- ბელა სამედიცინო კონფერენციაზე გავიცანი. არც მაღალი იყო, არც ძალიან გამხდარი ან ცისფერთვალა, მაგრამ ისეთი ენერგიულობით, სილაღითა და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა მომენტალურად მომხიბლა. კონფერენციის შემდეგ ალაფურშეტზე მივედი და გამოველაპარაკე. საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. ნომერი გამოვართვი.
რამდენჯერმე შევხვდით. გული გადამიშალა, რომ ხუთწლიანი
ორი წლის შემდეგ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მალე ცოლადაც მოვიყვანე.
მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო... ერთხელ სიდედრ-სიმამრის სახლში დავრჩით, ღამე არ დამეძინა და მათ ბიბლიოთეკაში შევედი. შემთხვევით საშუალო ზომის, ძველებურ ზარდახშას წავაწყდი, საკეტი გაფუჭებული ჰქონდა, ამიტომ შიგნით ჩავიხედე...
ბელას დღიურები აღმოვაჩინე. ალბათ წარსულში ქექვა არ უნდა დამეწყო, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი. გათენებამდე ვკითხულობდი, მისი ყოფილი შეყვარებული, ვაჟა, ძალიან ჰყვარებია. ეჭვი შემეპარა, რომ ჩემზე მეტადაც კი.
გავარკვიე, რომ პლატონური სიყვარული არ ჰქოიათ, თუმცა ლოგინამდე არ მისულა საქმე... ეს არასდროს მოუყოლია ჩემს ცოლს. თავი მოტყუებულად ვიგრძენი იმის მიუხედავად, რომ არასდროს მიკითავს ჰქონია თუ არა ინტიმური ურთიერთობა ყოფილთან.
არ მინდოდა თავი შეურაცხყოფლად ეგრძნო. ჩანაწერების დასრულების შემდეგ ლოგინში შევწექი. ბელა ძილში მომეხუტა. არაფერი მიგრძნია... თითქოს ჩემთვის მოკვდა, სიცარიელემ მომიცვა.
ჩემს თავს ვაჯობე და ვაპატიე... დღემდე არ იცის, რომ მისი დღიურები წავიკითხე. ერთ ღამეს მობილურმა დაურეკა. ფეხზე შეშინებული წამოფრინდა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. იპოვა თუ არა სააბაზანოში შეიკეტა. იქიდან გამოსულმა მითხრა, რომ შეყვარბეული საზღვარგარეთ მიდიოდა და ბავშვის დატოვება მასთან უნდოდა.
გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ჩემი ცოლი მთელი სერიოზულობით ფიქობდა მისი ყოფილი შეყვარებულის ბავშვზე მეურვეობის აღებას. მე ავუხსენი რომ ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია და დავემუქრე, რომ მივატოვებდი.
მეორე დღეს სამსახურიდან რომ დავბრუნდი სამზარულოში პატარასთან ერთად დამხვდა. დამითანხმა რომ ბავშვი დროებით მაინც იცხოვრებდა ჩვენთან ერთად. ორი წელი გავიდა. ვაჟა თვეში სამჯერ რეკავს სკაიპით და ელაპარაკება ბელასა და თავის ბიჭს. ხანდახან ფულსაც აგზავნის.
ისეთი განცდა მეუფლება, რომ ჩემი ცოლის საყვარელი ვარ, მისი ქმარი კი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული. ძმაკაცებს ვატყუებ რომ ბავშვი ბელას ნათესავია. ვიცი რომ მალე ყველაფერი გამოაშკარავდება. საქვეყნოდ მომეჭრება თავი. აღარ შემიძლია ჩემი მეუღლის ყოფილი შეყვარებულის შვილის მეურვეობა... რა ვქნა მივატოვო?
რადა მახარაძე