12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
თამარ
მარინა დეას კომენტარი წაიკითხე და მაინც გგონია რომ მოგონილი ამბავია დაწერილი?
12:21 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ჰო მე მაშინ დმერხა ერთადერთი შვილის პირველი შვილიშვილი რომ გავაჩინე :) და მამათილმა და დედამთილმა დილაადრიან ბავშვის კნავილზე საძინებლის შემოღება რო დაიწყეს და მამამთილმა რომ გამომიცხადა მაყურებინე ძუძუს როგორ აჭმევო აი მანდ გავჭედე :))) არავინ არ დაიწყოს ბავშვის და შვილის სიყვარულითაააო გამოწვეული საქართველოშო არ სცემენ პატივს ,,პრივატსფეროსმ'' ხოდა ახლა ვცხოვრობ საზგვარგარეთ ბედნიერად და დედამთილ მამამთილს ჰაჰა წელიწადში 2 ჯერ ვნახულობ.. ცოტა ზომიერება საჭიროა ყველაფერში მე დედაჩემს და მამაჩემსაც კი არ ჩავიწვენ ახლა ლოგინში და არც არავის ვაყურებინებ როგორ ვაჭმევ შვილს... საქართველო ამ თვაისი წეს ჩვეულებებით ხანდახან პათოლოგიაში ვარდება....
12:04 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თქვენ იძახეთ ჟურნალისტების მოგონილიაო და რამდენჯერ წამოგორებულა ჩემი დედამთილი ჩვენ ლოგინზე... მოფერებით მადლობა ღმერთს არ ეფერება 3 თვის ბავშვივით :) ეს არ აფერებინებს, თორემ ალბათ ამ ისტორიის გმირს გადაუჯოკრავდა მაგაში. შუაში ჯერ არ ჩაგვწოლია, მაგრამ მე რომ არ გავდიოდე ოთახიდან, როცა ეგ შემოდის და წამოგორდება, ალბათ მასეც მოიქცეოდა. სანამ არ ადგება, ოთახში არ შევდივარ, სულ რომ შუაღამემდე იქ დარჩეს. ერთი პერიოდი კარებს გვიტოვებდა ღიას, დაკეტილ კარში ვერ ვიძინებო, ისეთი გავჭედე, ლამის ამოვაშენე ის კარები.
10:29 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მდაა
დავიჯერო, ეს სიმართლეა და ასეთი გამო...ბული ხალხი არსებობს?? დაახვიე, ქალო, სახლში, ან საყვარელი გაიჩინე, რად გინდა ეგეთი იმპოქმარი და დარეხვილი დედამთილი?
10:13 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
დეა-ს მივმართავ, შენი ცოლი უცოლოდ გინდა დააბერო შე საცოდაო? შენ ხარ ტიპირი ეგოისტი დედა, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არა შვილის ბედნიერებაზე, მაგას დედობა არ ქვია, და ისე რტაც შეეხება სტატიას ჟურნალისტები რაღაც ზღაპრებს იგონებენ მასალა რომ არ აქვთ
09:25 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
მეგონა მოგონილი სტატია იყო,მაგრამ კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ არაერთი შემთხვევა ყოფილა.გავოგნდი.ჩემი დედამთილიც ორიგინალური იყო, მაგრამ სხვები უარესი ყოფილან.ისე ქართულ რძალ-დედამთილობაზე ერთი კარგი კომედიური ფილმის გადაღება შესანიშნავი იქნებოდა.ნარკომანებით რომ გაბურღეს ტვინი.ვინც ესეთ დღეშია მართლა უნდა იღადაოთ,აბა ყველაფერზე ოჯახს ხომ არ დაანგრევთ.მითუმეტეს ქართულ ოჯახში.ქართულ ოჯახში იმდენი პრობლემებია სულ არის მიზეზი გაქცევის.მაგრამ სადაა პატრონი.
07:54 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დეა
მესმის იმ ქალის .მეც ბიჭი მყავს ერთი და გავგიჟდები ალბათ ცოლს თუ მოიყვანს ,ისე შემპირდა არაო და ვნახოთ
07:33 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯოული
კარგით ხალხნო ტყუილია ეგ ამბავი რა ყველამ გულთან ახლოს მიიტანეთ ))))))))
02:01 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტრახერ
დააგინე და აღარ შემოვა
02:00 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ
ეფეროს არა ტოროლა, საგანგაშო კი არა საშინელებაა, რა უნდა დედას ამხელა ცოლიანი კაცის საძინებელში/. ავადმყოფი, გადახრაა ეგ,და ქმარიც ვერ გყავს კარგად!
01:48 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS