17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
......
მეც გირჩევ რომ მორალური კომპენსაცია მოითხოვო. მაინც ყველამ იცის უკვე ეგ ამბავი. შენს ადგილზე სასამართლოში ვიჩივლებდი, კარგ მაყუთსაც მოხევ და მაგ ადგილსაც მოშორდები აღებული ფულით. წარმატებები!
16:04 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
:) aranairad ar vtvli rom raime shecdoma chaidina am gogo. xalxi saocrebebs chadis martla.mere ra tu sheyvarebulis tvalcin ixdidi.tundac realuri seqsi gqonoda mastan.ee..rom icode reebi xdeba.sxvanairad shexede mag yvelafers.martla brboa xalxi..cota xanshi micynardebian da daavacydebat yvelaferi..shens cxovrebas mixede.martla midi modzgvartan.me siamovnebit viqnebodi sheni megobari:)
15:56 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჟორას
ნამდვილი ცხოველი ხარ
15:51 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
არა უშავს-რა, მომავალში გაფრთხილდები.
15:43 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხი კიცხავს და მიწასთან ასწორებს ამ ადამიანს, ფუი ბრბოს ფსიქოლოგია...
15:27 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
არა უშავრა, უარესებიც მომხდარა, გავა დრო და ნელ ნელა გამოხვალ სტრესიდან. ახალგაზრდობით მოგივიდა ენდე და მან კი საქვეყნოდ დაგცინა.თანდათან ცხოვრებას ალღოს აუღებ და ბევრ რამეს მიხვდები.
15:22 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
123
დაიკიდე რა... დამიჯერე შენი მეზობლები მალულად უარესებს აკეთებენ... ეკლესიაში წადი... დანარჩენს უფალი გიჩვენებს... მაგრამ მიზანი დაისახე, რომ ისეთი წარმატებული გახდები, ისინი ვისაც დღეს შენს გვერდით ყოფნა ცხვენია შენთან მეგობრობას ცდილობდნენ... მე პირადად წარმატებებს გისურვებ, და ეცადე მაქედან წამოხვიდე
15:17 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
აიყვანე ადვოკატი და სასამართლოში შეიტანე სარჩელი, მაინც ყველამ გაიგო და ბარემ შენც იხეირე, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოითხოვე თანხა, იქნებ ან სწავლის ფული მოგიგროვდეს და ან სხვაგან საცხოვრებლის შეძენის. ან თუნდაც შენგან გამწარებულ მშობლებს დაეხმარე.
15:08 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აია ია
ამიტომ არ უნდა იცუღლუტო. ისე რა უნდა გაგიჭირდეს ,რომ ამაზე წავიდეს ადამიანი. წალეკა ინტ.სივრცე ვირტმა.
15:01 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჟორა
ვიდეოს ლინკი თუ შეიძლება
14:55 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS