20 მარტი, 2015
ქალზე გავთხოვდი და აღმოვაჩინე, რომ მამაკაცი მომწონს - ემიგრანტის მძიმე წერილი
ვასრულებთ დაპირებას და ,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე მოსული წერილების წაკითხვის საშუალებას გაძლევთ. ამჯერად თავის ისტორიას ემიგრანტი მაცაცო გვიყვება.

,, თვრამეტი წელი, რომ შემისრულდა ჩემს პირველ შეყვარებულთან, ლევანისთან, სექსი მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა. მივხვდი, რომ საერთოდ არ მიზიდავდა. რამდენჯერაც ინტიმს მთხოვდა გავურბოდი. საბოლოოდ ვუთხარი, რომ არაფერი გამოგვივიდოდა და დავშორდი.

შეძლებული ოჯახიდან ვარ, მშობლებმა საზღვარგარეთ გამიშვეს სასწავლებლად. უნივერსიტეტში მია გავიცანი. მიას დედ-მამა გაშორებულები იყვნენ, ერთი პუერტო-რიკოში ცხოვრობდა, მეორე საფრანგეთში. ორივე უგზავნიდა ფულს.

დამეგობრების შემდეგ, კურსელმა მასთან საცხოვრებლად გადასვლა
შემომთავაზა. ძალიან გამახარა ამ ამბავმა, რადგან საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვას მოვახერხებდი. თავის რჩენისთვის მუშაობა აღარ მომიწევდა და მხოლოდ სწავლაზე გადავერთვებოდი.

მია და მე სულ ერთად ვატარებდით დროს. გამალაღა, საკუთარი თავი მაპოვნინა, ისეთი თვისებები აღმომაჩენინა, რომლითაც დღესაც ვამაყობ. ცხოვრების გემო ვიგრძენი. ისეთი განცდა მქონდა რომ გასული წლების განმავლობაში მდინარეში ჩაგდებული მორი ვიყავი, რომელიც წყლის მიმართულებით მიცურავდა. შევიცვალე და მდინარის საპირისპიროდ ცურვა ვისწავლე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ყოველგვარი განსხვავებული სექსუალური კავშირი ფსიქოლოგიური ან ჰორმონალური გადახრა იყო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა.

მიას ძალიან ლამაზი სხეული ჰქონდა და სახლში სამოსის გარეშე (ხანდახან საცვალიც კი არ ეცვა) სიარული უყვარდა. ასეთ ფორმაში აივანზე გასვლაც კი შეეძლო. მეზობლის ბიჭები დადარაჯებულები იყვნენ მათი მეზობელი ყავით ხელში, მოსაწევად როდის გავიდოდა.

მიას დაბადების დღე ღამის კლუბში ავღნიშნეთ და ძალიან ბევრი დავლიეთ. მეორე დღეს გასაუბრებაზე ვიყავი წასასვლელი ამიტომ გადაცწყვიტე ღამე მებანავა, იქნებ უფრო მალე გამოვსულიყავი სიმთვრალიდან და დილას არ მქონოდა ნაბახუსევი. სააბაზანოში, წყლის ქვეშ რომ დავდქი მიამ შემომაკითხა და ტანზე გახდა დაიწყო.

გაკვირვებულმა შევხედე. მეც მინდა გამოფხიზლებაო დაიჩემა. ღრუბელს დაწვდა და ტანი გამიქაფა. მერე ეუეცრად კოცნა დამიწყო. წვრილმანებში რომ არ მოგიყვეთ, თვადაც მიხვდებით, რომ იმ ღამეს სექსი გვქონდა. ადამიანთან სექსის შემდეგ შეუძლებელია მას ჩვეულებრივი მეგობარივით შეხედო, საყვარლები გავხდით.

მიას ძალიან უნდოდა ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცა. ვიწრო წრეში ვიქორწინეთ, ჩვენი რამდენიმე საერთო მეგობარი და მისი მშობლები დავპატიჟეთ. ჩემი ცოლის (ქმრის?!) დედ-მამამ ყოველთვის იცოდა თავისი შვილის ორიენტაცია, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ და არც უარი უთქვამთ.

სიანტერესო არის ის, რომ მიას გაცნობისას თავისი ორიენტაციის შესახებ არაფერი გაუმხელია. იქნებ ლესბოსელთან ცხოვრებას არც დავთანხმებულიყავი.

ჩემებისთვის არფერი გამიმხელია. ვუთხარი, რომ კარგ ადგილას დავიწყე მუშაობა და ვერაფრით დავბრუნდებოდი სამშობლოში.

ქორწინებიდან წელიწადნახევარში მართლაც რომ არაჩვეულებრივი სამსახური ვიპოვე! მაღალი ანაზღაურებით, კომფორტული სამუშაო გარემოთი და არც თუ ისე აუტანელი კოლეგებით. ჩვენი უფროსი, ჯეიმზი, კომპანიაში უკლებლივ ყველა ქალს უყვარდა.

ოფისში რომ შემოდიოდა ყველა ფეხზე ვდგებოდით, ის კი გვეხუმრებოდა,მოკითხვა არასდროს ავიწყდებოდა, მის პერსონალურ მსახურს (რომელსაც მხოლოდ თავაზიანობისთვის მოიხსენიებდა, როგორც მდივანს) ხანდახან ჩვენთვის ტკბილეულისა და ყავის ამოტანას ავალებდა.

ავადმყოფობის შემთხვევაში ყველას ყვავილებსა და მოკითხვის ბარათს გვიგზავნიდა. არასდროს ჩხუბობდა, თუმცა საჭირო შემთხვევაში მკაცრიც იყო. პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და გემოვნებიანად ეცვა. ამ ყველაფერთნ ერთად, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, ნავარჯიშები სხეულით, მწანე თვალებითა და წაბლისფრი ტალღოვანი თმით.

ხორბლისფერი კანი ჰქონდა, კბილები მუდამ თეთრად უელავდა, ძალიან სასაიმოვნო სურნელს ტოვებდა. დაახლოებით ისეთი იყო ფილმებში, რომ ნახულობენ ქალები და მასზე ოცნებაში ატარებენ დარჩენილ სიცოცხლეს. რამდენჯერმე სახლში მანქანით გამიყვანა.

ზოგჯერ გვიანობამდე მიწვდა სამსახურში ყოფნა და ერთად ვმუშაობდით. შუადღეს ლანჩზე მეპატიჟებოდა.
ერთხელ ჯეიმზმა კორპორაციულ საღამოზე მისი მეწყვილეობა მთხოვა. კაბა თავად შემირჩია და სახლში გამომიგზავნა. მიას არ მოეწონა ეს ამბავი და ეჭვიანობის სცენა გამიმართა. ვიჩხუბეთ.

წვეულებისთვის მაინც გამოვიპრანჭე და წავედი. ჩემს უფროსთან ერთად სასიამოვნო დრო გავატარე. აღმოჩნდა, რომ საუცხოოდ გამოსდიოდა ცეკვა!

შეუღლების იუბილეზე, როდესაც მიამ სახლში რომანტიკული ვახშამი დამახვედრა, მივხვდი რომ ჩემი ცოლი კი არა, მომხიბვლელი და ქარიზმატული ჯეიმზი მიყვარდა... და მინდოდა, რომ მაიას მაგივრად ჯეიმზთან ერთად ვყოფილიყავი.
ბედის ირონიაც ამას ჰქვია.

არ ვიცი რა გავაკეთო. არ მინდა მიას გული ვატკინო, რადგან, როგორც ადამიანი ძალიან ძვირაფსია ჩემთვის, თუმცა არ შემიძლია სექსი მქონდეს ქალთან მაშინ როდესაც მამკაცი მიყვარს.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
anano
რეიტინგს რეიტინგი დაუვარდა და ტყუილების წერა დაიწყო , ვაი ,ვაი საცოდავებოოო, (D)
09:33 / 28-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
უნიჭო და უზნეო ზღაპარი.ტვინს ურეცხავენ ახალგაზრდობას,რომ ეს საზიზღრობა ნორმად ჩათვალონ.:(
13:50 / 27-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მია
ზღაპარ იყო ,ზღაპარ იყო... ქატო იქა,ფქვილი აქა.. )))
21:21 / 30-03-2016
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
სტატიამ არა, მაგრამ კომეტარებმა მაგრად გამახალისა, განსაკუთრებით მომეწონა მამუკას კომენტარი ("ამიდგა ამ სიბერეში და გაიხარეთ.").
18:01 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ოე
ეჰ მაგარი მია, მაგარი ჯეელი... ქურქის ზღაპარი... ჰოლივუდის კინო... მაგარია მოვალეებს, ბანკებს და მევახშეებს მოუყევი იქნებ დრო გაწელონ
16:25 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS