19 მარტი, 2015
"6 წლით უმცროსი ფერეიდნელი ბარძიმი შემიყვარდა, მაგრამ ქმრისგან რაღაც ძალა არ მიშვებს''
,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე არ წყდება წერილები მკითხველებისგან. ჩვენ ნელ-ნელა მოგცემთ მათი წაკითხვის საშუალებას. ამჯერად 28 წლის სოფო გამოგვეხმაურა:

,,ოთხი წელია გათხოვილი ვარ. სამწლიანი დაორსულების მცდელობების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი,თემური, უშვილოა. თურმე თავად სცოდნია ამის შესახებ, მაგრამ მიმალავდა. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ჩემი მეუღლის დუმილმა, რომელიც ღალატს უდრის, იმედები, გეგმები და ოცნებები დამინგრია.

ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი, ოთხი ან ხუთი შვილი. სახელებიც კი შერჩეული მქონდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბავშვი მეშვილებინა, რაზეც დედამთილ-მამამთილმა კატეგორიული უარი
განმიცხადა. არც თემურიმ დამიჭირა მხარი, ამიტომ ფარ-ხმალი დავყარე და მათ ნებას დავმორჩილდი.

საკუთარმა უსუსურობამ და რეალობამ, რომელიც სამუდამოდ უშვილობას მიქადნიდა, დეპრესიაში ჩამაგდო. ვცდილობდი მეუღლისთვის არაფერი მეგრძნობინებინა და ჩემთვის ურთულესი პერიოდი მისი დახმარების გარეშე გადამეტანა.

მეგობარმა მირჩია, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, მაგრამ საქართველოში ჯერ პრობლემების მოგვარების ასეთ მიდგომას ფესვები არ გაუდგამს. ხსნა ინტერნეტში დავინახე. სრულიად უცნობ ხალხთან მქონდა მიმოწერები. ჩემთვის უმნიშვნელო იყო მათი სქესი, ასაკი ან პროფესია. ზოგად თემებზე ვსაუბობდით.

ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემზე ექვსი წლით უმცროსი ფერეიდნელი ბიჭი, ბარძიმი, გავიცანი. ინგლისური ორივემ ვიცოდით და ურთიერთობა გაგვიადვილდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა უცნობთან გულახდილობა, ვიდრე ახლობლებთან. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

საბოლოო ჯამში რეალურ სამყაროს მოვწყდი და ვირტუალურზე გადავერთე. მე და ბარძიმი ერთმანეთს ძალიან მივეჩვიეთ, ერთმანეთის ცოცხალ დღიურებად ვიქეცით. საშუალებას როგორც კი ვპოულობდი სკაიპით ვურეკავდი. დღეს უკვე მასზე ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ჩემს დუმილშიც კი შეუძლია ამოიცნოს ჩემი განცდები.

ერთი კვირის წინ ბარძიმი სიყვარულში გამომიტყდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობა იცის. არ დამიმალავს, რომ მეც იგივეს ვგრძნობ. შემომთავაზა ჩამოგაკითხავ და ევროპაში ან ამერიკაში გავიპაროთო.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... დავანგრიო ოჯახი თუ სიყვარული ჩავიკლა გულში? ინტუიცია მკარნახობს, რომ ბარძიმთან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამასთან ერთად, რაღაც უხილავი ძალა თემურისგან არ მიშვებს."

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
სტატუს ქუო
სიცრუეზე დაფუძნებული ოჯახი უნდა დაინგრეს, მითუმეტეს, შვილი არა გყავთ...
11:14 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გუგა
ცუდია მხოლოდ ერთის აზრს რომ ისმენ და მეორისას არა! არასოდეს არ უნდა გამოიტანო განაჩენი, მითუმეტეს ასეთი მკაცრი! შეიძლება მანაც არ იცოდა რომ უშვილო იყო და სიყვარული ათქმევინებს ამ ადამიანს ამას რომ მისთვის სასარგებლო რჩევები მიიღოს და სინდისი უფრო ”სუფთა” ქონდეს. მე დავეთანხმები იას ნებისმიერ შემთვევაში იცოდა თუ არა მისმა ქმარმა სიმართლე! სინდისი მაშინ უფრო სუფთა გექნება, გაეყარე ქმარს და შემდეგ გაყევი, სახელიც და სინდისიც სუფთა დაგრჩება ასე!
11:10 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბარძიმა
იქნებ ის ბარძიმიც გატყუებს? ამაზე არ გიფიქრია? იქნებ ცხოვრებაში სხვაგვარი აღმოჩნდეს?
10:48 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აბა შენა ხაარ
ბოოოდილობ რაღაცეებს, შენისთანები აბოლე მასე, ვიღაცა ოხერი ხარ
02:11 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სადაც არის ბედი შენი იკ მიგიყვანს ფეხი შენი.-ო.ნუ გეშინია სადაც ნამდვილი სიყვარულია სიმარტლეც იმის მხარეზეა.
01:32 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ერტხელ გაზლევა შანსი და ეცადე მაკსიმალურად გამოიყენო აკ ვინც არ უნდა მოგწეროს მაინც შენი გადასაწყვეტია. ისე მე წავიდოდი, თუ არ გარისკე ისე არაპერია ეს ცხოვრება
23:15 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
lali
Is bardzimi sheni temuri ROM agmochndes mere ras izam?
22:59 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
ჩემი აზრით გასაპარი არაფერი გჭირს, წამოდი ქმრის ოჯახიდან,გათავისუფლდი ვალდებულებებისგან და ისე გაჰყევი იმ ბიჭს,ასე სინდისიც აღარ შეგაწუხებს და ვერც ვერავინ გაგამტყუნებს.ბედნიერება არ გაუშვა ხელიდან! უბრალოდ გონივრულად გააკეთე ყველაფერი. აზრს ვერ ვხედავ იმ ოჯახში დარჩენის, როცა შენს სურვილებს პატივს არავინ სცემს.
13:21 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ქმარიც მყავს და შვილიც,მაგრამ შვილია ერთადერთი მზე ამ ქვეყანაზე ვინც ჩემთვის ანათებს.დედობა ყველამ უნდა გამოცადოს.
11:55 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
არჩევანი უმარტივესია - შენი ქმარი, რომელიც უნამუსოდ მოგექცა და მოგატყუა, ან ადამიანი, რომლის უკანაც შენი ბედნიერება დგას)) ქმარი მიატოვე, და ის სიყვარული რომც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც წარმოიდგენ, როგორი იმედგაცრუებაც უნდა გადაიტანო, შვილი მაინც გაგიბედნიერებს ცხობვრებას)) დედამთილ-მამამთილს რაც შეეხება, ეს საქართველოა და მხოლოდ ჩვენთან შეიძლება დედამთილმა გადაწყვიტოს ოჯახმა ბავშვი აიყვანოს თუ არა, ვერ გავიგე მათი შვილის მოსამსახურედ უნდა დარჩე მთელი ცხოვრება???
11:01 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS