17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
რუსუდანი
ნურავის ნუ მიაქცევ ყურადღებას, შენ გეგონა სიყვარულს შეინარჩუნებდი, მხოლოდ ერთი რამე გამოგრჩა- შენარჩუნებას მხოლოდ შენ ცდილობდი! არაუშავს, ცხოვრება წინ მიდის, გაივლის ყველაფერი, ოჯახსაც შექმნი, არც იმ ბერიკას არ ჰყვარებიხარ, თორემ ასეთ ნიძლავს არ დადებდა, ეგ უფრო მეტი ნაძირალაა, ხომ გიცნობდა, რა უნდოდა? მშვიდად იცხოვრე, ტაძარში წადი, თავის მოკვლა არ გაბედო ამ დეგენერატების გულისათვის! მათ ჯინაზე კარგად მოიწყვე ცხოვრება, ყველაფერი წინ გაქვს>
14:43 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
არ გამართლებ, მაგრამ ყველას მოსდის შეცდომა! ამიტომ არ ინერვიულო, ბევრად უარბესებიც ხდება ცხოვრებაში! მთავარია ამ ეტაპზე მშობლები გყავდეს ჯანმრთელი და შენც გაუძლო, სხვა რამეზე გადაერთე, იმეცადინე, ახალი რამე ისწავლე... ისე, თუ არ ვცდები, ასეთი ვიდეოების გამოქვეყნება არალეგალუად და შენი თანხმობის გარეშეკანონით ისჯება.
14:39 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
=======
საქართველოში ამას ყურადღებას ყველა მიაქცევს, ჯობია ისწავლო ენა რომელიმე და წახვიდე საზღვარგარეთ და ოჯახიც იქ შექმნა... დამიჯერე.....
14:39 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ვიდეოს ლინკი დადეტ რა :))))
14:37 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არ იდარდო, მაგიტ იმ ტიპმა საკუთარი არაკაცობა დაამტკიცა, მართალია შენ მეტი ჭკუა და დაკვირბა გმართებდა,მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება.დამიჯერე ადამიანები გაცილებით მძიმე ტვითით ცხოვრობენ.აი ნახავ დრო გაივლის, ეგ ამბავი ყველას დაავიწყდება
14:36 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თემო
მშობლებს დაუჯერეთ და ეგეთი რამე აღარ შეგემთხვევატ, რომ გგონიათ მშობლებს არ უნდა დაუჯეროთ და მერე მთელ ოჯახს ანერვიულებთ. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ მშობელ დედას უნდა უთხრათ სანამ ნაბიჯს გადადგამთ.. რას იზამ დაუკვირებლობამ ეგრე იცის, ანდა კი უნდა მიმხვდარიყავი. არა უშავს გაგივლის რაღაც პერიოდში
14:34 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
888888
თაზოს აუცილებლად ეყოლება შვილი - გოგო და სამაგიერო გადეხდება.....(ისე ჯობია ხოლმე თვითონ იმას მიეზღოს ვინც აშავებს..) ხო, ასე ხდება......უბრალოდ დროს უნდა გაუძლო....არ გამართლებ.....გოგოს მეტი დაფიქრება მართებს, მაგრამ თაზო ყოფილა ყველანაირად ნაგავი (მეგობრის მიმართაც, ქალის მიმართაც და კიდე რამდენს დააშავებს ვინ დათვლის....)
14:34 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დამშვიდდი გენაცვალე ის ვიღAც თაზო თავხედი და ნაძირალააა, გონია შერჩება? მთAვარია რომ რწმენა არ დაკარგი ეკლესიაში მიდი და მოძღვარს დაელაპარაკე. ის Yველაფერს გასწავლის და ცხოვრებას გააგრძელებ დამიჯერე ლაპამზო ერთი ნაძIრალის გამო არ ღირს ცხოვრებაზე გულის აყრა. ხოლო ის ვინც შენ გსჯის ვინ იცის რა ცოდვა ჩადის და რა ცოდვა ჩაუდენია.
14:22 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
არ იჯავრო ჩემო კარგო შეცდომა ყველას მოზდის მასეთი არადამიანის გამო არ გინდა სახლში დამალვა და თავის გარიყვა და ვინც აარ გემეგობრება მას ყურადგებას ნურც მიაქცევ ბედნიერი ყოფილიყავი გამოჩნდება ის ვინც მასეთ სისულელეებს ყურადგებას არ მიაქცევს
14:18 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
შენ ამით ქალიშვილობა არ დაგეკარგებოდა და თვითონ კი ავადმყოფი გამოდის ასეთი საქვციელიტ ,ასე ის კაცები იქცევიან ვისაც ქალთან ურთიერთობა არ აქვს.ვირტუალურ სხს ასეთები მიმართავენ.ავადმყოფები.აბა სხს და ისიც ვირტუალური ? სასაცილოა
13:57 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS