20 მარტი, 2015
ქალზე გავთხოვდი და აღმოვაჩინე, რომ მამაკაცი მომწონს - ემიგრანტის მძიმე წერილი
ვასრულებთ დაპირებას და ,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე მოსული წერილების წაკითხვის საშუალებას გაძლევთ. ამჯერად თავის ისტორიას ემიგრანტი მაცაცო გვიყვება.

,, თვრამეტი წელი, რომ შემისრულდა ჩემს პირველ შეყვარებულთან, ლევანისთან, სექსი მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მიზიდავდა. რამდენჯერაც ინტიმს მთხოვდა გავურბოდი. საბოლოოდ ვუთხარი, რომ არაფერი გამოგვივიდოდა და დავშორდი.

შეძლებული ოჯახიდან ვარ, მშობლებმა საზღვარგარეთ გამიშვეს სასწავლებლად. უნივერსიტეტში მია გავიცანი. მიას დედ-მამა გაშორებულები იყვნენ, ერთი პუერტო-რიკოში ცხოვრობდა, მეორე საფრანგეთში. ორივე უგზავნიდა ფულს.

დამეგობრების შემდეგ, კურსელმა მასთან საცხოვრებლად გადასვლა
შემომთავაზა. ძალიან გამახარა ამ ამბავმა, რადგან საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვას მოვახერხებდი. თავის რჩენისთვის მუშაობა აღარ მომიწევდა და მხოლოდ სწავლაზე გადავერთვებოდი.

მია და მე სულ ერთად ვატარებდით დროს. გამალაღა, საკუთარი თავი მაპოვნინა, ისეთი თვისებები აღმომაჩენინა, რომლითაც დღესაც ვამაყობ. ცხოვრების გემო ვიგრძენი. ისეთი განცდა მქონდა რომ გასული წლების განმავლობაში მდინარეში ჩაგდებული მორი ვიყავი, რომელიც წყლის მიმართულებით მიცურავდა. შევიცვალე და მდინარის საპირისპიროდ ცურვა ვისწავლე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ყოველგვარი განსხვავებული სექსუალური კავშირი ფსიქოლოგიური ან ჰორმონალური გადახრა იყო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა.

მიას ძალიან ლამაზი სხეული ჰქონდა და სახლში სამოსის გარეშე (ხანდახან საცვალიც კი არ ეცვა) სიარული უყვარდა. ასეთ ფორმაში აივანზე გასვლაც კი შეეძლო. მეზობლის ბიჭები დადარაჯებულები იყვნენ მათი მეზობელი ყავით ხელში, მოსაწევად როდის გავიდოდა.

მიას დაბადების დღე ღამის კლუბში ავღნიშნეთ და ძალიან ბევრი დავლიეთ. მეორე დღეს გასაუბრებაზე ვიყავი წასასვლელი ამიტომ გადაცწყვიტე ღამე მებანავა, იქნებ უფრო მალე გამოვსულიყავი სიმთვრალიდან და დილას არ მქონოდა ნაბახუსევი. სააბაზანოში, წყლის ქვეშ რომ დავდქი მიამ შემომაკითხა და ტანზე გახდა დაიწყო.

გაკვირვებულმა შევხედე. მეც მინდა გამოფხიზლებაო დაიჩემა. ღრუბელს დაწვდა და ტანი გამიქაფა. მერე ეუეცრად კოცნა დამიწყო. წვრილმანებში რომ არ მოგიყვეთ, თვადაც მიხვდებით, რომ იმ ღამეს სექსი გვქონდა. ადამიანთან სექსის შემდეგ შეუძლებელია მას ჩვეულებრივი მეგობარივით შეხედო, საყვარლები გავხდით.

მიას ძალიან უნდოდა ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცა. ვიწრო წრეში ვიქორწინეთ, ჩვენი რამდენიმე საერთო მეგობარი და მისი მშობლები დავპატიჟეთ. ჩემი ცოლის (ქმრის?!) დედ-მამამ ყოველთვის იცოდა თავისი შვილის ორიენტაცია, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ და არც უარი უთქვამთ.

სიანტერესო არის ის, რომ მიას გაცნობისას თავისი ორიენტაციის შესახებ არაფერი გაუმხელია. იქნებ ლესბოსელთან ცხოვრებას არც დავთანხმებულიყავი.

ჩემებისთვის არფერი გამიმხელია. ვუთხარი, რომ კარგ ადგილას დავიწყე მუშაობა და ვერაფრით დავბრუნდებოდი სამშობლოში.

ქორწინებიდან წელიწადნახევარში მართლაც რომ არაჩვეულებრივი სამსახური ვიპოვე! მაღალი ანაზღაურებით, კომფორტული სამუშაო გარემოთი და არც თუ ისე აუტანელი კოლეგებით. ჩვენი უფროსი, ჯეიმზი, კომპანიაში უკლებლივ ყველა ქალს უყვარდა.

ოფისში რომ შემოდიოდა ყველა ფეხზე ვდგებოდით, ის კი გვეხუმრებოდა,მოკითხვა არასდროს ავიწყდებოდა, მის პერსონალურ მსახურს (რომელსაც მხოლოდ თავაზიანობისთვის მოიხსენიებდა, როგორც მდივანს) ხანდახან ჩვენთვის ტკბილეულისა და ყავის ამოტანას ავალებდა.

ავადმყოფობის შემთხვევაში ყველას ყვავილებსა და მოკითხვის ბარათს გვიგზავნიდა. არასდროს ჩხუბობდა, თუმცა საჭირო შემთხვევაში მკაცრიც იყო. პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და გემოვნებიანად ეცვა. ამ ყველაფერთნ ერთად, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, ნავარჯიშები სხეულით, მწანე თვალებითა და წაბლისფრი ტალღოვანი თმით.

ხორბლისფერი კანი ჰქონდა, კბილები მუდამ თეთრად უელავდა, ძალიან სასაიმოვნო სურნელს ტოვებდა. დაახლოებით ისეთი იყო ფილმებში, რომ ნახულობენ ქალები და მასზე ოცნებაში ატარებენ დარჩენილ სიცოცხლეს. რამდენჯერმე სახლში მანქანით გამიყვანა.

ზოგჯერ გვიანობამდე მიწვდა სამსახურში ყოფნა და ერთად ვმუშაობდით. შუადღეს ლანჩზე მეპატიჟებოდა.
ერთხელ ჯეიმზმა კორპორაციულ საღამოზე მისი მეწყვილეობა მთხოვა. კაბა თავად შემირჩია და სახლში გამომიგზავნა. მიას არ მოეწონა ეს ამბავი და ეჭვიანობის სცენა გამიმართა. ვიჩხუბეთ.

წვეულებისთვის მაინც გამოვიპრანჭე და წავედი. ჩემს უფროსთან ერთად სასიამოვნო დრო გავატარე. აღმოჩნდა, რომ საუცხოოდ გამოსდიოდა ცეკვა!

შეუღლების იუბილეზე, როდესაც მიამ სახლში რომანტიკული ვახშამი დამახვედრა, მივხვდი რომ ჩემი ცოლი კი არა, მომხიბვლელი და ქარიზმატული ჯეიმზი მიყვარდა... და მინდოდა, რომ მაიას მაგივრად ჯეიმზთან ერთად ვყოფილიყავი.
ბედის ირონიაც ამას ჰქვია.

არ ვიცი რა გავაკეთო. არ მინდა მიას გული ვატკინო, რადგან, როგორც ადამიანი ძალიან ძვირაფსია ჩემთვის, თუმცა არ შემიძლია სექსი მქონდეს ქალთან მაშინ როდესაც მამკაცი მიყვარს.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ელენე
ყველაფერს აქვს საზღვარი. ამ სტატიების წაკითხვის საშუალება აქვთ არასრულწლოვნებსაც და ამაზე ჟურნალის რედაქციამ უნდა იფიქროს მგონი! კარს მიღმა ლოგინში ვინ რას გააკეთებს და ვინ ვისთან იწვება ეს არავის საქმე არაა, მაგრამ არც ამის გამოაშკარავების საჭიროება არ არსებობს. უბედურება ისაა, რომ ცდილობთ გაევროპელებას ასეთი უაზრო გზებით.საშინელი და საცოდავი ერი ვართ
17:01 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
დარჩი რაა მანდ არ ჩემეეთრიო
01:17 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარია
ვიღაცამ "ყველაზე თბილი ლურჯი ფერიას" უყურა და გვიყვება ახლა.
01:06 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
სულ მალე იქნება მეორედ მოსვლა.....და ჯოჯოხეთში მოხვდებით თქვე გათახსირებულო ახალგაზრდობავ....თქვენ წაბილწეთ ქართული სული.....ასეთ რამეებს როგორ უნდა აქვეყნებდეთ????? ცხელი შანთით უნდა დაღდაღონ კაცმა ცხენივით, თქვე გარყვნილებო...ზღვაში დაგძირონ უნდა....დაგწყევლონ ღმერთმა!!!!!!
20:16 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რადა მახარაძე
სოციალურ ქსელში ძიებაში ჩაწერეთ რადა მახარაძე(ქართული შრიფტით) და მომწერეთ თქვენი ისტორიები.
17:53 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
rogor unda davbechdo am kadegorishi istoria?iqneb mitxrat vinmem?
23:35 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თათა
ასეთ დებილობებს ვინც გამოაქვეყნებს ის სულელია და ვერ არის ..ავადმყოფები ხართ. ...
21:57 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა (ზურას)
ამ ისტორიის კითხვა რომ დავიწყე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემმა დაქალმა სახელი გადაირქვა და ამერიკიდან მოგწერათ, მაგრამ ბოლომდე რომ ჩავედი მივხვდი, რომ სხვა გიყვებოდათ, ჩემი აზრით, თავის პირად ტრაგედიას. ჩემს მეგობარს შეცვლილი სახელით მოვიხსენიებ. ნინო და მე სკოლიდან ერთად მოვდივართ.არასდროს გამოუვლენია ლესბოსური გადახრები, უცხოეთში რომ წავიდა რამდენიმე წლის შემდეგ შემეხმიანა და მომიყვა, რომ ქალზე იქორწინა.პირველი ეს ვკითხე, მოქალაქეობის მიღებისთVის გააკეთე ეს?! მან კი მიპასუხა რომ არა. ზურა, სხვათაშორის ფინანსური პრობლემები არანაერი წინააღმდეგობა არ არის წყვილისთVის თუ მაქთ ფული აქვთ. ამ ისტორიაში კი ჩანს, რომ მიას მშობლები აშკარად ფულიანები არიან და შვილს უზრუნველყოფენ მაგ კუთხით. მე როგორც მივხვდი წერილიდან გამომდინარე მხოლოდ მაცაცოა ქართველი და არა მია. ამიტომ გამიკვირდა როცა ზურას კომენტარში მოვიკითხე ქართველი ქალებიო... ვფიქრობ წაკითხულის გზაარეასთან ზოგიერთს (არა მარტო ზურას) სერიოზული პრობლემა აქვს. ზურა, ერთმანეთზე არ ეჭვიანობენო?? შენ ჩემი ნინი უნდა ნახო! როდესაც ადამიანი არ გიყვარს ალბათ ადვილად უნაწილებ მის თავს სხვას, მაგრამ როდესაც შენთვის ძვირფასია მხოლოდ შენთVის გინდა. ლესბოსელი ხარ თუ ცისფერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში ნინიმ ასე დამანახა ეს მე. აი ბისექსუალობას რაც შეეხება. ბისექსუალს (ისევე როგორც ჰომოსექსუალს) აუცილებელი არაა ორგია აინტერესებდეს. შეიძლება ცხოვრების ერთ მომენტში ბისექსუალი კაცთან იყოს და სხვა დროს ქალთან. გააჩნია გარყვნილებისა და სექსუალური მოთხოვნილებების დონეს.. ალბათ ნინი ჩემს კომენტარს რომ კითხულობდეს არ მაპატიებდა... მინდა ნინიმაც აღმოაჩინოს რომ მამაკაცი შეუყვარდა და მას გაყვეს ცოლად.
13:04 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
ამიდგა ამ სიბერეში და გაიხარეთ
12:56 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
შენ და მიას ერთად მიგასვავდით ერთი გემრიელად და გაიგებდით ვის რა მოსწონს.
10:06 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS