12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ციკო
არ მეგონა ჩემს გარდა თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა მსგავსი პრობლემა. ჩემი დედამთილი, ახალ მოყვანილ რძალს, როცა ჩემი მეუღლე სააბაზანოში იყო, ნახევარ შიშველს მიწვებოდა ლოგინში საჭორაოდ. თუ ჭკუიდან არ შევიშლებოდი არ მეგონა. ქმარს რომ ვეუბნები, დედამის იცავს ყოველთვის, მერე რა მოხდაო. ძალიან რთულია დედიკოს ბიჭთან ოჯახის შექმნა. მე პირადად ამის გამო დიდი პრობლემები მაქვს, ერთადერთი გამოსავალი ცალკე ცხოვრებაა, მაგრამ ჩემი ქმარი უარზეა. როდემდე გავუძლებ ამ ყოველივეს არ ვიცი.
13:57 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარაზია
შვილის ცოლის თხოვა ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა როგორც ჭამა, ძილი, სუნთქვა და სხვა, რა უბედურებაა ეს? არა აქვს ამას არანაირი გამართლება, დედამთილი ვრ მეც 2 ბიჭის დედა და პირიქით ჩემი რძალი მიყვარს ქალიშვილივით და მიხარია რომ ჩემი შვილი უყვარს თავს ევლება და მეც სულ იმას ვცდილობ მას ვცე პატივი იმიტომ რომ შვილი გამიგებს და რზალს უხარია და პატივისცემით მექცევა, გადაიტანეთ თქვენი ზრუნვა შვილიშვილებზე ან თუ არა გყავთ მაშინ იყიდეთ ძაღლი ან კატა და იზრუნეთ მათზე, ინეკებები მესმის, ასეთის წარმოდგენაც კი მზარავს...
21:49 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ენაცვალოს დედამ...:D:D მალე ზღაპრებს წაუკიტხავს ძილის წინ..:D:D
20:26 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნინია, რა საყვარელი ხარ! როგორი კარგი...დარწმუნებული ვარ, ქმარს არანორმალურად ეყვარები,მისი გულისკენ მიმავალი გზა დედაზე გადის. ასეა და რა ვქნათ.
15:20 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს დედამთილები ნუთუ რძლები არ ყოფილაან? ახალგაზრდებს თავისუფლება გვინდაა
15:07 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
როდის გაიზრდებიან ქართველი კაცი ბავშვები? :)
15:06 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანო
ვაიმე, სულაც არ მიკვირს ჩემი დედამთილი უარესად იქცეოდა,მაგის შიშით ჩემი ქმარი დივანზე ვერ წამოწვებოდა ეგრევე გვერდში დაუწვებოდა და მოფერებას და კოცნას დაუწყებდა ხოლმე, ტან ენა მოჩლექით, რომ ელაპარაკებოდაა... ერთხელ ოთახშიც შემოგვივარდა ოგონდ კარი მქონდა ჩარაზული და შემოგლიჯა ... საქგაც უნდა წაეყვანა ჩემ ქმარს მანქანით და დაეძინა, კი არ გააღვიძა კარი შემოგვიმტვრია... მაგრამ მანდ რომ ,გავჭედე ეგ ამბავი მანდ დასრულდა.. ეხლა მეც საზგვარგარეთ ვცხოვრობ დასვენებულად :)(დედყსერთაა)
14:43 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანო
ვაიმე, სულაც არ მიკვირს ჩემი დედამთილი უარესად იქცეოდა,მაგის შიშით ჩემი ქმარი დივანზე ვერ წამოწვებოდა ეგრევე გვერდში დაუწვებოდა და მოფერებას და კოცნას დაუწყებდა ხოლმე, ტან ენა მოჩლექით, რომ ელაპარაკებოდაა... ერთხელ ოთახშიც შემოგვივარდა ოგონდ კარი მქონდა ჩარაზული და შემოგლიჯა ... საქგაც უნდა წაეყვანა ჩემ ქმარს მანქანით და დაეძინა, კი არ გააღვიძა კარი შემოგვიმტვრია... მაგრამ მანდ რომ ,გავჭედე ეგ ამბავი მანდ დასრულდა.. ეხლა მეც საზგვარგარეთ ვცხოვრობ დასვენებულად :)
14:42 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თუთა
ღმერთი არ გაგიწყრეთ და თავი არ დადოთ მის ხელზე, თორემ შეიძლება გადაირიოს სისხლის მიმოქცევა დაერღვევაო... მე დედამთილმა გამომიცხადა აგარაკზე ყოფნისას კარებს ნუ ხურავთ ჩემს ოთახში ჰაერი ისე კარგად ვეღარ შემოდისო...
12:47 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკუნა
აუ,კაიფობთ?
23:35 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS