17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
კაცი
ვიდეოს ლინკი დადეთ რა :) ისე საინტერესოა შემთხვევით როგორ აღმოაჩინა პორნო ვიდეო?? დაძვრება პორნო საიტებზე ხო ეგ თუქსუსი :P
15:22 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
ai imas vcer sheyvarebuli rom yavs da eset urtiertobaze ar datanxmdeba. rogorc mivxvdi bichi xar.shen albat kocnasac ver akadreb sheyvarebuls da chaxutebazec ar dagtanxmdeba.tqveni cyvilit nu sazgvravt adamianebs.yvelas aragvaqvs batono frtebi tqvensavit.me chemma qmarma sheyvarebulobashi seqsic makadra, mitom rom shennairi kompleqsebit savse ar iyo. shen xarmoidgine.shentvis albat egec bozobaa:p
10:11 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ერთი
რა თქმა უნდა დათრგუნული ხარ ასეთი რამ რომ შეგემთხვა მაგრამ დამიჯერე შენს ამბავზე მეტი უარესებიც ხდება.შენთვის ეს რაგაც დროის შემდეგ ცუდი სიზმარი იქნება.აი იმ არაკაცისთვისკი მთელი ცხოვრების ტვირთი.ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობდი გამეხარდა საქართველოში ასეთი გულისხმიერი ხალხი რომ ცხოვრობს.არიან ზოგი ჩამოუყალიბებელი აზროვნების ადამიანებიც რაც ძალიან სამწუხაროა მაგრამ რას ვიზამთ.არაკაცები ყოველთვის არაკაცებად დარჩებიან.არც იმ შენს მეზობელს უყვარდი.მის არაკაცობაზე აგარაფერს ვიტყვი.სიყვარულიც რომ გამორიცხო მეზობელ გოგოზე როგორ უნდა დანიძლავდე.არაკაცებია ორივე,შენკი პატარა სულელი გოგო.ისე გირჩევ უჩივლო.ან სახელიდა გვარი დაწერო.გაიგოს ქვეყანამ მაგ ორი არაკაცის ვინაობა))მაპატიეთ მაგრამ უნდა ვთქვა.პიდარასტები ხააარრრთთთ
03:00 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
ეგ არაა ბოზობა,ან რა სისულელეა რა იცოდა რო ატყუებდა?ვინც მოატყუა და ეგ გაუკეთა დასასჯელია სამაგალითოდ,იმ გოგოსნაირ გოგოს კი მე ერთი რომ ვარ მოვიყვანდი ცოლად და ნეტა ვინმემ გაბედოს ხმის ამოღება,ადამიანს შეგნებულად ცხოვრება აურია ეგ ცოცხით უნდა გააუპატიურო
00:51 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანული
ცხოვრებაში უარესებიც ხდება,რაც მოხდა მოხდა,არ ინერვიულო.ამის შემდეგ გეცოდინება რომ ასეთ ადამიანებს უნდა მოერიდო.დედაშენს კი ვურჩევ გვერდში დაგიდგეს,იმიტომაა დედა,რომ როცა შვილს უჭირს მაშინ გაუგოს და დაამშვიდოს.გისურვებ წარმატებული და ბედნიერი ქალი დამდგარიყავი.
19:45 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
nina-ს არვიცი რამდენად რეალურია ეს ამბავი ,მაგრამ შენ უარესი დაგემართება და ღირსიც იქნები.საზიზღარი და აუტანელი ადამიანი ხარ გეტყობა
00:34 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
ღვარძლი რა შუაშია? ქალს ვირტუალურად სექსი რომ უნდება ესეიგი ძალიან ატეხილია ეს ქართულად რომ ვთქვათ. ასეთ ქალებზე სხვა სინომიმებიც არსებობს, ქალი ძალიან დაუკმაყოპილებელია და საროსკიპო ალალია მაგაზე. შენ ისე დაგეწვა კუდი რომ ალბათეს ყველაპერი შენც გეხება.
20:54 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზუკა-ს
100 % -ით მართალი ხარ, რა უბედურებაა ამდენი ლანძღვა
11:13 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
nina-s
ისეთ გამწარებული და გამოროტებული წერ,რომ უეჭველი შენ უარესი გაქვს გაკეთებული,ან ოჯახის წევრს დაემართა იგივე, თურქეთი რა შუაშია,ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან ლაპარაკობ,შე წადი იქ და იმუშავე,ღვარძლიანი ადამიანი ყიფილხარ !!!!
09:23 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზუკა
ამ სტატიის კომენტარებიდან დავრწმუნდი, რომ ქართველებს არანაირი ჰუმანურობა არ შერჩენიათ. პირველრიგში აღვნიშნავ იმას, რომ ერთადერთი სიკვდილს არ ეშველება არაფერი და დანარჩენი გამოსწორებადია. როგორც იურიდიულის სტუდენტი გირჩევ რომ მიმართო იურისტს, შენი უფლებები ამ შემთხვევაში სრულია შელახული და დარღვეულია,თუ საშუალწბა არ გაქვს არის თბილისში უფასო ცენტრები სადაც გაგესაუბრებიან და დახმარებას გაგიწევენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდად არ გამიგო და გირჩევ საცხოვრებელი შეიცვალო, სოფელში ყველა დეტალის აფშირება ხდება და ქალაქში ნაკლები შანსი გაქვს ასე დაგაკომპლექქსონ, წარმატებებს გისურვებ და მედი მაქვს ის ორი ავაზაკი დაუსჯელი არ დარჩება, რაც შეეხება პატიოსნებას კიდე - ყველას თავის ბო* მამიდას მიხედოსო ნათქვამია.
01:58 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS