,, ორი თვის წინ მქონდა სექსი... არასდროს მოუნიჭებიათ ჩემთვის მსგავსი სიამოვნება. რამდენჯერაც ვფიქრობდი როგორ გამაშიშვლა ვწითლდებოდი და იგივეს გამეორება მინდოდა. კაცი, რომელმაც ჩემი ფიქრები მოიცვა ჩემი ქმარი არ ყოფილა.
ყველაფერს თავიდან მოგიყვებით...
ბექა სამსახურში გავიცანი. სტაჟიორად ავიყვანეთ. ხშირად დამყვებოდა აქეთ-იქით და მაკვირდებოდა მუშაობის პროცესში. საღამოობით თეორიას სწავლობდა და რაიმე შეკითხვები თუ ჰქონდა მობილურით მიკავშირდებოდა. მიმოწერა ჩვევაში გადაგვეზარდა, საერთოდ
ჩემი ქმარი გაფრთხილებული მყავდა არ დააგვიანო-მეთქი. მინდოდა ისინი ერთმანეთისთვის გამეცნო. დაახლოებით ორ საათში მუღლემ დამირეკა და მითხრა რომ ვერაფრით ახერხებდა შინ დროულად დაბრუნებას. მოგვიანებით გამომიტყდა, რომ იმ დღეს თავის სტუდენტობის მეგობარ მარიამთან მიღალატა. გაბრაზების უფლება არ მქონდა, რადგან თავადაც მქონდა სექსი ჩემს თანამშრომელთან, პლუს მის მიერ ნაყიდ სავარძელზე.
დავსხედით და მომხდარი განვიხილეთ. გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის მიუღებელი, მაგრამ ჩვენთვის კომფორტული წესები შეგვემუშავებინა. ორივეს გვქონდა სექსი ვისთანაც გვინდოდა, როცა გვსურდა და რამდენხანსაც ჩვენს გულებს გაუხარდებოდა.
ამჟამად რამდენიმე პრობლემის წინაშე ვდაგავრ, რომლის მოგვარებაშიც თქვენი დახმარება მიჭირდება:
1. გუშინ წინ ტესტმა მაჩვენა, რომ ორსულად ვარ. თავს ვიცავდი, არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა.
წარმოდგენა არ მაქვს მამა ვინ არის და სავარაუდოდ სანამ ბავშვი არ გაჩნდება ვერც გავიგებ. ქმარს ვუთხრა, უბრალოდ მოვიშორო თუ ყველა კაცს ჩამოვურეკო და ვკითხო შვილის ყოლაზე უფიქრიათ თუ არა?
2. გუშინ შევამჩნიე, რომ ჩემი მეუღლე ძალიან იშვიათად ატარებს ჩემთან ერთად ღამეს. ორივესთვის მისაღები წესების მიუხედავად, ოჯახი გვენგრევა?
3. ბოლოს როცა მის მობილურში ჩავიხედე გული გამისკდა ისეთი ფოტოები ჰქონდა გადაღებული ქალებთან ერთად. აშკარად ვიეჭვიანე და გული მეტკინა. არ ვიცი როგორ მოვერიო ამ ეჭვიანობის გრძნობას...
რადა მახარაძე