27 მარტი, 2015
"ჩემი 9 წლის შვილი მარწმუნებს, რომ უცხოპლანეტელები აკითხავენ''
პატარა ლიზიკოს დედას ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. აი მათი უცნაური ამბავი...

რუსიკო 32 წლის:

,,ჩემს ცხრა წლის გოგონას ლიზი ჰქვია. მოგეხსენებათ ამ ასაკში ბავშვებს ფანტაზიის უნარი განვითარებული აქვთ და ხშირად რეალობასა და ფანტასტიკას შორის საზღვარი ეკარგებათ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფაქტი ცხოვრებისეულ ტრაგედიად მექცა.

ჩემმა შვილმა ოთხი თვის წინ აიჩემა, რომ ღამე უცხოპლანეტელები აკითხავენ. რა თქმა უნდა, ოჯახში ამას სიცილ-კისკისით შევხვდით, ჩემი ქმარი ხუმრობდა კიდეც, რომ ჩვენმა ლიზიკომ ამდენ მულტფილმს ან ფილმს არ უნდა უყუროს.
სერიოზული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ლიზას მონაგონის ყოველდღიური ინტერპრეტაციისთვის. ის გვარწმუნებდა რომ როდესაც ყველა იძინებდა, უცხოპლანეტელები მოდიოდნენ მასთან და ერთმანეთში კამფეტებს ცვლიდნენ.

ორ კვირაში მისმა დამრიგებელმა დამიბარა და გაკვეთილების შემდეგ სერიოზულად მესაუბრა. შემომჩივლა, რომ ლიზის ტყუილები სხვა ბავშვებს აშინებს, ზოგი ღამე ვერ იძინებს. დავპირდი, რომ ჩემი ქალიშვილი შეწყვეტდა კლასელების მოტყუებას. საღამოს მას მეუღლესთან ერთად სერიოზულად ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ტყუილი ცუდი საქციელია.

თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ დაგვიჯერებდა. ადრე არ გამოირჩეოდა ურჩობით. არ გასულა სამი დღე მობილურზე მისი ერთ-ერთი ჯგუფელის დედამ დამირეკა და გამომლანძღა. ლიზიკოს ხელი არ დავაფარე, მოვუბოდიშე მშობელს და სიტყვა მივეცი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

რადგან საუბარმა არ გაჭრა, ლიზის დავემუქრე რომ სკოლიდან გამოვიყვანდი და სახლში დავსვამდი. ცოტა ხნით სიტუაცია ჩაწყნარდა.

ორი კვირის წინ მეზობლებთან კვლავ უცხოპლანეტელების თემა წამოჭრა. ყველა ჭორაობს, რომ ჩემი შვილი არანორმალურია, თავის ბავშვებს მასთან მეგობრობას უშლიან. ლიზიკოს აღარვინ ეკარება.

სკოლაში დადის, მაგრამ ძალიან ჩაიკეტა. ეზოში თამაში საერთოდ აღარ უნდება. ზის თავისთვის ოთახში... ხან უცხოპლანეტელებს ხატავს, ხან მოთხრობებს წერს მათზე.

ძილის წინ ოთახის ფანჯრის რაფაზე ტკბილეულს ტოვებს. დილას კამფეტები და სასუსნაოები აღარ მხვდება. ალბათ თავად ჭამს. ძალიან ვდარდობ შვილზე... რას მირჩევთ? ფსიქოლოგთან მყავდა, მაგრამ არაფრით არ გაიხსნა. რა გზას დავადგე არ ვიცი.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნანა
ჭირდება მოძღვართან დალაპარაკება... ეკლესიის გარდა ვერავინ დაგეხმარებათ...
09:32 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
არის საშუალება რომ ამ ბავშვს გავესაუბრო? ბევრი შეიძლება ფიქრობს რომ გიჟია, მაგრამ მე დიდი ხანია ვეძებ ასეთ ადამიანს. ჩემი სკაიპია და დამიკავშირდით: a.n.i.chka
02:24 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
ნინო გეთანხმებით შეუძლებელია დედა ასთი გულგრილი იყოს შვილის მიმართ. მაგრამ ქართველი დედა დედაა და სხვა ეროვნების დედა არა? თუ მე რადგან ქართველი არ ვარ შვილი არ მიყვარს? ლიზის დედას კი დედა არ ქვია საერთოდ!!! ბავშვს დასცინის და მატყუარას უწოდებს იმის მაგიერ რომ მხარი დაუჭიროს,გამოსავალი იპოვოს! ბოლოს და ბოლოს ბავშვი არ დაამციროს !!!
13:10 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
tu cvlian kamfetebs kmfetebic ucxo unda iyos araa? an am qalma rom dawera fanjris rafaze tovebs tkbileuls erti game gaatenos da daakvirdes bavshvi chams kamfetebs tu ucxo planeteli
18:18 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
დაუჯერებელი არაფერია და შესადზლოა მარტლაც ხედავს ბავშვი მას.ჩემი მეზობლის სახლში ჩნდებოდა წერილები,სადაც ეწერა,რომ უცხოპლანეტელი იყო და სურდა ამ ოჯახის 15 წლის გოგონასტან მეგობრობა.ტიტქმის ერტი წელი გაგრდზელდა მატი უხილავი მეგობრობა.ხსჰირად უცხოპლანეტელი წერილში სტხოვდა,რომ მსიტვის ნამცხვარი გამოეცხოტ.გაგიკვირდებატ და ოჯახი ყვებოდა,რომ ხედავდნენ მატ ტვალწინ როგორ აკდლებოდა ნამცხვარს ნაჩერი,ტუმცა ვერ ხედავდნენ ვერავის,ასე,რომ ეს ბავშვი არ იტყუება,როცა ამბობს,რომ ცვლიან კამფეებს ერტმანეტში
01:17 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
დაუჯერებელი არაფერია და შესადზლოა მარტლაც ხედავს ბავშვი მას.ჩემი მეზობლის სახლში ჩნდებოდა წერილები,სადაც ეწერა,რომ უცხოპლანეტელი იყო და სურდა ამ ოჯახის 15 წლის გოგონასტან მეგობრობა.ტიტქმის ერტი წელი გაგრდზელდა მატი უხილავი მეგობრობა.ხსჰირად უცხოპლანეტელი წერილში სტხოვდა,რომ მსიტვის ნამცხვარი გამოეცხოტ.გაგიკვირდებატ და ოჯახი ყვებოდა,რომ ხედავდნენ მატ ტვალწინ როგორ აკდლებოდა ნამცხვარს ნაჩერი,ტუმცა ვერ ხედავდნენ ვერავის,ასე,რომ ეს ბავშვი არ იტყუება,როცა ამბობს,რომ ცვლიან კამფეებს ერტმანეტში
01:16 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ფარული კამერა დააყენეთ ოთახში და ნახავთ ვინ ჭამს ტკბილეულს.ამის მიხვედრა ძალიან ძნელია?
14:25 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
"უძლევის" ნინოსგან
ლიზისიცნობ? თუ შენ ხარ ამტექსტისავტორი? ?? მე რომმაქვს ნანახი და მოძიებული ინტერნეტში მასალები უცხოპლანეტელებზე და ზოგადად ბავშვების გამოცხადებებზე, მემგონი თავათ თალეს შონიას არ დაუკარგავს ამდენი დრო ამისთვის, ჰოდა ვფიქრობ, რომ ეს ამბავი არისტყუილი! ტექნოლოგიურად არიან წინ თუ უხილავები არიან,ამ მონათხრობში ამ ამბავის გამომგონებელს დედის როლი უნდა მოერგო, აუცილებლად შეამჩნევდა რაიმე ზეგავლენას ბავშვზე თუ რაიმეს ხედავსძილში თუ სიფხიზლეში!
15:28 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
უძლევი
ლიზი სიმართლეს ამბობს. ბავშვი არ იტყუება. ქართული საზოგადოება და კონკრეტულად ლიზის მამა და დედა და სამეზობლო არის ერთი, ცნობიერების დაბალ საფეხურზე მყოფი, ადამიანი ცხოველების კოლექტივი; მათ ხილვადი მატერიის იქით არაფრის გაგონება არ სურთ. ლიზის ჭირდება მხარდაჭერა და საკუთარი თვალით ნანახის და განცდილის სიმართლედ აღიარება. ჩვენ, ქართველებმა, ენა ერთმანეთთან ვერ გამოვნახეთ, აღარაფერს ვამბობ მეზობლებთან საერთო ენის გამონახვას, და სხვა პლანეტებიდან ან განზომილებიდან მოსულ არსებებს, რომლებიც ტექნოლოგიურად მილიონი წლით წინ არიან ჩვენთან შედარებით, რომ ვერ ვამჩნევდეთ ჩვენს შორის ამაში გასაკვირი არაფერი არის. ისინი წყვეტენ ვინ დაინახავს მათ, სად და როდის. თუ მათ არ უნდათ არც ხილვადი დიაპაზონის ვიდეო კამერა დააფიქსირებს მათ ყოფნას ჩვენს შორის, არც ინფრაწითელი და არც ულტრაიისფერი ან სხვა სპექტრის კამერა. კარგი იქნება თუ მშობლები საკუთარი შვილის გულახდილობაში ეჭვს არ შეიტანენ და მას მხარში ამოუდგებიან. ასევე ამ მშობლებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, წაიკითხონ წიგნები და უყურონ დოკუმენტურ ფილმებს არა-ადამიანურ არსებებთან კონტაქტების შესახებ.
05:34 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
შეიძლება ბავშვის ფანტაზიებია, შეიძლება მისი ანგელოზია და ბვშვი უცხოპლანეტელს ეძახის ანდა ეგებ და მართლა არიან? აუხსენით ბავშვს, რომ გჯერათ მისი, მაგრამ სხვები ამას ვერ გაუგებენ, დასცინებენ და რომ ეს იყოს მისი, თვქნი და უცხოპლანეტელის საიდუმლო, რომ ეს საიდუმლო მან არავის გაანდოს.
20:27 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS