31 მარტი, 2015
''ქმარმა ბოზებში წამიყვანა...''
ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ჩემი აქტიურობა აღარ სიამოვნებს ალბათ, რთულია წარმოიდგინოთ სცენა, როდესაც ქმარს ცოლი სექსუალური მუშაკების გასაცნობად მიჰყავს, მაგრამ თურმე ასეთი რამ შეიძლება თბილისშიც მოხდეს.
ნიაკო 25 წლისაა. ქმარი უყვარს, მაგრამ იმის დავიწყება უჭირს, რაც ორი თვის წინ მოხდა. დღეს ყველას უმალავს, რომ სექსმუშაკებთან მეგობრობს, მაგრამ თავიდან ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა.

- 20 წლის ვიყავი, როდესაც გივი ჩემს მეზობლად კორპუსში საცხოვრებლად გადმოვიდა. გარეუბანში ვცხოვრობ და მახსოვს, უბანში ჭორაობდნენ, რომ გივის ოჯახი ერთ
დროს მილიონებს ფლობდა და ბოლოს ისე გაუჭირდათ, ვალების გასასტუმრებლად ყველაფერი გაყიდეს და დარჩენილი ფულით ბინა იყიდეს. ერთ კვირაში გავიცანი ახალი მეზობელი და მივხვდი, რომ პირველივე ნახვისას მოვეწონე. ფლირტი ცოტა ხანს გაგრძელდა და ალბათ, ერთ თვეში შეყვარებულები გავხდით.

- წინააღმდეგობა არავისგან შეგხვედრიათ?
- არა, პირიქით, ყველა ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ გივის ორი ძმა ჰყავდა და სახლში იმდენად ვიწროდ ცხოვრობდნენ, ცოლად ვერ მივყვებოდი. მალე დედამისი სამუშაოდ იტალიაში წავიდა და ოჯახმაც ამოისუნთქა. ორ წელიწადში მეზობლად ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ და საცხოვრებლად გადავედით. ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. გივიმ დაცვაში დაიწყო მუშაობა, მე - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოლარედ და საკუთარ თავს ვინახავდით, სანამ ერთ დღეს ქმრის ტელეფონში უცნაური შინაარსის მესიჯები არ წავიკითხე. ვიღაც გოგო სწერდა, რომ საღამოს მასთან მისულიყო, რადგან დიანაც იქნებოდა. ისტერიკა მოვაწყვე, ეჭვიანობის სცენებით ქმარი გადავრიე და რაც ყველაზე მთავარია, რაიმეს ახსნა არც ვაცალე.

- არ დაგაინტერესათ, ვინ იყვნენ ეს გოგონები?
- არა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ საყვარელი ჰყავდა და არაფრის ახსნა აღარ მინდოდა. როდესაც ტირილით გული ვიჯერე, ოთახში გივი შემოვიდა და მთხოვა მომესმინა. შემდეგ კი მითხრა, რომ ეს ორი გოგონა მისი კლასელები იყვნენ, რომლებთან ერთადაც გაიზარდა. დიანა და ქეთი სექსმუშაკები არიან, მაგრამ მე მათ მაინც დებად ვთვლი და გინდა დაიჯერე, გინდა არა, მათთან მართლა არასოდეს არაფერი მქონიაო, – მითხრა და სახლიდან წავიდა.
იმ საღამოს ''სკაიპით'' დედამთილს ველაპარაკე და ყველაფერი ვუთხარი. ნერვები აეშალა, მითხრა, რომ თავადაც კარგად იცნობდა იმ გოგონებს და მართლა მისი შვილის მეგობრები იყვნენ, მაგრამ არასოდეს მსიამოვნებდა, რომ გივის მათთან ურთიერთობა ჰქონდაო. თურმე ერთხელ, გივის მსგავსად, კლასელი ბიჭი სტუმრად მივიდა, ამ დროს რომელიღაცას საყვარელი ესტუმრა და უცხო ბიჭი რომ დაინახა, დაჭრა. მითხრა, ამის მერე მეშინია ჩემი შვილის იქ მის-ვლა, თორემ ის გოგონები თავისი თავის გარდა სხვას არაფერს დაუშავებენ და არც შენს ოჯახს დაანგრევენო. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბედს შევეგუე.

- ქმარს უთხარით, რომ მათი მეგობრობის წინააღმდეგი არ იქნებოდით?
- კი, და ძალიან გაუხარდა. ნელ-ნელა ისე შევეჩვიე ამ გოგონების არსებობას, რომ ჩემი ქმარიც თავისუფლად ელაპარაკებოდა ხოლმე მათ ჩემ თვალწინ. ისინიც ხშირად მომიკითხავდნენ და რამდენიმეჯერ საჩუქრად სუნამოც გამოატანეს. არც დამისხამს, სასწრაფოდ გავაჩუქე. ერთ დღეს გივიმ მორიდებით მითხრა, რომ დიანას და ქეთის ჩემი გაცნობა უნდოდათ და მათთან სახლში გავყოლოდი სტუმრად. ორი კვირა უარზე ვიყავი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. გამოდის, რომ ქმარმა ბოზებში წამიყვანა. არავისთვის მითქვამს, ჩემი დედამთილისთვისაც კი, მაგრამ მთელ ამ ამბავში ტრაგედია ის არის, რომ ძალიან მომეწონა მათთან ყოფნა. იმდენად დადებითი ადამიანები არიან, ახლა უკვე ჩემს ქმარს თავად ვეხვეწები, სტუმრად წამიყვანოს, თუმცა გამოგიტყდებით, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ჩემი აქტიურობა აღარ სიამოვნებს. რამდენიმეჯერ ორივე კარგად გამოლანძღა და სულ უსირცხვილოები ეძახა.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
გდფგეგ
ეგეთი ტიპის სტატიები მოგონილი უფრო მგონია ვიდრე რეალობა, თავს ყბველაფრით გამოგილაყავენ ოღონდ საიტზე შეძვრე :)))))
09:49 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მე გვიან გავთხოვდი და ჩემ ქმარს ყავდა ქალები რომლებთანაც მეგობრობდა და თავისუფალი ქალებიც, გამაცნო ერთად დავლიეთ დავთვერით არაყით, დღესაც კარგი ურტიერთობა გვაქვს მაგარი ქალები არიან, ზოგი მასზე დიდია და დედასავით არიგებს, რა ვიცი შეიძლება ყველამ ვერ გაიგოთ მაგრამ მე ასე ჩავთვალე რომ კაცმა იცხოვრა 30 წელი ბერად ხომ არ იყო შემდგარი, დავქორწინდით და ერთი ხელის მოსმით უნდა შეეცვალა ყველაფერი, გაუჭირდა და მეც არ გავწიწმატებულვარ იმიტომ რომ მიყვარს მჯერა მისი და მივხვდი არც ამ აქალებს უნდათ მისთვის ცუდი. მათაც შეეგუენ თავისი ადგილს.
23:09 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
ვერ ვხვდები _ ეს ქალები კეთროვანები არიან?! ან რა მოხდა, თუ ცოლმა ქმრის დაქალები გაიცნო! თუ დღეს ჰომოსექსუალობა და ლესბოსელობა არ ითვლება უჩვეულოდ, ამაში განსაკუთრებულს რას ხედავთ? მე მგონი, თქვენი რესპონდენტის ქმარი მართლა კარგი ბიჭია, ასე რომ უყურებს ამ "სექსმუშაკებს" (როგორც თქვენ ბრძანებთ) და მეგობრობს მათთან.
21:50 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეე?!!
ეს რაღა დასაწერი სტატიაა??
21:22 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვერაფერიც ვერგავიგე! ან მე დავკარგე წაკითხულის აღქმის უნარი,ან ამ ქვეყნად ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
21:10 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ჯერ გონებაში უნდა დაუშვა, რომ ამ გზას დაადგე და მერე-ხორციელად გაირყვნა. ასე,რომ არასაიმედო ადამიანებთან, რომლებმაც ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეს,თავადაც გერიდებიან, გადაწყვიტეთ ღირს თუ არა ურთიერთობა. თუმცა,თუ მიხვდებიან ,მოინდომებენ, სინანულით წმინდანებადაც შეიძლება იქცნენ .რაკი გიყვართ, ილოცეთ მათთვის, რათა უფალმა მისცეს სინანული მარიამ მაგდალინელისა, მარიამ მეგვიპტელისა.
20:53 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუსი
რამე თუ გაიგეთ? ვისი ფუნჯი ვის როიალშია ?!
19:01 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS