17 მარტი, 2015
წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს ,,რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

,,ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები
ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.
- რა გინდა?
- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.
- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...
- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?
- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...
- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...
- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. ,,ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

თავის ამბებს მიყვებოდა, (ახლა რომ ვუფიქრდები, ვინ იცის იქიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი...) სასაცილო ისტორიებით მახალისებდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე ისე მსჯელობდა, ვიფიქრე, რომ ჩემი ოცნების პრინცს შევხვდი. აგვისტოს შუა რიცხვებში სიყვარული ამიხსნა, თავი დიდხანს არ დამიფასებია და შეყვარებულები გავხდით.

თამაზი თბილისში მალევე დაბრუნდა. ინტერნეტით ვაგრძელებდით კონტაქტს. ერთი სული მქონდა როდის ჩამომაკითხავდა. გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნე რომ ჩემდამი გრძნობა გაუნელდა. თავს მარიდებდა. დაველაპარაკე, გამოვკითხე რა სჭირდა და გავარკვიე, რომ პლატონური ურთერთობა მობეზრდა, ჩემგან მეტის მიღება სურდა. სკაიპით სექსი დავიწყეთ.

თითქმის ყოველდღე ვიდეო თვალის წინ ვშიშვლდებოდი, ინტიმურ წერილებს ვწერდი, მის შენარჩუნებას ვცდილობდი. თაზო კი თურმე ჩვენს ვიდეოჩატს იწერდა. ეს მაშინ გავიგე როდესაც საკუთარი პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

სულ მალე მთელმა რაიონმა გაიგო, რომ მამაკაცთან ვირტუალურად ინტიმური კავშირი მქონდა.

თურმე ბერიკას ვყვარებივარ და ჩემი ცოლად მოყვანა ნდომებია. თაზოს უთქვამს ეგ გოგო პატიოსანი არ იქნებაო. ბერიკასთან სანაძლეო დაუდია, რომ რამდენიმე თვეში ჩემთან სექსი ექნებოდა.

საიდუმლოს გავრცელების შემდეგ სახლიდან ვერ გავდივარ. მამაჩემს ინფაქტმა დაემართა, ღვთის შეწევნით, გადარჩა. თავს ვერ ვაპატიე მშობლების ღალატი. წამლები დავლიე, მაგრამ დედაჩემმა შემომისწრო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს.

ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს... არავინ მემეგობრება... არავინ მიკარებს ახლოს... ვერც გავთოვხები... ვერც ამ დაწყევლილი ადგილიდან მივდივარ... ყველას ვძულვარ და მეც მეზიზღება ჩემი თავი. ყველაფრის ფასად არავის შენარჩუნება არ ღირს.
ის ვიდეო იმ ნაძირალას ჯერ კიდევ არ ამოუშლია ინტერნეტიდან.

იმედია, ჩემს შეცდომებზე სხვები ისწავლიან. რა თანამედროვედაც არ უნდა მოგეჩვენოთ ბიჭი, ყველა გულის სიღრმეში ქართული მენტალიტეტის მატარებელია. ნუ იქნებით გულუპრყვილოები და მიმნდობები, რადგან ყველა მამრი კაცი არ არის.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
სერჯო
დაიკიდე და მიხედე თავს.
03:02 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი13
რა ნაბიჭვარი ოჯახიშვილები ყოფილან...
02:34 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
bichi ki ara nagavia egeti ram azrad rogor mouvida an tqveni codvit rogor unda gaixaros.ar inerviulot sofelia da cudat chans magram araferi iseti ar gagiketebiat
22:28 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
შეყვარებული
აბა ვიდეო:)
21:58 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
კაი რაა,მაგაზე ნერვიულობ? საერთოდ არაა სანერვიულო,ხო გაიარა მაგ ამბავმა.კველაფერი საუკეტესო ცინ გაქვს.დამიჯერე.ეგ არაფერია უარესებიც ხდება.მარტლა არაფერია,იქიტ დასცინე იმას
15:19 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
tamo
Kai ra zogs martla aqvs sexi da isini ar iklaven tavs, virtualuri sexi daikide ra, vapshe vinme ucxoeli gaicani internetit tu mag adgils ver toveb da wadi ucxoetshi, dakavdi namdvili sexit da agar gaixedo qartveli sirikoebisken !!!
14:01 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარია
კარგია რომ დაწერე , იქნებ ვინმე აღმოჩნდეს ჭკვიანი და საკუთAრი შეცდომის ნაცვლად სხვისაზე ისწავლოს ჭკუა,არ ვიცი რა ვთქვა ალბათ მასთან რეალურად რომ გქონოდა სექსი მაშინ არ მოჰყვებოდა მაგ ყველაფერს ეგეთი რეაქცია, აპკი ხო გაქ მთელი , ეხლა მთავარი ეგაა , ლოგიკაა საოცარი ... და ვაფშე ეგ ბერიკაც მაგარი გამო**რებული გაუნათლებელი ბიჭია , ქმრად მაინც არ გამოგადგებოდა ,არ მესმის თავმოყვარე კაცი როგორ დათანხმდება ეგეთ ნიძლავს , თან მითუუმეტეს თუ უყვარს ქალი :)
13:26 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
უმაღლესდაუმთავრებელი, როგორც თვითონ თქვა 'სოფლელის' კვალობაზე, ძალიან გამართულად წერს. სკაიპში სექსით როგორ უნდა შეინარჩუნო ვითომ შეყვარებული :დ
10:50 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Eრთი ჩვეულებრივი თბილისელი ნაბო..არი მოძველბიჭო ტესლიკაა! თბილისში ხო აღარაფერია ქართული! მოტყუება,გადაგდება,სუსტის დაჩაგვრა,გაიძვერობა და. ფარისევლობა უმაღლეს დონეზეა და თბილისელებსაც მოწონთ ასე ცხოვრება! თბილისი უნდა გაუქმდეს როგორც დედაქალაქი და გადავიდეს ქუთაისში!
17:01 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათი
გავა დრო და გათხოვდები კიდეც და შვილებიც გეყოლება... მაგრამ ადამიანს რომელსაც უყვარდი თურმე და შენი ცოლად მოყვანა უნდოდა როგორ დაენიძლავა შენზე ფუ მაგის კაცობას.... შენ არ ინერვიულო ბოროტება არავის შერჩება ;)
02:07 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS