17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
აბა რას ელოდით?!
ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყოს ყველასთვის. ისწავლეთ სხვის შეცდომებზე. ასეთ რაღაცეებს უკეთესი შედეგი არასოდეს მოყვება!!!!!
10:06 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
პირი რისთვის გქონდა დანიშნულებისამებრ რომ გამიგეყენებინა
03:55 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ის ბიჭი ნაძირალა რომ არის მაგაზე ორი აზრი არ არსებობს უნდა დაწერო გვარიც რომ ყველამ იცოდეს და კეთრივანივით გარიყული იყოს საზოგადოებიდან ამის მერე მაგას ნამდვილად არავინ არ გაყვება ცოლად ვის რად უნდა ასეთი არაკაცის ცოლობა,ფუ გული ამერია ამ ტიპზე ნუთუ არიან ასეთი არსებები?გოგოსთან შევიდეს ნდობაში და მერე ესეთო რამე გაუჩალიჩოს.უჩივლე და მოიგებ არ შეარჩინო.აი თავს რომ ამოყოფს ციხეში მერე ნახოს იქ რასაც უზამენ მასეთი საქციელისთვის,დაავიწყებენ ის რაც აბია რისთვის ქონდა,შენ კი აიყვანე თავი ხელში და დაიჯერე იმის რომ აუცილებლად შეხვდები ნორმალურ ღირსეულ კაცს
00:15 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზმ
ნუ გეშინია, გათხოვდები და ოჯახსაც შექმნი ეგ არაფერია. ეგ ძალიან მალე დაგავიწყდება შენც და იმათაც ვინც მაგას ყურადთებით უყურებს, მთავარია მასე არ გააგრძელო და ამის შემდეგ მაინც დაუჯერო მშობლებს.
22:53 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რაც არ უნდა იყოს ვიდეოს საქვეყნოდ ატვირთვა დანაშაულია და შეგიძლია თავისუფლად უჩივლო.განსჯის უფლება არავის არა აქვს შენი, შენ ენდე მას იმაზე მეტად ვიდრე იმსახურებდა...მან კი ბოროტად გამოიყენა ეს ნდობა.ამ კვეყანაზე ჩემთვის ყველაზე ძნელი ნდობაა, რომელიც ნელა მოდის თუმცა შეიძლება 1 წამში გაქრეს. ნუ ენდობით ნურავის ბრმად საკუთარი თავის გარდა...ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, ხალხი ბრბოა განსჯის მეტი არაფერი იციან...
22:25 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
ვეთანხმები ყველა იმას,ვინც მაქედან წასვლას გირჩევს,მხოლოდ მშობლებთან ერთად(თუ რასაკვირველია ფინანსები გიწყობთ ხელს) არა და შენ წადი მაქედან,თორემ სიცოცლეს გაგიმწარებენ ბერიკას და თაზოსნაირი მუტრუკები. ყველაზე კარგი რჩევაა-ისწავლე უცხო ენა,ისწავლე მანქანის ტარება და წადი სხვა ქვეყანაში.მხოლოდ იქ ჭკუით უნდა მოიქცე და ყველაფერი კარგად გექნება. ერთიც დაიმახსოვრე,რომ უშეცდომო არავინაა და ყველას ქონია ასეთი და შენზე უარესი ცოდვები ჩადენილი. ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს.შენ კი დაიკიდე და იცხოვრე ადამიანურად! ბებიაჩემის სოფელში ცხოვრობდა ერთი გოგონა,რომელიც ნაძირალა მეზობელმა შეაცდინა.საწყალი გოგო თოკიდან ჩამოხსნეს და გადაარჩინეს.კარგა ხანს მისი არაფერი გამიგია.მერე კი ბებიაჩემმა მითხრა,რომ თბილისში ჩამოსულა,თან მუშაობდა,თან სწავლობდა.ძალიან უჭირდა,მაგრამ არავინ შეუწუხებიაო.ახლა კი ერთერთი ბანკის მენეჯერია და ისეთი გოგოა,თვალს ვერ მოაშორებთ.როგორც ამბობენ,მალე ქორწილიც ექნება!.პატივს ვცემ ძლიერ ადამიანებს! ბედნიერებას გისურვებ,გოგონა! იბრძოლე და ყველაფერი გამოგივა!
22:14 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
qeti
Aucileblad uchivle da moraluri zianis anazgaureba moitxove mimarte arasamtavroboebs sakutari tavis gvema arafers ar mogitans pirikit xeli ar chaiknio uaresebic mosvliat arasodes ifikro tavis mokvlaze da swavla gaagrzele ipove sakutari saqme
22:08 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დადუ
მართლა უნდა უჩივლო მსგავს ნაძირალას!!!არ უნდა დაინდო არანაირად!!არასამთავრობოს მიმართე და დაგეხმარებიან
20:38 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ucnobiii
ჩემო კარგო ადამიანო ვერ ვიტყვი რომ რაც შენ დაგემართა მარტო მისი ბრალია რაღაცაში შენც მიგიძღვის ბრალი დაუშვი შეცდომა, მაგრამ მინდა გითხრა უშეცდომო არავინაა, შეცდომა გვასწავლის სწორად მოქცევას დრო კი ცხოვრებას ასე რომ ნუ დაიტანჯავ თავს იმმაზე ფიქრით რომ ყველაზე ცუდი ხარ ნუ შეიძულებ საკუთარ თავს. და გახსოვდეს მუდამ 1.ყველა კაცი კაცი არაა. 2.კაცის კაცობა წვერ-ულავაშით არ განისაზღვრება. 3.კაცი სანამ საკუთარ თავს კაცს უწოდებს სიტყვა ქალის მნიშვნელობა უნდა იცოდეს. და ბოლოს იცოდე დრო გავა და ყველაფერი დალაგდება, რაც მთავარია ისწავლე საკუთარი თავის დაფასება.
20:21 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
ისე მაგ საქმეს ხო არ მიყვებოდი ბოლომდე? მაგარი ხარ რა, ვიღაცის შესანარჩუნებელი რამე თუ გჭირდა მაშინ იზამდი აბა რაა
20:05 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS