12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
დედისერთას დედა და დედამთილი
ჰა,ჰა,ჰა, მეც ერთი შვილის დედა ვარ და უკვე დედამთილიც. ჩემი შვილი და რძალი, რომ კარგად არიან ერთმანეთში, მაშინ ვარ ბედნიერი :) საძინებელ ოთახში შევიდე კი არა, ბავშვების გამოყვანა, რომ მინდა, ვაკაკუნებ და ვთხოვ თვითონ გამომიყვანონ, რა თქმა უნდა ისინიც ასე იქცევიან, ჩვენს ოთახში, თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ გვღვიძავს, არც კი დააკაკუნებენ... მარტო ჩემს პატარებს აქვთ უფლება (1 და 2 წლის არიან :) ) ყოველგვარი ცერემონიების გარეშე შემოაღონ კარები :)
22:55 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანაჩია
სად არის ჩემი კომენტარი?
22:46 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინეზა
არანაირი გამართლება არ აქვს ამ საქციელს, ეს ამაზრზენია, რას ქვია არ დაგგკარგო და ლოგინში ეფერო, ეს უკვე ავადმყოფობაა და გადახრა, სამკურნალოა ის ქალი, თორემ მერა რა რომ სვილი მოუკვდა, ეხლა იმ სვილის ბედნიერებით უნდა გაიხაროს.თუ ესე გაგრზელდა თავს უნდა უსველო გოგონააა.
18:08 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვერ განვსჯით მაგ ქალს დზნელად გადაიტანა შვილის სიკვდილი და ცდილობს ის სითბო ბესოზე გადაიტანს. ზალიან დზნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
17:07 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
საწოლში არა, მაგრამ ჩემი ახლობელის დედამთილი ღამით ჩუმათ შედიოდა საძინებელში და ცოლ-ქმარს საბანს აფარებდა. ქმარი დედისერთა იყო.
16:15 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
მე არ მჯერა ამ ზღაპრის და არც დავიჯერებ,ვინც დაიჯერა ეს ზღაპარი იმან დაიჯეროს
15:18 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამი
ოჯახში და საწოლში ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.......ორი შვილის დედა ვარ,იმას როგორ ვიფიქრებ ცოლი არ მოიყვანოს სულ ჩემთან უნდა იყოსთქო.პირადი ბედნიერება,როგორ უნდა აუკრძალო შვილს?ეს სიყვარული არაა ,ეს რძალი მიმართ გამოხატული ზიზღია.სულ უფრო ვრწმუნდები,რომ ამას ისეთი დედამთილები ჩადიან,რომლებიც მესაკუთრე ცოლები იყვნენ და ქმრებს განაწყობდნენ ოჯახის წინააღმდეგ.მესაკუთრე ცოლიდან მესაკუთრე დედამდე მივიდნენ.ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემაა.
14:57 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
Imperator Rome
ჰაჰ! მაგარია! ის კაცი იქნება მორყეული თვრა ამდენის უფლებას დედას არ გააბედინებდა! არ გამიკვირდება რომ ეთქვა დიდხანს არ ისქესაოთ ბიჭი არ დამიღალოო
14:46 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მგელი
რაღაცას ატრAკებ, სხვა მიზეზი გექნება დედამთილის შესაძულებლად და ამას იგონებ
14:24 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაიმე გავგიჟდი ეს რა მესმის რაუნდა დედამთილს ჯერ თქვენ ოთახში და საწოლში განსაკუთრებით,სად დაკარგა მაგ ბიჭმა კაცობა დედა ვის არ უყვარს 15წელი თუ გავიდა და კიდევ ასე იქცევა ეგ მთელი ცხოვრება ეგრე იქნება,ჩემ ქმარს სიგიჭემდე უყვარს დედა მაგრამ მაგდენს ასი წელი არ გააბედინებს ეგ საშინელი ეგოიზმია და მთელი ცხოვრება ვერ გაიხარებ დამიჯერე რადგან ეგ სიტუაცია არავის არ მოეწონება ვინც გინდა ის იყოს ასერომ მიხედე თავს
13:34 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS