17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
უცნობიიი
ჩემო კარგო ადამიანო ვერ ვიტყვი რომ რაც შენ დაგემართა მარტო მისი ბრალია რაღაცაში შენც მიგიძღვის ბრალი დაუშვი შეცდომა, მაგრამ მინდა გითხრა უშეცდომო არავინაა, შეცდომა გვასწავლის სწორად მოქცევას დრო კი ცხოვრებას ასე რომ ნუ დაიტანჯავ თავს იმმაზე ფიქრით რომ ყველაზე ცუდი ხარ ნუ შეიძულებ საკუთარ თავს. და გახსოვდეს მუდამ 1.ყველა კაცი კაცი არაა. 2.კაცის კაცობა წვერ-ულავაშით არ განისაზღვრება. 3.კაცი სანამ საკუთარ თავს კაცს უწოდებს სიტყვა ქალის მნიშვნელობა უნდა იცოდეს. და ბოლოს იცოდე დრო გავა და ყველაფერი დალაგდება, რაც მთავარია ისწავლე საკუთარი თავის დაფასება.
20:03 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინა-ს
ძაანაც ნუ შეიჭრები როლებში. ისე ის ბიჭია რათქმაუნდა ნაძირალა, მაგრამ არც გოგოა ნაკლები ქაჯი. არანაირი სიყვარული არ ამართლებს მაგ საქციელს. მეც მყავს შეყვარებული და მართლა ძალიან მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ, მაგრამ არანაირ ეგეთ ურთიერთობაზე არ დამნთანხმდება (არც ვაკადრებ ჯერეგერთი ეგეთ რამეს). უპატიოსნო საქციელის სიყვარულით გაპრავებას გადაეჩვიეთ ეს ქართველი გოგოები რა
19:16 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
katy kurdovanidze
არ ინერვიულო გოგონი,ეს კველაპერი სიკვარულმა გაგაკეტებინა,იმ არაკაცმა კი გამოიკენა.ცოტახანსჰი გაიგებ გმერტყ როგორ დატანჯავს მაგისტანას.იცჰივლე და არ სჰეარცჰინო.დრო
19:10 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თემოს
მართალი კი ხართ, მაგრამ პირადი მაგალითით გეტყვით, რომ ზედმეტად მშობლების დამჯერი რომ ვიყავი, კი დავრჩი გაუთხოვარი და ახლა მშობლები ჩემი ზედმეტი პატიოსნების გამო დარდობენ! ასე, რომ მთლად მზა რეცეპტებს ვერავის მისცემს ადამიანი. ისე, კი ზედმეტი არაფერი ვარგა არც თავისუფლება და არც შეზღუდვა. თუმცა სწორედ შუალედის პოვნაა ძნელი!
18:28 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჟორა
ღმერთმა ბრიყვები იმისთვის შექმნა რომ მათზე ვიცინოთ. ვირტუალურ სექსში არაფერია ავადმყოფური, არავის არ გიხელცქციტიათ ნუთუ? ამ გოგოს კი ვეტყვი რომ ინტერნწტი გაცილებიტ კარგი ხარისხის პორნოებიტ არის სავსე ამიტომაც ნუ იდარდებს მის ვიდეოს ბრაზერსE ნამდვილად არ დადებენ.
17:51 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
ყველა ბიჭი არ არი ქართული მენტალიტეტის მატარებელი, ამაში ცოტა ხანში დარწმუნდები.
17:36 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
:(
რომელიმე არასამტავრობაო ორგანიზაციას მიმართე თუ ადვოკატის აყვანის შსაძლებლობა არ გაქვს და იმ ბიჭს სათანადოტ მიხედავენ ასეთი არამზადების გულისათვის არ ღირს ცხოვრებაზე ხელის აღება
17:16 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
.ს.ს.
ფუ მაგის ავანდყოფი დ..... მერე რაა არაუშავს ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება თავს ნუ იტანჯავ მიეცი თავისუფლება გოგონიი და უნახავიც არავის უნახავს ადრე თუ გვიან ყველა ნახავს ყველაფერს
17:00 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
გოგოზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ის ბიჭი კი არის ღირსი წინ და უკან ახმარიო ახვრებს. სულ დაიკარგა მამაკაცური, ვაჟკაცური.
16:43 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
araushavs, unda gamagrde,tu im meores uyvardi ese rato moiqca, isic arkacia, mag qalachunam ki gamogiyena tavisi azrit, eseti bichebi unda chamokido erti adgilit, magati erti.cxovreba grzeldeba momavali win gaqvs
16:34 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS