებმა არ გაჯობონ.
21:52 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
:)))))
მეცინება ეხლა ეს რომ წავიკითხე :) არ მჯრა რომ სიმართლეა და ამის გამო შეიძლება საყვარელი მამაკაცი მიატოვო, არ გინდა და ნუ გინდა შენ დალოცვილო,დაჯექი და დაელაპარაკე და აუხსენი, რომ ეს შენთვის დიდი შეურაცყოფაა? ან კიდე განა რა გაკადრა ეხლა ამისთანა :))))) მართლა მეცინება :) ღალატს და ტყუილს პატიობ და ამას ვერა? შენ გგონია ეს დიდი შეურაცყოფაა? კაცმა ჩათვალა რომ თავის ცოლთან რასაც უნდა იმას გააკეთებს და გადაწყვიტა თავისი ფანტაზიების და სურვილების დაკმაყოფილება შენთან და არა სხვასთან და თუ არ შეგიძლია, მაშინ კი ბატონო გაუშვი და გიღალატოს და შენ გირჩევნია ასე ყოფნა? რა ვიცი რა ვიცი, რაღა დაგიმალო და ცოტა კი არა რთული ასახსნელია საერთოდ მაგ მიზეზით ოჯახის დანგრევა :) შენი მეღლე ალბათ სრულ შოკშია რა ვქენი ამისთანაო, ვერც ხვდება კაცი ალბათ. ნუ მესმის ვისთვის შეურაცყოფა და ვისთვის სიამოვნება, ამას ასე ვერ განსჯი, ეგ გაგების და კიდევ სხვა ბევრი რამის ამბავია და ვერ გავექცევით დღეს საქართველოში, ამიტომ გირჩევთ მე რომ ფსიქოლოგ მიმართოთ და ის უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე აკ კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ცავარდები და ჯობია საერთოდ წაშალო და გააქრო ეს სტატია კქედან, დამიჯერე მართლა სირცხვილია
18:16 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ddd
ჯერ ერთი რასაც აქ წერენ მოგონილი ისტორიებია და სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს. მეორეც, რაღაც ჭკვიანური მოიფიქრეთ და ისე დაწერეთ. მინეტის შემოთავაზება არ მოეწონა თუ ძალას რომ ხმარობდა ქმარი ის, ამაშია საქმე. ასეთი იდიოტობებზე ნუ აჭორავებთ რა ხალხს. საერთოდ ზედემტია ლაპარაკი იმაზე რომ ვიმსჯელოთ რამდენად ღრმა იყო ეს კონფლიქტიცოლ-ქმარს შორის და მინეტი მარტო საბაბი იყო, თუ კიდე სხვა რამე იდო საფუძვლად. ვისი რა საქმეა საერთOდ ცოლ-ქმარი ლოგინში რას აკეთებს, ეს არის ინტიმი და ამაზე ლაპარაკი არის თავისთავად დებილობა.
17:48 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტყუილი და ღალატი შეურაცხყოფა არაა??? )))))
შემიძლია ვაპატიო ტყუილი,ღალატი,მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...???? ტყუილი და ღალატი შეურაცხყოფა არაა??? )))))
17:01 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS