19 მარტი, 2015
"6 წლით უმცროსი ფერეიდნელი ბარძიმი შემიყვარდა, მაგრამ ქმრისგან რაღაც ძალა არ მიშვებს''
,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე არ წყდება წერილები მკითხველებისგან. ჩვენ ნელ-ნელა მოგცემთ მათი წაკითხვის საშუალებას. ამჯერად 28 წლის სოფო გამოგვეხმაურა:

,,ოთხი წელია გათხოვილი ვარ. სამწლიანი დაორსულების მცდელობების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი,თემური, უშვილოა. თურმე თავად სცოდნია ამის შესახებ, მაგრამ მიმალავდა. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ჩემი მეუღლის დუმილმა, რომელიც ღალატს უდრის, იმედები, გეგმები და ოცნებები დამინგრია.

ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი, ოთხი ან ხუთი შვილი. სახელებიც კი შერჩეული მქონდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბავშვი მეშვილებინა, რაზეც დედამთილ-მამამთილმა კატეგორიული უარი
განმიცხადა. არც თემურიმ დამიჭირა მხარი, ამიტომ ფარ-ხმალი დავყარე და მათ ნებას დავმორჩილდი.

საკუთარმა უსუსურობამ და რეალობამ, რომელიც სამუდამოდ უშვილობას მიქადნიდა, დეპრესიაში ჩამაგდო. ვცდილობდი მეუღლისთვის არაფერი მეგრძნობინებინა და ჩემთვის ურთულესი პერიოდი მისი დახმარების გარეშე გადამეტანა.

მეგობარმა მირჩია, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, მაგრამ საქართველოში ჯერ პრობლემების მოგვარების ასეთ მიდგომას ფესვები არ გაუდგამს. ხსნა ინტერნეტში დავინახე. სრულიად უცნობ ხალხთან მქონდა მიმოწერები. ჩემთვის უმნიშვნელო იყო მათი სქესი, ასაკი ან პროფესია. ზოგად თემებზე ვსაუბობდით.

ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემზე ექვსი წლით უმცროსი ფერეიდნელი ბიჭი, ბარძიმი, გავიცანი. ინგლისური ორივემ ვიცოდით და ურთიერთობა გაგვიადვილდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა უცნობთან გულახდილობა, ვიდრე ახლობლებთან. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

საბოლოო ჯამში რეალურ სამყაროს მოვწყდი და ვირტუალურზე გადავერთე. მე და ბარძიმი ერთმანეთს ძალიან მივეჩვიეთ, ერთმანეთის ცოცხალ დღიურებად ვიქეცით. საშუალებას როგორც კი ვპოულობდი სკაიპით ვურეკავდი. დღეს უკვე მასზე ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ჩემს დუმილშიც კი შეუძლია ამოიცნოს ჩემი განცდები.

ერთი კვირის წინ ბარძიმი სიყვარულში გამომიტყდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობა იცის. არ დამიმალავს, რომ მეც იგივეს ვგრძნობ. შემომთავაზა ჩამოგაკითხავ და ევროპაში ან ამერიკაში გავიპაროთო.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... დავანგრიო ოჯახი თუ სიყვარული ჩავიკლა გულში? ინტუიცია მკარნახობს, რომ ბარძიმთან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამასთან ერთად, რაღაც უხილავი ძალა თემურისგან არ მიშვებს."

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
დალი
შენ რომ ყოფილიყავი უშვილო, ნასკივით მოგისვრიდნენ!!!! საკუთარ მომავალზე იფიქრე,უშვილოდ რატომ უნდა დარჩე? სიყვარული სწორედ შვილშია! ბედი თუ გეწვია ხელს ნუ კრავ, შვილი მაინც დაგრჩება ქმარიც ღმერთმა ქნას გამოგადგეს! ასე რომ საკუთარი თავი ყველაფერზე წინ დააყენე!
20:25 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ამ წერილის წკითხვის შემდეგ პირველად გამიჩნდა შენთვის რჩევა მომეცა . იცი , რა მარტივად გაქვს ყველაფერი და არ იცი , უბრალოდ გეშინია . შენზეა დამოკიდებული , ბედნიერი იქნები თუ უბედური . შენი ქმარი ერთი ჩვეულებრივი არაკაცია , რომელმაც შენი გრძნობები ფეხით გათელა და მოგატყუა , იმის ღირსადაც არ ჩაგთვალა რომ თავისი უშვილობის შესახებ ეთქვა დაქორწინებამდე . მ,ას რომ უყვარდე და შენი ბედნიერება სურდეს , თავისნაირ შეუგნებელი მშობლებს არ მისცემდა უფლებას შენთვის ეკარნახათ , რა გექნა და როგორ . იმისი სურვილიც არ გაუჩნდა რომ შენი ტკივილი შენთან ერთად გადაეტანა და ასაერთოდ , შვილის აყვანის უფლება მოეცა . როგორც ამბობ , ბარძიმი ის ადამიანია ვისაც შენი უსიტყვოდ ესმის , უყვარხარ და პატივს სცემ . რატომ არ გინდა საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცე ? ან რა არის საფიქრალი , როგორ უნდა იცხოვრო იმ შენს შეუნებელ და ამება ქმართან ? იცოდე შენს ხელთაა ბედნიერება და დროზე აირჩიე , თორემ მთელი ცხოვრება ინანებ და უბედური იქნები .
17:28 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS