19 მარტი, 2015
"6 წლით უმცროსი ფერეიდნელი ბარძიმი შემიყვარდა, მაგრამ ქმრისგან რაღაც ძალა არ მიშვებს''
,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე არ წყდება წერილები მკითხველებისგან. ჩვენ ნელ-ნელა მოგცემთ მათი წაკითხვის საშუალებას. ამჯერად 28 წლის სოფო გამოგვეხმაურა:

,,ოთხი წელია გათხოვილი ვარ. სამწლიანი დაორსულების მცდელობების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი,თემური, უშვილოა. თურმე თავად სცოდნია ამის შესახებ, მაგრამ მიმალავდა. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ჩემი მეუღლის დუმილმა, რომელიც ღალატს უდრის, იმედები, გეგმები და ოცნებები დამინგრია.

ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი, ოთხი ან ხუთი შვილი. სახელებიც კი შერჩეული მქონდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბავშვი მეშვილებინა, რაზეც დედამთილ-მამამთილმა კატეგორიული უარი
განმიცხადა. არც თემურიმ დამიჭირა მხარი, ამიტომ ფარ-ხმალი დავყარე და მათ ნებას დავმორჩილდი.

საკუთარმა უსუსურობამ და რეალობამ, რომელიც სამუდამოდ უშვილობას მიქადნიდა, დეპრესიაში ჩამაგდო. ვცდილობდი მეუღლისთვის არაფერი მეგრძნობინებინა და ჩემთვის ურთულესი პერიოდი მისი დახმარების გარეშე გადამეტანა.

მეგობარმა მირჩია, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, მაგრამ საქართველოში ჯერ პრობლემების მოგვარების ასეთ მიდგომას ფესვები არ გაუდგამს. ხსნა ინტერნეტში დავინახე. სრულიად უცნობ ხალხთან მქონდა მიმოწერები. ჩემთვის უმნიშვნელო იყო მათი სქესი, ასაკი ან პროფესია. ზოგად თემებზე ვსაუბობდით.

ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემზე ექვსი წლით უმცროსი ფერეიდნელი ბიჭი, ბარძიმი, გავიცანი. ინგლისური ორივემ ვიცოდით და ურთიერთობა გაგვიადვილდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა უცნობთან გულახდილობა, ვიდრე ახლობლებთან. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

საბოლოო ჯამში რეალურ სამყაროს მოვწყდი და ვირტუალურზე გადავერთე. მე და ბარძიმი ერთმანეთს ძალიან მივეჩვიეთ, ერთმანეთის ცოცხალ დღიურებად ვიქეცით. საშუალებას როგორც კი ვპოულობდი სკაიპით ვურეკავდი. დღეს უკვე მასზე ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ჩემს დუმილშიც კი შეუძლია ამოიცნოს ჩემი განცდები.

ერთი კვირის წინ ბარძიმი სიყვარულში გამომიტყდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობა იცის. არ დამიმალავს, რომ მეც იგივეს ვგრძნობ. შემომთავაზა ჩამოგაკითხავ და ევროპაში ან ამერიკაში გავიპაროთო.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... დავანგრიო ოჯახი თუ სიყვარული ჩავიკლა გულში? ინტუიცია მკარნახობს, რომ ბარძიმთან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამასთან ერთად, რაღაც უხილავი ძალა თემურისგან არ მიშვებს."

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ლევანი
Kargia gayevi mere sadme organoebad chagabarebs,meti tvini mainc ar gakvs tu mase ginda gashordi da kacebis meti ra aris gatxovdebi da shvilebic geyoleba ise kmris zurgs ukan rom vigacas siyvaruls eficebi ar xar kargi kali es sul minimum uzneobaa galati rom ar davarkva
12:33 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა სყულელი ქალი ხარ, სხვას კი არა საკუტარ ტავს და გულს დაეკიტყხე, ტუ არ გიყვარს იმას გაყევი ვინც გიყვარს მასე როგორ უნდა იცხოვრო ახალგზრდამ
18:25 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
თუ შვილი არ ჰყავს,თავისი ბრალია და იმაზე არ მიდის ბავშვი აიყვანოს,როცა ქალს შვილი უნდა ეს უკვე მეტისმეტია,ქალი სჭირდება მომვლელად მარტო,სჯობია წამოხვიდე სახლიდან.
22:19 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Nინორე
ყველამ ტქვენ ტავებს მიხედეტ თQვე ტვინიკოსებო და შHენ კიდე გოგონი თIუ ქსლბატონო აქამდე Uნდა გეფიქრა გაცილება იმიტომ რომ ქალი შHვილის გარესჰე როგორც Vარდი უდაბნოსჰი ისეა ცადი და შEნ ტავს ეცი Pატივი მიხედე შEნს ცხოვრებას გაასწარი
20:51 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
jiji
:-D:-D
00:03 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS