12 ივლისი, 2013
დედამთილი მე და ჩემს ქმარს შუაში გვიწვება
მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე ალბათ ბევრი გაიცინებს ამ ისტორიაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩემ დღეში. არაერთხელ მომისმენია ლეგენდა, როგორი რთულია დედისერთა ბიჭის ცოლობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის.

მეუღლეს ერთი და ჰყავდა, რომელიც 11 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ დედამისმა კინაღამ თავი მოიკლა და ბოლოს ბესოს გამო დაუბრუნდა რეალობას. როდესაც ცოლად გავყევი, ტრაგედიიდან თხუთმეტი წელი იყო გასული. ცუდად არ შემხვედრია, მაგრამ პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ არანორმალურად გამოხატავდა შვილისადმი სიყვარულს.

მამამთილი შვილის სიკვდილმა გატეხა და ძირითადად სავარძელში იჯდა და კითხულობდა. ხანდახან მთელი დღე ხმასაც არ გვცემდა.
გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დილას დედამთილმა ჩვენი საძინებლის კარი უბოდი შოდ შემოაღო. სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.

მომერიდა, ქალს ამ მდგომარეობაში ვენახე. მოულოდნელად ქალი შუაში ჩაგვიწვა და ბესოს თავზე აკოცა. ტიროდა, დედიკო, არ დაგკარგოო. ჩემი ქმარი ამშვიდებდა და სიყვარულს ეფიცებოდა.

იმ დღეს ხმა არ ამომიღია და საღამოს მეუღლეს დაველაპარაკე. ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა დედამისის საქციელში და მითხრა, მისთვის არაფერი მეგრძნობინებინა. ამის შემდეგ დედამისი ჩვენი საძინებლის ჩვეულებრივი სტუმარი გახდა, როცა უნდა მაშინ შემოვა და შვილს სამი თვის ბავშვივით ეფერება. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ მდგომარეობას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ანნნნნნ
საქართველოში რომ ვცხოვრობთ ხომ არ გავიწყდებათ ხალხო?????
22:26 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაი ვაი და ვაი
18:09 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
დედა გაიხარე მართალი ხარ. მე თვითონ 5 წლის გათხოვილი ვარ და იმის მიუხედავად რომ არ მყავს საამაყო დედამთილი რა ჩემი საქმეა ის თავის შვილს მოეფერება, აკოცებს თუ რას უზამს, რა საშინელებაა რა დებილობებზე იშლით ხალხნო ნერვებს.
17:41 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გათხოვილი არ ვარ. არ ვიცი არც ქმარი არც შვილი და მითუმეტეს დედათილი. არც ისი ვიცი მე როგორი დედა და დედამთილი (თუ ვაჟი მეყოლა რათქმაუნდა) ვიქნები. მაგრამ, თუკი ასეთი დედა უნდა ვიყო ან ასეთი დედამთილი უნდა მყავდეს, მაშინ მირჩევნია რომ არც ვაჟი მეყოლოს და მითუმეტეს ასეთი დედამთილი მაშოროს ღმერთმა. ერთიც და ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეალერსება, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? თუ კართან დგას და ყურს უგდებს რაიმე ხმა ისმის თუ არა ოთახიდან. ეგ გოგო მეცოდება, ოჯახიც რომ დაანგრიოს ქმარი ვერაფრით მიხვდება მიზეზი რა იყო.
14:54 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჩემო კეთილო, ვიცი ძნელია დედამთილის ასეთი საქციელი, ბიცოლაჩემიც ასე იქცევა სადაც ახალდაქორწინებულები არიან მასაც იქ უნდა დაწოლა, ეს უკვე მეტისმეტია, ეგოისტია და ასეთებს უკაცრავად და "ავად არიან" რძლებიც აღარ უყვართ, დამნაშავე კი შვილები არიან. არ არიან კაცური კაცები. თორემ დედამ რომ შვილს მოეფეროს და აკოცოს რა საძრახისია?
14:42 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დედა
რძალს შევეკითხო შვილს როდის მოვეფერო, თუმცა საძინებელში შესვლა უზრდელობაა.
12:49 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
--აუ მე მგონი თქვენ მართლა კაიფობთ რაა, ათი წლის რომ გახდა ჩემი გოგონა დაუკაკუნებლად კარი არ შემიღია მისთვის, ცოლ-ქმრის ოთახში შესვლა საერთოდ კატასტროფაა გაგიჟდით ხალხო? , ან რა გინდათ დედამთილებთან ,რომ ცხოვრობთ გარეკეთ?
02:41 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ურწმუნო
დედამტილი ჯერ სახლში რა ასატანია და მიტუმეტეს ლოგინში.ნუტუ ხდება ესეტი ზღაპრები?მაგრამ საქარტველოში არაფერია გასაკვირი.
19:41 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
დეა ავადმყოფი ხარ შენ! ორი ბიჭი მყავს,ერთს საცოლე ყავს და უკვე მიყვარს ის გოგო, ასეთი ეგოისტები და ავადმყოფები როგორიც დეა, სამწუხაროდ ბევრნი არიან
17:34 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათ
ეს დეა გადამრევს(( რას ჰქვია შეგპირდა და არაო? ესე იგი სენი ეგოიზმის გამო შვილი უცოლშვილოდ უნდა დააბერო? წარმომიდგენია ამ გოგონას მდგომარეობა ცემი დედამთილი 8 წლის განმავლობაში თვითონ მოდიოდა 35 კილომეტრი გვაშორებს(ან როგორ არ ეზარებოდა ადგომა)მოდიოდა მაღვიძებდა 7 საათზე, შუადღეზე წამდა და მიდიოდა უკან. ისე ჩვენში დარჩეს და ამ ამბავის ავტორმა მამა უნდა დაპატიჟოს სახლში და ყოველდღე ეგრე სანამ დედამთილი შემოვა ჩაეხუტოს მამამისს. ვნახოთ ქმარი რა ხასიათზე დადგება. აქ ჩხუბით ვერაფერს გახდებით ოჯახიც დაინგრევა, ამიტომ სხვა ხერხს უნდა მიმართოთ. ჩარიეთ მშობლები ან ბოლო ბოლო დედამთილს ძილის წამალი ჩაუყარეთ და დაიძინებს თავის საწოლში.
15:32 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS