26 მარტი, 2015
'' სიცოცხლე აღარ მინდა, ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მადა დამეკარგა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აღარასდროს შევჭამ საჭმელს, რესტორნებში ან კაფეებში სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. სერიოზულად დავფიქრდი ვეგეტერიანელი ხომ არ გავხდე...

ნანა 38 წლის:

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო
დედა ვყოფილიყავი და კარგი პიროვნებები აღმეზარდა.

გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.

3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად.

ნაწერები გადავიკითხე და შევძრწუნდი, კვირაობით, როდესაც ძმასთან ერთად ეკლესიაში ვუშვებ, თურმე მონასტერში არ მიდის და დახეტიალებენ ქუჩაში. ეს ჩემი პატარა ბიჭიც ხმას არ იღებს და არ მიმხელს რომ მისი ძმა მატყუებს. გოგონების საპირფარეშოში იპარება, რომელიმე განყოფილებაში იკეტება და უთვალთვალებს მათ.

ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მოგვიანებით რომ არ წამეკითხა, უახლოეს ძმაკაცთან რამდენჯერმე ვიზასავეო... გაკვეთილებზე ფიქრობს მასწავლებლების სიკვდილზე. ჩამოწერილი აქვს ვინ როგორ სურს, რომ მოკლას. სკოლელ ბიჭებს ძალით აღიზიანებს, რომ იჩხუბონ და ვინც სუსტი შეხვდება იმდენხანს ურტყამს სანამ სისხლს არ ადენს. სისხლის ყურება სიამოვნებს.

,,უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდა, ეს რომ დედაჩემს ვუთხრა ცოცხლად გამატყავებს, ალბათ... მზარეული უნდა გამოვიდე." ნეტავ, ამ წინადადების გაგრძელება არ წამეკითხა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანის ხორცით სურს კერძების მომზადება და ხალხის გამასპინძლება. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი სერიალის ან ფილმის გავლენაა. სასწრაფოდ დავხურე დღიური. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილის ჩანაწერებს ვკითხულობდი.

დისკის ჩართვამდე დიხანს ვიფიქრე. ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ვიდეო ჩვენს სახლში დღისით იყო გადაღებული (სავარაუდოდ მაშინ როდესაც მე და ნიკა სახლში არ ვიყავით.) სამზარეულოში იჯდა, წინ მოხარშული ხორცი და დანა-ჩანგალი ედო. ძალიან კმაყოფილი სახით მიირთმევდა ხორცს. არაფერი უთქვამს, ბოლომდე რომ დაამთავრა კამერაში გაიღიმა და გამორთო.

შეიძლება ადამიანის ხორცი ეჭამა? კი, მაგრამ საიდან უნდა მოეტანა? ხორცის საყიდლად ხშირად ვუშვებდი... შეიძლება მეც გამეკეთებინა სადილი იმ ხორცით? თუ ყველაფერი რაც წავიკითხე, მართალია, ან ავადმყოფია ჩემი შვილი ან ვერ განვახორციელე ჩანაფიქრი. რა შეცდომა დავუშვი?! მინდა მივხვდე, რომ ნიკასთანაც იგივე არ გავიმეორო...
დიკსი გამოვიღე და დავლეწე.

დღიური სამალავში შევდე. ალბათ გიგი უკვე მიხვდა, რომ მისი ბევრი, ბინძური საიდუმლო გავიგე. მეშინია სახლიდან არ გაიქცეს... ორი ღამე გავათენე, ვდარაჯობ. მინდა საუკეთესო ძმაკაცს ჩამოვაშორო. როგორც ჩანს, არც ის არის დალაგებული. არ ვიცი რა ვქნა.

მამამისს მოვუყვე? ვიდეოში ხომ ხმა არ ამოუღია... იქნებ უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადილი გასართობად ჩაწერა? მაგრამ თუ ასეა... რატომ მალავს? ბევრი ვარიანტი მიტრიალებს თავში, ექიმი, ციხე, საგიჯეთი, მამამისთან გაშვება... რა გავაკეთო?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
lele
Deda cud dgeshia namdvilad,hanibalis gavlenaa,,mara bavshvi fsiqologtan aris satarebeli,,,fsiqiatri aqet uaresad gaagijebs,,wmalebs daunishnaven rom eg shegrznebebi moudunos Guli gaxsnas..etyoba zalian eshinia dedisac da nervozi aq damartuli,,zogi deda zalian tvinis burgia,,,is xorci chveulebrivi iqneba,,,trakicc xom unda mag chanawerebis ganxorcielebas
16:23 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბექა
აუ იმ დრაკონს რამდენი თავი ქონდა
13:22 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Kats
vaime xalxo ra radiosavit chaixviet namdvili ambavia tu tkuili. Adamiani shesadzloa veravis ukveba am ambavs da ver axerxebs aset situaciashi azrebis tavmokras da anonimurad itxovss daxmarebas, ra ubedurebaa amdeni kritika, tkven ki girchevt rom aucileblad kargi ekimi aukvanot radgan am asakshi gardatexiis pazaa da upro meti kuradgeba esachiroeba, mamamissac utxarit radgan bichebs mama dzalian schirdebat aseti mentalobis dros, nu zogadad orive mshobeli
11:35 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნელსონ
სუფთა ბრაზილიური ვენესუელაათქო ვიტყოდი მაგრამ გადავასწარით ბრაზილიასაც :D :D
01:18 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ucnobi
ეგ რა არის ერთი ტიპი დაიჭირეს 25 წელი იჯდა კაცი ჭამია იყო სახლთან პატარა ბაღი ქონდა და ექსპერტ კრიმინალისტებმა ქექვა რომ დაიწყეს იმდენი ადამიანის ძვლები ნახეს რომ თავდაპირველად ეგონათ ძმათა სასაფლაო
00:39 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰანიბალი
ბავშვს ჰანიბალის გავლენა აქვს ჰაჰ ზის უყურებს სერიალს და ხალისობს და თავს ალბათ იმ პერსონაჟად წარმოიდგენს
00:26 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეს არის გამოგონილი ამბავი :) როდესაც მსგავსი რამ ხდება ,ასე სტატიების წერა კიარ იწყებენ არამდებ, მათ აზრებს ანხორციელებენ , რომელ დედას ექნება ასეთი ამბის შემდეგ ამ სტატიიისს გამოქვეყნება ? :დ სასცილოა, ეჰ არაფერი ეშლველებათ ქართვლებს
17:07 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მდააა!
ისა და ჩვენ ჟურნალისტებს რამე ეშველებათ?
15:18 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სონკა1
ძალიან მარტივი მისახვედრია, ბავშვს (რაღა "ბავშვს"?!) აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ესაჭირიება ფსიქოლოგის რჩევა. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს წერილი სინამდვილეს და სიმართლეს (ზოგს ხომ უყვარს სისულელეების გამოგონება, კითხვადი რომ გახადონ თავიანთი გაზეთები თუ საიტები?!), მაგრამ თუ მართლა თქვენ დაწერეთ, თავადაც სასწრაფოდ მიმართეთ ფსიქოლოგს! ( მე მაინც მგონია, გამოგონილია, რადგან დედებს ამ დროს სხვა ინსტიქტები ერთვებათ, ვიდრე წერილების წერა და ფაქტიურად უმოქმედობა.)
09:42 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ნუ გეშინიათ ქალბატონო,ვინმე კარგი ფსიქოლოგი მოძებნეთ,ჯერ თქვენ დაელაპარაკეთ და მერე ეცადეთ ტკბილი ენით თქვენი შვილი რამეფრად წაიყვანოთ,ცოტა ხნის შემდეგ კი ყველაფერი გვერდზე გადადეთ და ტქვენთან ერთად თანდათან ძალდატანების გარეშე ტაძარში დაიწყეთ სიარული,მამაოს დაელაპარაკეტ,მოუყევით თქვენს შვილზე რომ დაუახლოვდეს თქვენს შვილს და რაც უმთავრესია ილოცეთ თქვენ დედამ და ყველაფერი გამოსწორდება.
00:36 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS