12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ან
სენს ადგილზე გადავბრუნდები მაგრად ჩავეხუტები მეც და ვეტყვი 'დედიკო მე რატომ არ მკოცნი მეც ხომ შენი შვილი ვარო :) მერე ნახე მაგის რეაქცია :) ტუ ქმარი გიყვარს იუმორის სახიტ შეხედე ეგეტებს, გაეღადავე , ანუ ყველაფერიიუმორში გაატარე, ნუ შექმნი დრამას, მიხვდი ხომ რასაც ვამბობ, განმუხტე სიტუაცია, რამდნჯერაც ეგრე იზავს შენც ისე ქენი და მორჩება შოუს :) იტყვის ეს ჩემზე უარესი ვინააო :)
00:01 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
მაინტერესებს, თვითონ რომ იყვნენ რძლის ადგილზე, მოეწონებათ დედამთილის საქციელი?
23:54 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეგენი ავადმყოფები არიან. თვითონ ხომ არიან შეპყრობილები და სხვებსაც უქმნიან პრობლემებს.
23:52 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ჩემი დედამთილიც ასე იქცევა :D შუაში გვიწვება არადა 4 შვილი ყავს.. :დ არაცვეულებრივი ადამიანია ძალიან მიყვარს :D მეც ვეფერები ხოლმე და ცემი ქმარი ეჭვიანობს.. ნუ აზვიადებ და სხვა კუთხით შეხედე :) საგანგაშო არაფერია.. ეფეროს თავის შვილს სულ თქვენს საწოლში კი არ გადმოსახლდება რამ შეგაშინა :) ისე სემეცოდა საწყალი ქალი რამხელა ტრაგედია გადაუტანია.. გაუგე ცოტა რზალ-დედამთილობა კატა თაგვიბანას არ ნიშნავს.. შენც აგრძნობინე სიყვარული და სითბო დაანახე რომ სენი სახით ქალისვილი შეიძინა
22:56 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა კარგად მესმის ჩემო კარგო 7ენი,ჩემი დედამთილიც ზუსტად ესე იქცეოდა,ღვთის წყალობით უკვე 5 წელია მათთან აგარ ვცხოვრობ და კარგადაც ვარ,იმედია მეორე რძალთან ვერ გაბედავს ეგეთებს
21:42 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
მე თვითონ მყავს ასეთი და.ბიჭი(რაღა ბიჭია აწი :) )41 წლის გახდა და ჯერ ადრეა,რა დროს მაგისი ცოლიაო.იღლიაში ყავს ამოჩრილი ამხელა კაცი და როგორც პატარა ბავშვს ,ისე ელოლიავება.ამ დროს ჩემი დის შვილი,სულაც არ არის დედიკოს ბიჭი,მაგრამ იმდენად უყვარს დედა,რომ აღმერთებს და გული რომ არ ატკინოს,სულ უფრო შორს დებს დაოჯახებას.დედა არ უნდა იყოს ეგოისტი,ამით მომავალს რომ უნგრევს საკუთარ შვილს,ვერ გააგებინებთ.რამეს რომ ვეტყვი ამის შესახე,მებუტება.არა და თვითონ ცას ხომ არ გამოეკერება.
20:53 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
მე მაშინებს, მრცხვენია და მძაბავს ასეთი სიტორიები. როდემდე უნდა იყოს საქართველოში ასეთი უკიდურესად საშინელი სიტუაცია მენტალიტეტის კუთხით? ხალხნო, რა გვეშველება? თუ ასე გაგრძელდა ჩვენს ერს მომავალი არ აქვს:(( მესმის მისი ტკივილი,მაგრამ მის საქციელს გამართლება არ აქვს!:)
19:21 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
უკომენტაროდ!!!!!!!!!!
18:39 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS