05 აპრილი, 2015
ქმარმა ორალური სექსი შემომთავაზა და ოჯახი დავანგრიე
მორიგი წერილის ავტორი, მარიკა, ძალიან იმედგაცრუებულია. ყველანაირი წარმოდგენა წაუხდა ქართველ კაცებზე. როგორც თავად ამბობს, სირცხვილით იწვის მომხდარის გახსენებისას და მთელი გულით ეზიზღება ქმარი. ისტორიას კი იმიტომ გვიყვება, რომ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ახლობლებსა და მეგობრებს ვერაფერს უმხელს.

,, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა...

25 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჯაბა სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოვიდა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მეორე დღეს რესტორანში მოიწვია ნათესავები და ყველას თვალწინ დამნიშნა. ერთ თვეში ჯვარი
დავიწერეთ და საკმაოდ პომპეზური ქორწილი გადავიხადეთ. ჩემმა დედამთილმა, გულიკომ, ძალიან შეგვიწყო ხელი. საზღვარგარეთ არის წასული. ათი წელია იქ მუშაობს. ბოლო რამდენიმე წელიწადი შვილს ფულს უგროვებდა ქორწილისთვის. ვაფასებ წინდახედულ და ხელგაშლილ ქალებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქორწილზე ვერ ჩამოვიდა (და მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, იუბილეზე მოვახერხე.)

თაფლობის თვეზე ანტალიაში გავატარეთ.

მე და ჯაბა ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა დედამთილ-მამათილთან ერთადაც რომ ვყოფილიყავით ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. დიდ ოჯახში გავიზარდე (ოთხი და მყავს, ბებია და ბაბუაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ.) ხმაურს და რია-რიას მიჩვეული ვიყავი. ცოტა გამიჭირდა კიდეც მშვიდი სახლის დიასახლისობა.

ერთ ღამეს ერთმანეთის მოფერებისას ჯაბამ მითხრა მინეტი გამიკეთეო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ძალადობაზე გადავიდა. წამში მოვიშორე, სახეში გავარტი და ჩაცმა დავიწყე. იმ ღამესვე წამოვედი სახლიდან. (არაფერი ჩამილაგებია. მისი ნაყიდი წინდაც კი არ მჭირდებოდა!) წუთითაც ვერ გავჩერდებოდი იმ კაცის გვერდით, რომელც პატივს არ მცემს და ასეთ საზიზღრობას მთხოვს. მთელი გზა ვტიროდი. მშობლების სახლში თვალებდასიებული მივედი, დედ-მამას ვერაფერი მოვუყევი, ლოგინში შევწექი და თავი მოვიმძინარე.

სინამდვილეში გათენებამდე მდიოდა ცრემლები. დეპრესიაში ჩამაგდო მომხდარმა. ვერ ვიპოვე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც თავში მიტრიალებდა. რით დავიმსახურე მისი ეს გამოდომა? როდის გაუჩნდა ჩემზე არასწორი მოსაზრება? რატომ შეცდა ასე მწარედ? რა დაემართათ ამ ქართველ კაცებს?

მის მერე 3 თვე გავიდა. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელ სიმართლეს, კითხვაზე რატომ დაშორდითო, ვდუმვარ. რა ვთქვა, ქმარმა ორალურ სექსი მომთხოვა-თქო?! როგორ გავამხილო რომ ეს მაკადრა?! პერიოდულად ჯაბა მოდის და მეხვეწება, რომ მასთან დავბრუნდე, მპირდება მსგავს სისულელეს აღარასდროს შემოგთავაზებო, მაგრამ მისკენ გული არ მიმიდის...

შემიძლია ვაპატიო ტყუილი, ღალატი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ შევეგუები...
მირჩიეთ რა ვქნა? როგორ მოვიშორო ჯაბა, რომელიც უარს არ ეპუება და საბოლოოდ გავაქრო მშობლების უხერხული შეკითხვები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 506 /
ანუკი
და რა მოხდა რომ შემოგთავაზა? ცოლქმარს შორის ტეხავს?რა სიბნელეაა
17:46 / 25-08-2021
გამოხმაურება / 0 /
ვაი ვაი
რომელ საუკუნეში ცხოვრობთ ხალხო, რას ნიშნავს ეს მინეტის გაკეთება რომ საზიზღრობაა. ალბათ მარტო ქართველი კაცები არ უკეთებენ ქალებს მინეტს.ადამიაბთან თუ ხარ ყველაფერი უნდა აკეთოთ ერთად.სექსში არ არის დამალვა და არმინდა. როგორც ქალი უკეთებს,ისეც კაცმა უნდა უკეთოს. არ იცით რას კარგავთ ,ამ სოფლურ გაგონებათი.
23:27 / 14-02-2021
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ქმარი მართლა სირია, ახლად მოყვანილ ცოლს ეს რომ შესთავაზა. ჯერ უნდა მოფერებოდა ნაზად, აეხსნა რომ სექსი სირცხვილი არაა ცოლ-ქმარს შორის. რომ წყვილი უნდა ზრუნავდეს ერთმანეთის სიამოვნებაზე და ასე შემდეგ და მერე მოხდებობდა მოსახდენი. აქ ისეთ კომენტარებს წერენ ზოგიერთები, მგონი სექსი მარტო ერთ პოზაში აქვთ, ძაღლური ან ასკინკილა ბოზობად მიაჩნიად. არაა სირცხვილი ხალხო პოზების ცვლა სექსის დროს. პირიქით უფრო სასიამოვნოა სხვადასხვა პოზები. ისიამოვნეთ და ასიამოვნეთ პარტნიორიც. როცა კაცს (ქალს) ცოლი (ქმარი) უყვარს, იმას იმისი ყველაფერი უყვარს, თმიდან ფეხის ტერფების ჩათვლით. და როცა სძულთ მეორე ნახევარი, სულ რომ ოქროდ იქცეს მაინც სძულთ იმისი ყველაფერი ესეა. პ.ს. სანამ ცოცხლები ხართ იცხოვრეთ თქვე კაი ხალხო, თუ გაქვთ შანსი რომ სრულფასოვნად იცხოვროთ. თორემ ერთი დახამხამება თვალის და გავიდა ცხოვრება. . .
19:42 / 30-01-2021
გამოხმაურება / 0 /
Koba
Siri yofila sheni qmari chemo daiko. Arc qartveli kaci yofila . Me ar girchem maset kacis gverdze cxovrebas. Rogorc chem das mase geubnevi
14:05 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
დდდდ
ნეტა ეს კომენტარები დამდვილია?
05:20 / 18-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS