27 მარტი, 2015
"ჩემი 9 წლის შვილი მარწმუნებს, რომ უცხოპლანეტელები აკითხავენ''
პატარა ლიზიკოს დედას ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. აი მათი უცნაური ამბავი...

რუსიკო 32 წლის:

,,ჩემს ცხრა წლის გოგონას ლიზი ჰქვია. მოგეხსენებათ ამ ასაკში ბავშვებს ფანტაზიის უნარი განვითარებული აქვთ და ხშირად რეალობასა და ფანტასტიკას შორის საზღვარი ეკარგებათ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფაქტი ცხოვრებისეულ ტრაგედიად მექცა.

ჩემმა შვილმა ოთხი თვის წინ აიჩემა, რომ ღამე უცხოპლანეტელები აკითხავენ. რა თქმა უნდა, ოჯახში ამას სიცილ-კისკისით შევხვდით, ჩემი ქმარი ხუმრობდა კიდეც, რომ ჩვენმა ლიზიკომ ამდენ მულტფილმს ან ფილმს არ უნდა უყუროს.
სერიოზული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ლიზას მონაგონის ყოველდღიური ინტერპრეტაციისთვის. ის გვარწმუნებდა რომ როდესაც ყველა იძინებდა, უცხოპლანეტელები მოდიოდნენ მასთან და ერთმანეთში კამფეტებს ცვლიდნენ.

ორ კვირაში მისმა დამრიგებელმა დამიბარა და გაკვეთილების შემდეგ სერიოზულად მესაუბრა. შემომჩივლა, რომ ლიზის ტყუილები სხვა ბავშვებს აშინებს, ზოგი ღამე ვერ იძინებს. დავპირდი, რომ ჩემი ქალიშვილი შეწყვეტდა კლასელების მოტყუებას. საღამოს მას მეუღლესთან ერთად სერიოზულად ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ტყუილი ცუდი საქციელია.

თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ დაგვიჯერებდა. ადრე არ გამოირჩეოდა ურჩობით. არ გასულა სამი დღე მობილურზე მისი ერთ-ერთი ჯგუფელის დედამ დამირეკა და გამომლანძღა. ლიზიკოს ხელი არ დავაფარე, მოვუბოდიშე მშობელს და სიტყვა მივეცი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

რადგან საუბარმა არ გაჭრა, ლიზის დავემუქრე რომ სკოლიდან გამოვიყვანდი და სახლში დავსვამდი. ცოტა ხნით სიტუაცია ჩაწყნარდა.

ორი კვირის წინ მეზობლებთან კვლავ უცხოპლანეტელების თემა წამოჭრა. ყველა ჭორაობს, რომ ჩემი შვილი არანორმალურია, თავის ბავშვებს მასთან მეგობრობას უშლიან. ლიზიკოს აღარვინ ეკარება.

სკოლაში დადის, მაგრამ ძალიან ჩაიკეტა. ეზოში თამაში საერთოდ აღარ უნდება. ზის თავისთვის ოთახში... ხან უცხოპლანეტელებს ხატავს, ხან მოთხრობებს წერს მათზე.

ძილის წინ ოთახის ფანჯრის რაფაზე ტკბილეულს ტოვებს. დილას კამფეტები და სასუსნაოები აღარ მხვდება. ალბათ თავად ჭამს. ძალიან ვდარდობ შვილზე... რას მირჩევთ? ფსიქოლოგთან მყავდა, მაგრამ არაფრით არ გაიხსნა. რა გზას დავადგე არ ვიცი.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნინო
საიდან იგონეთ მსგავსსისულელეებს... შეიძლება მართლაც ხდება ასეთი რაღაცები, მაგრამ არამგონია დედამ ასე გასწიროს შვილი და არდაინტერესდეს ღამით არ დაუდარაჯდეს ბავშვს ... ასე წუხდეს მის "ტყუილებზე" და არ გადაამოწმოს? ან მარტო როგორ აწვენს სხვა ოთახში, ან როგორ იძინებს საერთოდროცაბავშვი ასეთ რაღაცას ყვება. მაშინ დედა კი არა დებილი ქალი ყოფილა! ცოტა ისემაინც დაწერეთ, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს! ქართველდედსარჰგავს ეს! გულისამრევია ამდენი სისულელის მოსმენა-წაკითხვა!
18:50 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მეტი იკიტხეტ
და ვინ გკიტხრატ რომ უცხოპლანეტელბი არ არსებობენ, ძლიან გაანუვიტარებელი უნდა იყო ეს აგრე გადაჭრიტ ტქვა და გჯეროდეს ამხელა სამყაროში მხოლოდ შენი დედამიწა არსებობს, ისინი დაიახაც რომ არსეობობენ და ეს რომ ასეა ძველ ცივილიზაციებშიცაა ასეე აღწერილი, ასევე მცხეტის სვეტიცხხოველშიც არის ამის საბუტი
18:18 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კამერა დატოვეთ ჩართული მის ოთახში და დილით ნახავთ რაც ხდება :)
15:59 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
ჩემი უშვალო აზრია,ის მშობელიც და მასჭავლებელიც დაისაჯოს რომელიც 9 წლის ბავშვს მატყუარას ეძახის,რატომ ეძახიან ესეთ ბავშვებს მატყუარებს, მათ აქვთ თავისი სამყარო,დედა წერს რომ კანფეტები აღარ მხვდებაო,არ შეგიძლია დააენოტ ვიდეო კამერა,ან ერთი ღამე ბავშვის დასჯის მაგივრად თხოვე რომ თქვენც გაგაცნოთ,მოიპოვეთ მისი ნდობა და გაიგებთ სად არის ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის,ის ხომ მხოლოდ 9 წლისააა და სჯით საკუთარი სამყაროს გამო.თქვენ და თქვენს მეუღლეს რომ დაგცინონ,დაგსაჯონ ნეტავ არ ჩაიკეთებით,მაგას ხომ არ ჯობია მშობლებმაც მიმართორთ ფსიქოლოგს,რისთვის აყენებთ ბავშვს ზიანს,ვწუხვარ ესე რომ ფიქრობთ მშობლებო,
15:32 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი იტყუება?! დარწმუნებული ხართ, რომ ერთადერთი ცივილიზაცია აქაა?! ან იქნებ უცხო პლანეტელი კი არა უფრო საშიშ მოვლენასთან გაქვთ ადგილი?! ინტერნეტში ეძებეთ მსგავსი სიტუაციები. იცით ეგზორციზმი რა შემთხვევაში ტარდება?! თქვენს ადგილას მე ჯერ ბავშვს, მერე მოძღვარსაც და უჩვეულო მოვლენებთად მომუშავე ადამიანებსაც დაველაპარაკებოდი (მკითხავს არ ვგულისხმობ). იქნებ ინტერნეტში ექსტრასენსთა ბრძოლისათვის გეყურებინათ (არა ქართულის). მერწმუნეთ ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვს რაც მეტად დათრგუნავთ მით მალე დაკარგავთ.
15:11 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
:)
რო უტვალტვალოტ ან ვიდეოთვალი დაამონტაჟოთ და აჩვენოთ ბავშვს რო არანაირი უცხოპლანეტელი არ არსებობს
14:53 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ მას გარკვეული ფანტაზზიები აქვს, თანაც უვნებელი, არ შეიძლება. არ უთხრათ ბავშვს, რომ ის მატყუარაა, გახდით მისი მეგობარი შესთავაზეთ ერთად დაძინება, მისი უცხოპლანეტელების თქვენთვის გაცნობა და მათთვის ერთობლივი ფოტოს ან ვიდეოს გადაღება. მას თქვენ დიდი სტრესი მიაყენეთ, როდესაც ტყუილი უწოდეთ მის ფანტაზიას რამაც უფრო ჩაკეტა ბავშვი. თუ შეთავაზებაზე ბავშვს დაითანხმებთ, შემდეგ ერთობლივად ეძებეთ რამე მტკიცებულება, რომ ყოველივე გარშემომყოფებსაც "დააგეროთ", ცხადია ასეთ "მტკიცებულებას" ვერასოდეს იპოვით, და ბავშვიც თანდათან დარწმუნდება თავისიფანტაზიებისა და სიზმრების არარეალურობაში
14:09 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS