05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
მიშკა
ერთ სოფელში ერთ მშვენიერ დღეს მღვდელმა გამოაცხადა, ხვალ ჩვენს მდინარეში წმინდა წყალი ჩამოივლის და ყველას შეგეძლებათ თქვენი ცოდვილი სხეულის ნაწილების განბანით ცოდვები ჩამოირეცხოსო... ჰოოდა, გაცვივდნენ, სოფლის ქალები დიდპატარიანად მდინარეში შეცვივდა და დაიწყეს ერთი ადგილის ჩაბანა. მამაო კი დგას და ფიქრობს, როგორ ყველა ცოდვილი ყოფილა ჩვენს სოფელშიო, იმ ერთი პატარა გოგოს გამოკლებით, რომელიც განმარტოებით დგას და მხოლოდ წვივებამდე სწვდება წყალიო. დაინტერესდა და მივიდა ამ გოგოსთან და ეუბნება, ყოჩაღ, შვილო ჩემო, მხოლოდ შენ ერთი აღმოჩნდი ამ ჩვენს სოფელში სუფთა და სპეტაკიო და სამოთხეში მოხვდებიო. გოგომ შეხედა მამაოს, პირიდან წყალი გადმოაფურთხა და ჰკითხა, რაო, მამაო, რა ბრძანეთო?
16:41 / 24-02-2019
გამოხმაურება / 0 /
აბუ
რა გინდა ბიძია ევროპაში? მომთაბარე აზროვნების, დესპოტური მენტალიტეტითა და თვალთმაქცური საუბრებით, რომელიმე არაბულ სახელმწიფოს დავუმშვენებდით გვერდს. სამარცხვინო ქვეყანას სამარცხვინო საზოგადოება ყავს, პოსტებში ეს ნათლად სჩანს.
15:57 / 12-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ფირუშ
გარყვნილია ნახევარი საქართველო როგორ ბედავთ და ამტყუნებთ პატიოსან მანდილოსანს ღმერთი გწამთ საერთოდ! სწორი გადაწყვეტილება მიგიღია შენმა ქმარმა შენი ასე რომ ვთქვათ გაპიდ. მოინდომა მას შენ არ უყვარხარ ეგ კაცი არ არის პატიოსანი თუ შეურიგდები და ჩაყლაპავ იცოდე დრო გავა და კიდევ შემოგთავაზებს კაზიოლია ეგ კაცი. კაცი კიარა ქათამია.
04:53 / 02-12-2018
გამოხმაურება / 0 /
სლიპკნოტ
ისეტი კომენტარები წერია აუდგება ვიგაცას
12:41 / 11-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
როცა პარტნიორი გიყვარს არაგერია სათაკილო
01:46 / 18-12-2017
გამოხმაურება / 1 /
ნიკა
აუცილებელი არაა გიყვარდეს. ისედაც არაა სათაკილო
21:13 / 19-04-2018
უცნობი
კარგად მოიქცა“რომ დაშორდა,თუ ძალადობაზე იკო მითუმეტეს
18:53 / 23-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Fuuu
საზიზღრებო... ადამიანი აღარ უნდა გადაკოცნო... აქოთებულო უზნეოებოო.
17:51 / 23-11-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა სისულელეებს წერ. სასირცხვილო და შეურაცმყოფელი არაფერია მაგაში. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ ყველაფერი დადაშვებია. თუ გიყვარს ქმრის მოფერების სურვილი თვითონ გაგიჩნდება და ეს ნორმალურია.
10:49 / 03-11-2017
გამოხმაურება / 0 /
დეა
Дура несчастная, დათანხმებოდი. ახლა რომ ქვეყანას გააგებინე, პატიოსნებას ქადაგებ თუ რა?
20:54 / 26-09-2017
გამოხმაურება / 1 /
Lasha
Dea gamomexmaure
03:16 / 19-02-2018
თეო
აუ რა ქაჯი ყოფილა ტოო....ეტყობა ლოგინშიც კაბით წვებოდა
13:27 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS