17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
nina
რა კარგად შეუმჩნევია რომ ბოზი იყავი? მაგრამ არა გენაცვალე შენ ბოზზე უარესი ხარ. თან გამოუცდელს რომ უწოდებ თავს? არა უშავრა, მაგარი ხარ შორს წახვალ. წადი თურქეთში საროსკიპო შენთვის ალალია.
23:01 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რ ე ა ლ ო ბ ა- ბრძენი ხარ რაა:)))
17:50 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა-ს
ანუ შენ ბერიკას საქციელს ამართლებ? ამ გოგონას საქციელი უტვინობით დაემართა და იმან რო სეგნებული ბოროტება ჩაიდინა? ნუ კიცხავთ ადამიანს, ნებისმიერ ოჯახს შეიძლება დაემართოს ასე !!!!
13:37 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Nina
Mag kacmacunaze ar unda daxarjo arc erti cami canerviulod! Arc ertze orive avdmkopebi kopilan arcerti sheni girsi ar aris! Momcere roca megobari gchirdeba kbh2007@gmail.com
04:17 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ფფ
უჩივლე ჩემო კარგო და წაშლის , ზუსტად ვიცი რო ინტრნეტით ჩემმა ნაცნობს ყოფილმა რაღაც გაუვრცელა ამან მერე უჩივლა და წაშალა, და კიდე დრო ყველაფრის მკურნალია, რამე საქმით დაკვდი გული გადააყოლე, ბედი აუცილებლად გაგიღიმებს, მაგას ღმერთი დასჯის. ადრე თუ გვიან, შეეცადე აღარ მიეცე თვით გვემას
23:40 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
მე ვფიქრობ მართლაც არ გამოადგებოდა ბერიკას ეგ გოგო, ადრე თუ გვიან მაინც სხვისკენ გაიხედავდა. შენ თუ შეგიძლია ვირტუალური სექსი მაშინ ნებისმიერი მომხიბვლელი მამაკცის დანახვაზე შეძლებ ..... ასე რომ წადი დიდ ქალაქში და გზა ხსნილი გექნება წარმატებისკენ!!
14:06 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეგეც გაივლის
13:50 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მე ერტ რამეს გირჩევ მოცკვარი აიკვანე და ნურავის ნუ აკცევ კურადგებას მტავარია შენ ხო ხარ მარტალი და სურვილი ტუ კეკნება მე ვიმეგობრებ შენტან.
12:14 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ისიდა
ასეთი ვიდეობის გავრცელება კანონით ისჯება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლია საჩივარის შეტანა, დანაშაულის ჩამდენ პირსაც მოსთხოვენ პასუხს და ვიდეობსაც ამოიღებენ ინტერნეტ სივრციდან, ტრაგედია ნამდვილად არ არის რომ ამის გამო ცხოვრება დაასრულო
11:13 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
fu magis
ბერიკა კარგი კვერცხი ყოფილა, ცოლათ რო მოეყვანე ალბატ მერეც შესთავაზებდა შენ თავს ნათესავებს.
10:21 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS