26 მარტი, 2015
'' სიცოცხლე აღარ მინდა, ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მადა დამეკარგა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აღარასდროს შევჭამ საჭმელს, რესტორნებში ან კაფეებში სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. სერიოზულად დავფიქრდი ვეგეტერიანელი ხომ არ გავხდე...

ნანა 38 წლის:

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო
დედა ვყოფილიყავი და კარგი პიროვნებები აღმეზარდა.

გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.

3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად.

ნაწერები გადავიკითხე და შევძრწუნდი, კვირაობით, როდესაც ძმასთან ერთად ეკლესიაში ვუშვებ, თურმე მონასტერში არ მიდის და დახეტიალებენ ქუჩაში. ეს ჩემი პატარა ბიჭიც ხმას არ იღებს და არ მიმხელს რომ მისი ძმა მატყუებს. გოგონების საპირფარეშოში იპარება, რომელიმე განყოფილებაში იკეტება და უთვალთვალებს მათ.

ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მოგვიანებით რომ არ წამეკითხა, უახლოეს ძმაკაცთან რამდენჯერმე ვიზასავეო... გაკვეთილებზე ფიქრობს მასწავლებლების სიკვდილზე. ჩამოწერილი აქვს ვინ როგორ სურს, რომ მოკლას. სკოლელ ბიჭებს ძალით აღიზიანებს, რომ იჩხუბონ და ვინც სუსტი შეხვდება იმდენხანს ურტყამს სანამ სისხლს არ ადენს. სისხლის ყურება სიამოვნებს.

,,უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდა, ეს რომ დედაჩემს ვუთხრა ცოცხლად გამატყავებს, ალბათ... მზარეული უნდა გამოვიდე." ნეტავ, ამ წინადადების გაგრძელება არ წამეკითხა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანის ხორცით სურს კერძების მომზადება და ხალხის გამასპინძლება. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი სერიალის ან ფილმის გავლენაა. სასწრაფოდ დავხურე დღიური. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილის ჩანაწერებს ვკითხულობდი.

დისკის ჩართვამდე დიხანს ვიფიქრე. ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ვიდეო ჩვენს სახლში დღისით იყო გადაღებული (სავარაუდოდ მაშინ როდესაც მე და ნიკა სახლში არ ვიყავით.) სამზარეულოში იჯდა, წინ მოხარშული ხორცი და დანა-ჩანგალი ედო. ძალიან კმაყოფილი სახით მიირთმევდა ხორცს. არაფერი უთქვამს, ბოლომდე რომ დაამთავრა კამერაში გაიღიმა და გამორთო.

შეიძლება ადამიანის ხორცი ეჭამა? კი, მაგრამ საიდან უნდა მოეტანა? ხორცის საყიდლად ხშირად ვუშვებდი... შეიძლება მეც გამეკეთებინა სადილი იმ ხორცით? თუ ყველაფერი რაც წავიკითხე, მართალია, ან ავადმყოფია ჩემი შვილი ან ვერ განვახორციელე ჩანაფიქრი. რა შეცდომა დავუშვი?! მინდა მივხვდე, რომ ნიკასთანაც იგივე არ გავიმეორო...
დიკსი გამოვიღე და დავლეწე.

დღიური სამალავში შევდე. ალბათ გიგი უკვე მიხვდა, რომ მისი ბევრი, ბინძური საიდუმლო გავიგე. მეშინია სახლიდან არ გაიქცეს... ორი ღამე გავათენე, ვდარაჯობ. მინდა საუკეთესო ძმაკაცს ჩამოვაშორო. როგორც ჩანს, არც ის არის დალაგებული. არ ვიცი რა ვქნა.

მამამისს მოვუყვე? ვიდეოში ხომ ხმა არ ამოუღია... იქნებ უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადილი გასართობად ჩაწერა? მაგრამ თუ ასეა... რატომ მალავს? ბევრი ვარიანტი მიტრიალებს თავში, ექიმი, ციხე, საგიჯეთი, მამამისთან გაშვება... რა გავაკეთო?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
პრინცესა
სასწრაფოდ მოძღვართან გაკვეთილები. მოძღვრის ჩარევაა აუცილებელი და სწორი. რას უდგეხარ, მიდი მამაოსთან და გაესაუბრე, მოუყევი ყველაფერი, ასაკოვან მამაოსთან არ მიხვიდე, მიდი ისეთთან ძმაკაცურად რომ მოექცევა ჯერ შენს შვილს დიდი სიბრძნით
16:29 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sofo
Mozgvars daelaparake is dagexmareba
16:04 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარა ბებია
ავტორს მივმართავ: შვილო ნანა, ძვირფასო, რაც წავიკითხე ყველაზე ნაკლები "ცოდვა" ბიჭთან "ზასაობა" იყო და იქნებ მაგისკენ უბიძგო, ანუ დაისვა და უთხრა რომ ორ ბიჭს შორის ურთიერთობა არაა ცუდი და რომ შენ არ დაუშლი სახლში მოყვანას ძმაკაცის და ღამე ერთად დარჩენას. იგი ამით შებოჭილობისგან განთავისუფლდება და მოჭარბებულ ვნებებსაც გაანთავისუფლებს. ვიცი ძნელი იქნება ამის გაკეთება, მაგრამ იქნებ ღირდეს სახლში ცისფერი შვილი გყავდეს ვიდრე კაციჭამია. თან 21-ე საუკუნეში ჰომოსექსუალიზმი უკვე აღარ არის დაავადება. ღმერთმა სიკეთე მოგცეს.
12:42 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა1
წამალი გინდა? კო ბატონო - ტყვია შუბლში.
09:28 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
kuku
სუფტა ბასტი ბუბუა
20:20 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
kuku
tqven ra martla gjerat am sisulelis,sufta asaval-dasavalia.mayastomebshi mgonia tavi,ramden sisulelesac tu weren neta tviton tu kitxuloben,qali dardobs tu imaze fiqrobs vegetarianeli gaxdes,an sad iyo mand adamianis xorci,sufta basti bubu saitia ra.
20:17 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
დღიურების კითხვა უზრდელობაა, გამომდინარე იქიდან რო დღიურების კითხვას ბედავს ეს ქალი, ისეთი რაღაცეებიც ექნება გაკეთებული რამაც ამ ბავშვზე უარყოფითად უკვე მცირე ასაკში იმოქმედა და სამუდამოდ აურია ფსიქიკა. ასე რომ დაფიქრდით სანამ სხვის, თუნდაც შვილის პირად ცხოვრებაში დაუკითხავად ჩაიხედავთ. ბავშვი თავიდანვე დამოუკიდებელ პიროვნებად უნდა აღზარდოთ. სანამ საქართველოში 18 წლის ბიჭს დედის შეეშინდება არაფერიც არ გვეშველება
15:53 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არუნდა დაუმალოთ ქმარს აუცილებლად მიმართეთ ექიმს ამის ასე კურება და დაკვირვება და და პიქრი მარტალაი თუ არა გააკეთEბს თუ არა ამას ასე კურება არუნდა ბავსშვს სჭირდება სერიოზული დახმარება
17:35 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გირჩევთ სასწრაფოდ ჩარიოთ ფსიკოლოგები,აუცილებელია ამ ბავშვისთვის მკურნალობა ჩაკეტილ გაღემოში რომ ვინმეს ზარალი არ მიაკენოს,ეს რაც შეიზლება მალე გააკეთეთ რომ ცოდვა არ დაიდვათ ვინმესი,და რაც მთავარია არ დაკარგოთ შვილიც,ასევე იფიკრეთ მეორე შვილზეც რო არ აიკოლიოს თავის ჩანაფიკრებზე
00:13 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ქალბატონო, მართლა შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ჩემი რჩევა იქნება მამას შეატყობინეთ აუცილებლად, ყველაზე მთავარი ბავშვის სწორ გზაზე დაყენებაა, იქნებ მოახერხოთ და ფსიქოლოგს შეახვედროთ ბავშვი და ბოლოს ილოცეთ, დედის ლოცვა უძლიერესია, უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს
22:56 / 29-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS